"გზა ცივილიზებული სახელმწიფოსკენ" მხარდამჭერი ფონდისლაიდერი

ლუარა ნიჟარაძე: ჩემი როგორც რიგითი მოქალაქის მოთხოვნები!

ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, ორგანიზაცია “გზა ცივილიზებული სახელმწიფოსკენ” გენერალური დირექტორი ლუარა ნიჟარაძე სოციალურ ქსელში, მისი როგორც მოქალაქის მოთხოვნებს აქვეყნებს.

1.მოხუცებულობის პენსია 600 ლარი და უფასო წამლები პენსიონერებს ,ისე როგორც ეს ხდება ევროპის ქვეყნებში (იქ პენსია უფრო მაღალია სამჯერ და ფასები იგივეა რაც ჩვენთან)

2.სოციალური დახმარება 400-500 ლარი,ორი და მეტი შვილიანისთვის 600 დან ზევით,შვილთა რაოდენობის მიხედვით და უფასო წამლები ბავშვებზე და სოციალურად დაუცველ ავადმყოფებზე .

3.უფასო სამედიცინო მომსახურება ,ანუ უფასო საყოველთაო ჯანდაცვა (ჯანმრთელობის დაცვის უფლება კონსტიტუციით აქვს მოქალაქეებს,ჩვენ კი ავად გახდომის გვეშინია )

4.ბავშვების უფლებების დაცვა.(მათ შორის განსაკუთრებით სოციალურად დაუცველი და ავადმყოფი ბავშვების ,რომლებიც საჭიროებენ საზღვარგარეთ მკურნალობას)

5.მოსწავლე ახალგაზრდობის უფლებების დაცვა.უფასო განათლების უფლება ყველა პროფესიულ და უმაღლეს სასწავლებლებში. სტუდენტებს დაენიშნოთ სტიპენტია.

6. ყველა ტიპის დასაქმების უფლება .თავისუფლად უნდა შეეძლოთ ადამიანებს საკუთარ ქვეყანაში დასაქმდნენ სათანადო ანაზღაურებით,რაც მათ საშუალებას მისცემთ იცხოვრონ უშიშრად და ჰქონდეთ ნორმალური ცხივრების ყველა უფლება .
(ეს ყველაფერი ხომ ჩვენი კონსტიტუციური უფლებებია,რაც ჩამოგვართვეს )

7.ადგილობრივი წარმოების განვითარება და სამუშაო ადგილების შექმნა,რათა მაქსიმალურად იქნას ათვისებული ადგილობრივი რესურსი და დაძლეული იქნას უმუშევრობა და სიღარიბე.

8.მიწის განსაზღვრული ფართობის იჯარით საკუთრებაში გადაცემა სოფლის თითოეული მცხოვრებისათვის.ჩამოერთვათ ყველას მიტაცებული და დასაკუთრებული ან ნაყიდი მიწები.მიწა მოსახლეობისაა და ყველას თანაბრად უნდა გადაეცეს (ანუ ვგულისხმობ მიწის რეფორმას,მიწათსარგებლობის კანონის მოწესრიგებას)

9.სოფლის ინფრასტრუქტურის მოწყობა.გზა, წყალი, კომუნალური სამსახური,სკოლა,ბაღი სამედიცინო პუნქტები……….

………..
დანარჩენი მიამატეთ იმდენი რამეა გასაკეთებელი.ფაქტიურად სახელმწიფოა თავიდან ასაწყობი.
განკულაკება უნდა მოხდეს იმათი ვინც მიითვისა სახელმწიფო ქონება,მიიტაცა მიწები,მოიპარა მილიონები ბიუჯეტიდან.
მოკლეთ —უნდა აღდგეს წესრიგი,დამყარდეს კანონი და სამართალი!

ხალხი აღადგენს ქვეყნის შიგნით კანონს და სამართალს,როცა ხელისუფლება თავს აყენებს კონსტიტუციის ფარგლებს გარეთ! ” – წერს ლუარა ნიჟარაძე.

Facebook Comments
შეაფასეთ
მეტი

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *