"გზა ცივილიზებული სახელმწიფოსკენ" მხარდამჭერი ფონდისლაიდერი

წარმატებები ქართულ tv-ს და მის ორ შესანიშნავ ხელმძღვანელს

“ჩვენ დღეს ვრწმუნდებით მართალი ტელევიზიის შექმნის აუცილებლობაში. რატომ „მართალი“ და არა „თავისუფალი“? იმიტომ, რომ : „თავისუფლება სიმართლეშია“ – აცხადებენ მეცნიერები.

სწორედ ასეთი უნდა გახდეს ტელევიზია “ქართული ტვ” რომლის სათავეებთან დიდი მერაბ ბერძენიშვილი და რეზო ჩხეიძე არიან. ჩვენი ღრმა რწმენით ამ მისიას წარმატებით გაუძღვებიან ტელევიზიის ახალი ხელმძღვანელები.

გუბაზ მეგრელიძე – საქართველოს ჟურნალისტთა კავშირის თავმჯდომარის მოადგილე,ხელოვნებათმცოდნეობის მეცნიერებათა დოქტორი, საქართველოს დამსახურებული ჟურნალისტი “გზა ცივილიზებული სახელმწიფოსკენ”მეცნიერთა გუნდის წარდგინებით დაინიშნა ტელეკომპანია “ქართული tv” -ს დირექტორად.

მანანა იმედაძე – ცნობილი კომპოზიტორი, ხელოვნებათმცოდნე,”გზა ცივილიზებული სახელმწიფოსკენ” მეცნიერთა გუნდის წარდგინებით , დაინიშნა ტელეკომპანია “ქართული tv”-ს დირექტორის მოადგილედ სამხატვრო დარგში.

ეს ორი უმშვენიერესი და დიდებული პიროვნება დღეიდან ჩაუდგებიან სათავეში მართალი ტელევიზიის შექმნის პროცესს,რომლის აქციონერებიც გახდება საქართველოს ყველა მოქალაქე,ყველა ოჯახი.
ტელევიზიას რომლის მფლობელიც საქართველოს მოსახლეობა იქნება და მოემსახურება არა პარტიებს და პოლიტიკოსებს, არამედ ქართველ ხალხს,ქართულ საქმეს,ქართულ იდეოლოგიას და იქნება მართალი ტელევიზია ,ჟურნალისტური სიმართლე ხომ პასუხისმგებლობაშია საკუთარი ხალხისა და ერის წინაშე.
სასიხარულოა,  რომ მალე ეთერში მართალი ტელევიზია ამოქმედდება და მოსახლეობას ექნება საშუალება ჰქონდეს საკუთარი ხმა,ხმა ერისა და ხმა ბერისა სიმართლით და სიყვარულით აჟღერებული.

წარმატებები ქართულ tv-ს და მის ორ შესანიშნავ ხელმძღვანელს

დიდი მადლობა ყველას ვინც ამ დიდ მამულიშვილურ საქმეში ერთი თეთრითაც კი საკუთარ წვლილს შეიტანს.

Facebook Comments
5 (100%) 1 vote
მეტი

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *