ქართული ერთობის დარბაზი

მას ეს სიტყვა შეეფერება – ნათელი

 

რამაზ ლომინაძე სწორედ ასეთი კაცი იყო – ნათელი…

12 აპრილს, დილის 10 საათზე დარეკა და ბოდიში მოიხადა – ინფექცია შემეყარა, ორი დღეა სიცხე 39-ის ფარგლებში მაქვს და ზურაბ ანჯაფარიძის 90 წლისთავზე ვერ შევძლებ მოსვლასო… ჩვენ ორ საათზე, ოპერის ბაღში დიდი ზურაბ ანჯაფარიძის საფლავზე ვიყავით და ბატონი რამაზი კი ამ დროისთვის მარადიულობისკენ წასულა.

რა დიდი სიმაღლის კაცი იყო… დახვეწილი, ღრმა, სიკეთით სავსე. სხანაირად არც ეკადრებოდა აკაკი წერეთლის პირდაპირ ნათესავს, ილია ვეკუას სიძეს, ჟიული შარტავას უმცროს მეგობარს… პროფესორსა და დოქტორს …

ამაყობდა ამ სურათით: პირველად მქონდა ჩემი სამშობლოს სულიერ მამასთან ასეთი შეხვედრაო..

ქვეყანამ საჭირო კაცი, სამომავლოდ მომართული კაცი დაკარგა – ოჯახმა -საყრდენი კაცი… მეგობრებმა – გულწრფელი მეგობარი დავკარგეთ… „ქართული ერთობის დარბაზმა“ – გულანთებული მამულიშვილი…

ვიცით რა მისი და მისი მეუღლის ურთიერთობა – მათთან ყოველი შეხვედრის დროს ვფიქრობდით, რომ გუშინ დაქორწინებულნი ხომ არ არიან, კარგად გვესმის ქალბატონი მარინას მდგომარეობა… ყველაზე მწარე ეს რამაზის უკეთილშობილესი დედისთვისაა.. მათ ურთიერთობას დედაშვილობის დიდი ქართული სიმაღლე და მადლი ჰქონდა.

ერთი, რაც გვაიმედებს: დიდი შვიდეულის პირველ კვირაში, ანუ აღდგომიდან ახალ კვირამდე, ამ ქვეყნიდან წასულნი სამოთხის მკვიდრნი არიან…

ამქვეყნად ნათელი კაცი იყო – ისე იცხოვრა, რომ იმ ქვეყნად ნათელში იქნება!..

მშვიდობით ძმობით და მეგობრობით სავსე კაცო! დიდი მადლობა ყველაფრისთვის, ჩვენო რამაზ!

ქართული ერთობის დარბაზი

საქართველოს ხალხთა ასამბლეა

მეცნიერთა კონგრესი – ეროვნული თანხმობისთვის

ტელევიზია „ქართული ტვ“

 

 

Facebook Comments
შეაფასეთ
მეტი

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *