პროექტები

დიდი დისკუსია როგორი ტელევიზია სჭირდება დღეს საქართველოს

6 აგვისტოს,პროექტ “გზა ცივილიზებული სახელმწიფოსკენ” მხარდამჭერი ფონდის ოფისში გაიმართა დიდი დისკუსია კულტურისა და ხელოვნების მოღვაწეების მონაწილეობით. იმ მოღვაწეების მონაწილეობით, რომლებმაც რამდენიმე წლის წინ, შექმნეს დიდი ეროვნული დოკუმენტი: „მოქმედების მანიფესტი – ერთი სამშობლო, ერთიანი ერი, გაერთიანებული სახელმწიფო“
დისკუსიის ორგანიზატორები იყვნენ „ქართული ერთობის დარბაზი“, მეცნიერთა კონგრესი ეროვნული თანხმობისთვის, „ყოველთა ქართველთა, საქართველოს შვილთა და საქართველოს მეგობართა მსოფლიო კონგრესი, ქვეყნის განვითარების კონცეფციის „გზა ცივილიზებული სახელმწიფოსკენ“ მხარდამჭერი ფონდი.

დისკუსია გადაიცა ფეისბუქის ლაივით.
შეხვედრა გახსნა ტელევიზია “ქართული ტვ” – ს დირექტორის მოადგილემ, კომპოზიტორმა მანანა იმედაძემ. რომელმაც შესავალი სიტყვით მიმართა დამსწრეებს.
როგორი ტელევიზია სჭირდება დღეს საქართველოს ეს უპირველესი და უმძიმესი საკითხია. ძალიან ძნელია საქართველოში იპოვო ადამიანი, რომელიც არა იყოს შეწუხებული პოლარიზებული, ურთიერთდაპირისპირებული საინფორმაციო სივრცით და უპირველესად, ტელევიზიებით. ერთნი იცავენ ხელისუფლებას და აკრიტიკებენ ოპოზიციას, მეორენი – განადიდებენ ოპოზიციას და თავს ესხმიან ხელისუფლებას, ძალიან ცოტა თუ ახერხებს ნეიტრალური პოზიციის დაჭერას. აშკარაა, რომ ეს პოლარიზება და დაპირისპირება გადადის საზოგადოებაში, შეაღწია ოჯახებშიც . ეს დამანგრეველი პროცესია. იკარგება სიყვარული, ძლიერდება სიძულვილი და ისედაც ურთულესი გაჭირვების ფონზე, ყველაფერ ამას შედეგად მოჰყვა დეპრესია ხალხში. ეს არ არის ქართული გზა. მტერიც კი ვერ შეძლებდა იმას, რაც ამ დაპირისპირებამ, სიძულვილმა მოუტანა ჩვენ სამშობლოს. .. ქვეყანას რომელიც ცივილიზაციის სათავეებიდან მოდის, და ღვთივბოძებული აქვს ერთ-ერთი უმთავრესი მისია, მუდმივად იყოს ცივილიზაციის მწვერვალზე. ჩვენი გეოგრაფიული მდებარეობა და ჩვენი გეოგრაფია, განაპირობებს ამ მისიას და მადლობა უფალს, რომ ჯერ კიდევ შემორჩა ყოველ საქართველოში, ყოველ ქართველში, თანამემამულეში, როემლი ერისადა ეროვნების წარმომადგენელიც არ უნდა იყოს, პასუხისმგებლობა ამ მისიისადმი.

სწორედ ამ განწყობის დისკუსიას იწყებენ დღეს „ქართული ერთობის დარბაზი“, მეცნიერთა კონგრესი ეროვნული თანხმობისთვის, „ყოველთა ქართველთა, საქართველოს შვილთა და საქართველოს მეგობართა მსოფლიო კონგრესი, ქვეყნის განვითარების კონცეფციის „გზა ცივილიზებული სახელმწიფოსკენ“ მხარდამჭერი ფონდი. ამ დისკუსიაში იწვევენ ყველას, უპირველესად, საქართველოს მოსახლეობას, საქართველოს მეგობრებს, ცნობილ მოღვაწეებს, პოლიტიკოსებს, შემოქმედებით კავშირებს, მეცნიერებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს, ყველას, ვისთვისაც ძვირფასია მომავლის საქართველო.
დღეს აქვ გვესწებიან პიროვნებები, რომლებმაც დიდი მამულიშვილის მერაბ ბერძენიშვილის კულტურის ცენტრში შექმნეს და ასევე დიდი მამულიშვილის, რეზო ჩხეიძის სახლში ხელი მოაწერეს დიდ ქართულ დოკუმენტს: „მოქმედების მანიფესტი – ერთი სამშობლო, ერთიანი ერი, გაერთიანებული სახელმწიფო“ . ჩემთვის და, დარწმუნებული ვარ, ყველასთვის, დიდი პატივია ამ დოკუმენტზე ხელმომწერი ისეთი დიდი მოთვაწეების გვერდით ყოფნა, ვინც ვართ ამ დარბაზში და ვინც გვიყურებს, ყველას სახელით მივესალმები ბატონებს: ანზორ ერქომაიშვილს გიგა ბათიაშვილს, ტარიელ ხარხელაურს, გივი თოიძეს, ომარ მხეიძეს, არნოლდ გეგეჭკორს, რამაზ ყურაშვილს, რომან რურუას. ბატონი რომანი საზოგადოება „ქართული“ -ს თავმჯდომარეც გახლავთ. სწორედ ამ პიროვნებებმა გაბედეს პირველად, 10-12 წლის წინ, ეთქვათ და ჩაეწერათ მოქმედების მანიფესტში: „განა ის, რომ ქართული საინფორმაციო სივრცე ქართული აღარ არის. მეტიც, ებრძვის საქართველოს, ცალკეულ პოლიტიკოსთა, პოლიტიკურ პარტიათა პრიმიტიული აზროვნების აგიტპუნქტებად იქცნენ ტელევიზიები, აზროვნების გასაჭირი არ არის?!“.

ეს გაბედული ნათქვამია . სამწუხაროდ, ხელისუფლებებმა ყურად არ იღეს ტელევიზიებმა უარესის გზა აირჩიეს. დღეს ამ საკითხეზე საუბარი დაგვიანებულიც არის, მაგრამ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი. როგორც იტყვიან, სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს. დიდი მადლობა ყველა,ს ვინც დღეს მობრძანდა , ვინც გვისმენს, ვინც გვიყურებს, ვინც დაგვეხმარება ამ მასალის გავრცელებაში და ჩაერთვება დისკუსიაში. ვფიქრობ, აგვისტოს თვე სრულიად საკმარისი იქნება, ყველამ ვიფიქროთ ამ საკითხზე.

ძალიან სწორი გადაწყვეტილება მიიღეს „ქართული ერთობის დარბაზის დამფუძნებლებმა“. მათ თხოვნით მიმართეს მეცნიერებს, მეცნიერთა კონგრესს ეროვნული თანხმობისთვის, რომ შექმნილიყო დოკუმენტი, თუ რას ნიშნავს მართალი ტელევიზია. სიტყვა „მართალი“ აქ შემთხვევით არ არის ნახსენები. ყველა ვსაუბრობთ თავისუფლებაზე და თავისუფალ საქართველოზე. მაგრამ როგორც ეს მეცნიერებს მიაჩნიათ და ამას ადასტურებს კაცობრიობის გამოცდილება, ჩვენი ქვეყნის ისტორია, ყველას ავიწყდება რომ თავისუფლება სიმართლეშია. რომ არ არსებობს თავისუფლება პასუხისმგებლობის გარეშე, რომ ადამიანი თავისუფალია მისი პასუხისმგებლობის ფარგლებში. ეს გამოთქმა დიდ ამერიკელ მწერალს ეკუთვნის.

დღევანდელი ღონისძიების ორგანიზატორთა ჯგუფმა სახელდახელოდ მოამზადა დოკუმენტი, რომელიც თქვენ დაგირიგდათ. აქ განთავსებულია მეცნიერთა კონცეფციაც „მართალი ანუ თავისუფალი ტელევიზია“ მოცემულია ჩვენთვის სათაყვანებელი პიროვნებების, მერაბ ბერძენიშვილისა და რეზო ჩხეიძის პოზიცია ტელევიზიასთან დაკავშირებით. საოცრად კარგი ამონაკრებებია (ხელში იღებს ამ დოკუმენტს, აჩვენებს საზოგადოებას და კითხულობს ტელევიზიის ემბლემის გვერდით მარცხენა მხარეს განთავსებულ ტექსტს. ) დღევანდელი შეხვედრისთვის სპეციალურად მომზადდა ბანერი. ყველა ჩვენ მეგობარს, დღევანდელი სხდომის მონაწილეს მიეცემა საშუალება 1-2 წუთით გამოთქვას თავისი მოსაზრება და თუ საჭიროდ ჩათვლისმ, ეს ისტორიული დღეა და დატოვოს თავისი ხელმოწერა ამ დოკუმენტზე.

ჩვენ დღეს ყველას სიხარულით ვამცნობთ, რომ ტელევიზია „ქართული“ უკვე სატელიტურად მაუწყებლობს მთელ მსოფლიოზე , ისევე როგორც სხვა რამდენიმე მთავარი ტელევიზია „პირველი არხი, რუსთავი 2 , იმედი, მთავარი“ .
მადლობა ყველას, ვინც გვერდში დაუდგა „ტელევიზია „ქართულს“/ მოვედით დღემდე და მისი გენერალური დირექტორი მოგახსენებთ შემდგომ , რომ ტელევიზიის განწყობაა იყოს მეცნიერთა მიერ შემუშავებული რეკომენდაციების ერთგული, გაიზიაროს მოსაზრებები , რომელიც იქნება ხალხში, ექნება საზოგადოების ყველა ფენის წარმომადგენლებს. ჩვენი ამოცანაა, ვიყოთ არა რომელიმე გუნდის, მით უფრო პოლიტიკურის (ღმერთმა დაგვიფაროს ამისგან) მსახური, ჩვენ გვაქვს დიდი ამბიცია, ვიყოთ ხალხის ტელევიზია. ბედნიერი იქნება საქართველო, თუ ყველა ტელევიზია , მთელ მსოფლიოსა და ქვეყანაზე მაუწყებელი, თუ რომელიმე კომკრეტულ რეგიონში მოქმედი იქნება ხალხის ტელევიზია. ყველა კი გაიძახის, ხალხის ვართო, მაგრამ მოვისმინოთ, როგორც უწოდებენ ხალხის ტელევიზიას მეცნიერები და კიდევ ერთი რჩევა: უდიდეს მწერალს, გურამ დოჩანაშვილს აქვს ერთი ბრწყინვალე გამონათქვამი, რომელსაც მცირედი პერეფრაზით მოგახსენებთ: ყოველ ადამიანს ძილის წინ აქვს რამდენიმე წამი , როდესაც თავად იცის, ვინ არის. „ ამ განწყობას დიდი მწერალი სულხან საბა ორბელიანი სინდისს უწოდებს და ასე განმარტავს: სინდისი არის გონებაი მამხილებელი“ დღეს საქართველო ისეთ მდგომარეობაშია, რომელსაც გზაგასაყარი ჰქვია: ან ვაგრძელებთ ცხოვრებას, პოლიტიკოსთა მიერ შემოტავაზებული დამანგრეველი გზით, ან ხალხი ამბობს : ამ ქვეყნის ბატონ-პატრონი ხალხია და არა პარტიები და ხელისუფლება და უფლის ნებაა, ვიცხოვროთ ბედნიერებით სავსე სამშობლოში, როგორც ასე დაასათაურა თავისი ბრწყინვალე წიგნი ჩვენთვის უსაყვარლესმა მამულიშვილმა და დიდმა სპორტსმენმა, რომან რურუამ. რომელიც დღეს ჩვენს გვერდით არის.

მოგესალმებით ყველას კიდევ ერთხელ და პირველ სიტყვას გადავცემ ბატონ ირაკლი მაჭავარიანს, მეცნიერსა და საზოგადო მოღვაწეს, რომელიც წარმოგვიდგენს მეცნიერთა კონცეფციას მართალი, ანუ თავისუფალი ტელევიზიის თაობაზე.
შემდგომ, ვთხოვთ ტელევიზია ქართული ტვ“ს დირექტოის, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორს, საქართველოს დამსახურებული ჟურნალისტი, ბატონ გუბაზ მეგრელიძეს.

შემდგომ, ყველას გექნებათ საშუალება მოკლე გამოსვლებისა.

ბოლოში მივიღებთ მიმართვას, რომელიც, ასე წარმოგვიდგენია, რომ დააფიქრებს და სწორი დასკვნების საშუალებასაც მისცემს. მას ჩვენი ტელევიზია „ქართული ტვ“ – ს ჟურნალისტი ….. წარმოგვიდგენს.

და კიდევ ერთი. დღეს აქ სასიქადულო მამულიშვილი და მეცნიერი ბატონი არნოლდ გეგეჭკორი გვესწრება. მე მოხიბლული ვარ მისი სამეცნიერო მოღვაწეობით. ბატონი არნოლდი უდიდესი პოტენციალის მქონე ადამიანია. ვიყავი ბედნიერი, ორმ ვერის ბაღში რამდენიმე დღის წინ გვქონდა საშუალება, შევხებოდი ამერიკაში გამოცემულ მის უნიკალურ წიგნს . ვაზუსტებ. ამერიკელების ინიციატივით გამოცემულ წიგნს, რომელიც აქ მაქვს და, დარწმუნებული ვარ, საზოგადოება სიამაყით არის აღვსილი ამისგან. ვულოცავთ ბატონ არნოლდს ამ წიგნის გამოცემას (იღებს ხელში წიგნს და აჩვენებს საზოგადოებას). „ქართული ერთობის დარბაზს“ და დღევანდელ ორგანიზატორებს გადაწყვეტილი აქვთ ამ წიგნის პრეზენტაცია. ამტომ დღეს მთავარი თემის ირგვლივ ვისაუბროთ და ნება მომეცით სიტყვა მივცეთ ბატონ ირაკლი მაჭავარიანს.

Facebook Comments
შეაფასეთ
მეტი

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *