მედია

თავისუფლება – სიმართლეშია, თავისუფლება – პასუხისმგებლობაშია

ჩვენ ერთად ვქმნით ეროვნულ-სახელმწიფოებრივი სულის ტელევიზიას

მიმართვის პროექტი 

 

ეს არის უდიდესი პასუხისმგებლობა მთელი ქართველი ხალხის,  ჩვენი ნამდვილი მეგობრებისა  და მთელ მსოფლიოში მცხოვრები ჩვენი თანამემამულეების წინაშე

რვა წლის წინ, როცა დიდი მამულიშვილის, მსოფლიოში აღიარებული  მოქანდაკის  მერაბ ბერძენიშვილის მუზეუმ-სახელოსნოში შექმნილ და ასევე დიდი მამულიშვილის, მსოფლიოში აღიარებული კონორეჟისორის, რეზო ჩხეიძის სახლში ცნობილი მოღვაწეების: ანზორ ერქომაიშვილის, გიგა ბათიაშვილის, რომან რურუას, გივი თოიძის, ტარიელ ხარხელაურის, ომარ მხეიძის,  არნოლდ გეგეჭკორის, თემურ გუგუშვილის, მიერ ხელმოწერილ მოქმედების მანიფესტში  -„ ერთი სამშობლო, ერთიანი ერი – გაერთიანებული სახელმწიფო“, მეცნიერთა რეკომენდაციით ჩაიწერა: „განა ის,  რომ საქართველოს საინფორმაციო სივრცე  ქართული აღარ არის, მეტიც, ებრძვის საქართველოს, ის, რომ ცალკეულ პოლიტიკოსთა, პოლიტიკურ პარტიათა პრიმიტიული აზროვნების აგიტპუნქტებად იქცნენ ტელევიზიები – ქართული აზროვნების გასაჭირი არ არის?! – საზოგადოების დიდმა ნაწილმა, მათ შორის  ბევრმა ჩვენგანმა  გადაჭარბებულად მივიჩნიეთ… გაზვიადებულად გვეჩვენა ჩვენთვის საყვარელი ორი ადამიანის, ბატონების, მერაბ ბერძენიშვილისა და რეზო ჩხეიძის გამონათქვამები ქართულ ტელევიზიებთან დაკავშირებით.

როგორც ჩანს, სწორედ ამიტომ იყო, რომ მაშინ, სოროსულ-მასონურ გლობალისტური იდეების მატარებელ პოლიტიკოსთა ბატონობის ეპოქაში (რაც, სამწუხაროდ, გრძელდება)  საზოგადოებაში დიდი მხარდაჭერა ვერ მიიღო ქართული სულის ტელევიზიის შექმნის იდეამ. ვერც იმის გათვალისწინება მოხდა, რომ ეს ტელევიზია საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმიდესისა და უნეტარესი ილია მეორის ლოცვა-კურთხევით შეიქმნა, რომ  ტელევიზიის მხარდაჭერა პირველმა სწორედ მეცნიერებათა აკადემიამ,  მისმა პრეზიდენტმა, აკადემიკოსმა გიორგი კვესიტაძემ და თითქმის ყველა შემოქმედებითმა კავშირმა და მათმა ხელმძღვანელებმა დაადასტურეს.

დრომ დაადასტურა, რომ ისინი მართლები იყვნენ. დრომ დაადასტურა, რომ ქართული საინფორმაციო სივრცის, უპირველესად, ტელევიზიების დონე, მართლაც, ქართული აზროვნების გასაჭირია. დღეს, ყველგან, სამეცნიერო თუ შემოქმედებით წრეებში, ახალგაზრდებში, მოაზროვნე ადამიანებში, ქუჩაში, სოფლად თუ ქალაქად, უამრავი ადამიანი იგივეს ამბობს, რაც იწინასწარმეტყველეს სახელმწიფო კაცებმა და ჩვენ, საზოგადოებამ წლების განმავლობაში ყურად არ ვიღეთ. უფრო სწორად, შეცდომა იყო საზოგადოებისა და ხელისუფლების ნაკლები ინფორმირებულობა და ფულიანთა მიმართ გადაჭარბებული მოიმედეობა. იმის ილუზია, რომ ამ საქმეს პარტიებისა  და პოლიტიკოსების მხარდაჭერა ექნებოდა.

ჩვენ დღეს ვრწმუნდებით მართალი ტელევიზიის შექმნის აუცილებლობაში. რატომ „მართალი“ და არა „თავისუფალი“? მეცნიერები ლაკონურად პასუხობენ: „თავისუფლება სიმართლეშია“.

დღეს, როდესაც ტელევიზიების დიდი ნაწილი პირდაპირ, თუ ირიბად, ღიად თუ შენიღბულად ფულს და ფულიანებს, პოლიტიკოსებს და პოლიტიკურ ძალებს ემსახურებიან, როცა პრაქტიკულად მოკვდა მათი პასუხისმგებლობა ხალხისა და ქვეყნის წინაშე, ჩვენ განმსაზღვრელად მიგვაჩნია დიდი ამერიკელი მოაზროვნის, ფოლკნერის სიტყვები:  „ადამიანი თავისუფალია მისი პასუხისმგებლობის ფარგლებში“. ვეთანხმებით რა, მეცნიერთა გამოთქმას, ასევე გამოკვეთილად ვამბობთ: „თავისუფლება – პასუხისმგებლობაშია“.

ჩვენ  დღეს, რეალურად ვგრძნობთ, რომ მართალი ტელევიზია აწყობს ქართულ საზოგადოებას, მოაზროვნე ადამიანებს, ნიჭიერებს, მეცნიერებისა და კულტურის მოღვაწეებს, სახლმწიფოებრივად მოაზროვნე ბიზნესმენებს. პირდაპირ და მოკლედ ვთქვათ, აწყობთ ეროვნული სულისკვეთებისა და ზოგადკაცობრიული იდეალების ადამიანებს, აწყობს რეალური განახლების მომხრეთ, იმათ, ვინც დღევნდელ კრიზისში  პოზიტიური ცვლილებების შესაძლებლობებს ხედავს და არა პარტიებს, პოლიტიკოსებს და მათ, ვინც სიმდიდრე უსამართლობით დააგროვა. ვაღიაროთ, რომ პირველ ეტაპზე ეს უკანასკნელნი მოგვერიენ. მათ ქვეყნის მსახური კი არა, მათი მორჩილი საინფორმაციო საშუალებები და უპირველესად, ტელევიზიები აწყობთ. ასეთებს მრავლად ქმნიან და უხვად აფინანსებენ. ამიტომ არის პოლარიზებული საინფორმაციო სივრცე და სწორედ მათი დამსახურებაა, რომ ეს პოლარიზება მოედო საზოგადოებასაც, ოჯახებსაც, ქვეყანა პარტიულ სამთავროებად დაყო. საქვეყნო ინტერესებზე მაღლა პირადულის დაყენება გვღუპავდა და გვღუპავს. ამას წერტილი უნდა დაესვას.  ამისთვის გაბედული ნაბიჯებია გადასადგმელი.

ეს გააკეთეს კიდეც მეცნიერებმა კულტურის მოღვაწეებთან ერთად.

ქვეყნის განვითარების კონცეფციის „გზა ცივილიზებული სახელმწიფოსკენ“ შემქმნელთა ინიციატივით, გასული წლის 8 თებერვალს, დავითობას, გელათის მეცნიერებათა აკადემიის ისტორიულ კედლებში მიღებულ პროგრამულ დოკუმენტში „ახალი განზომილება, რა შევცვალოთ, რომ გადავრჩეთ“, „სახელმწიფო კაცების საკრებულოს“ შექმნასთან, „ პიროვნებათა პარალმენტის“ და „პიროვნებათა ხელისუფლების“ ფორმირებასთან,  „ხალხი ქირაობს ხელისუფლებას“ პროგრამასთან ერთად – ქვეყნის გადარჩენის ერთ-ერთ მთავარ მიმართულებად „მართალი ტელევიზიის“ შექმნა დასახელდა.

„მეცნიერთა კონგრესმა“ ხალხის, ეკლესიისა და ხელისუფლების თანამშრომლობის ჰარმონიზაციის, საზოგადოებრივ ყოფაში ფესვგადმული სიძულვილის სიყვარულით დამარცხების და ბიბლიური პრინციპის: „მთავარში ერთობა, სადავოში თავისუფლება,მაგრამ ყველაფერში – სიყვარული“  დამკვიდრებისთვის ნამდვილად სახალხო და ნამდვილად ეროვნულ-სახელმწიფოებრივი აზროვნების ტელევიზიის შექმნა მიიჩნია. კონგრესმა სპეციალური მიმართვა მიიღო, როგორც ჟურნალისტების, ასევე საზოგადოებისა და ხელისუფლების  მიმართ. შექმნა კულტურისა და საზოგადო მოღვაწეთა დიდი გუნდი ამ საქმიანობის წარმართვისა და კოორდინაციის მიზნით.

გამოკვეთილად ითქვა, რომ მართალი ჟურნალისტი, მართალი ტელევიზია – ქვეყნის სიმდიდრეა, სამართლიანობის დამკვიდრების ღერძია, რომ  ასეთი უნდა იყოს ყველა ტელევიზია და ამ განწყობით უნდა ცხოვრობდეს ყველა ჟურნალისტი. ითქვა, რომ რადგან ჩვენ ვდგამთ ასეთ გაბედულ ნაბიჯს და გვაქვს ასეთი ტელევიზიის შექმნის პრეტენზია, თავიდანვე უდა დავამარცხოთ  დღევანდელი ტელევიზიების თანმდევი უბედურება: სიმპათია-ანტიპათია. ტელევიზია უნდა იყოს არა ვინმეს მორჩილი და მსახური, არამედ ქვეყნის რეალური ინტერესების, საქართველოს მოქალაქეების, ჩვენი თანამემამულეების, ქართული ტრადიციების დამცველი და ზოგადკაცობრიული იდეალების მატარებელი ტელევიზია. ამ ტელევიზიაში დაცული უნდა იყოს საზოგადოების ყველა ფენის, საქართველოში მცხოვრები ყველა ერისა და ეროვნების წარმომადგენელთა, მართლმადიდებელი ეკლესიისა და ყველა კონფესიის, უცხოეთში მცხოვრებ ქართველთა და საქართველოს ნამდვილ მეგობართა  ინტერესები. ამ ტელევიზიაში თანაბრად უნდა იყოს წარმოდგენილი საქართველოში რეგისტრირებული ყველა პოლიტიკური პარტია, არასამთავრობო სექტორი, საქართველოს ყველა მხარე,   ქალაქი და რაიონი,  საქართველოს ყველა სამინისტრო და უწყება.

ეს იქნება ბიზნესის, განსაკუთრებით ქართული ბიზნესის მხარდამჭერი ტელევიზია. მეცნიერთა წინადადებაა, რომ ქვეყანაში წარმოებული პროდუქციის რეკლამა სიმბოლურ ფასად მოხდეს (1 ლარი)

ყველაფერი ეს, კონკრეტულად არის მოცემული მეცნიერთა და სპეციალისტთა მიერ შედგენილ კონცეფციაში „მართალი ტელევიზია“, იმ წერილებში, რომლებიც დაგვიტოვეს ამ საკითხთან დაკავშირებით ბატონებმა: მერაბ ბერძენიშვილმა და რეზო ჩხეიძემ:

„ეხლა მოქმედებაა საჭირო,  ეს პროგრამა ორ ეტაპადაა წარმოდგენილი: პირველ ეტაპზე, წლის ბოლომდე, უნდა მოხდეს მატერიალურ-ტექნიკური ბაზის სრული განახლება, აღდგეს მაუწყებლობა MYVIDEO – ზე და სილკნეტისა და მაგთის არხებზე, რამდენიმე თვეში კი, მაუწყებლობამ მთელი საქართველო უნდა მოიცვას. ამავე პერიოდში, მაუწყებლობა უნდა გავრცელდეს მთელ მსოფლიოზე. შეთანხმება უკვე შედგა პარიზში, სატელიტური მაუწყებლობის ფლაგმანის (EUTELSAT)  ხელმძღვანელებთან (სასიამოვნოა, რომ მათ საგრძნობლად შეგვიმცირეს დეპოზიტზე დასადები თანხა- 8000 აშშ დოლარი და ყოველთვიური გადასახადები  – 4400 აშშ დოლარი).

მეორე ეტაპზე, ახალი წლიდან უნდა დაიწყოს ორწლიანი უნიკალური პროცესი რომლის შედეგადაც საქართველოს ყოველი ოჯახი და ჩვენი ქვეყნის გარეთ მცხოვრები თანამემამულეთა ოჯახები გახდებიან ტელევიზიის აქციონერები (პროგრამა შემუშავებულია). საერთაშორისო ექსპერტებსა და იუნესკოს მიაჩნიათ, რომ ასეთი ტელევიზიის არსებობა, რომლის აქციონერი იქნება ყოველი ოჯახი და ვერავინ შეძლებს ვერანაირი თანხით ტელევიზიის აქციების 4 პროცენტზე მეტის ფლობას, რომლის სამეთვალყურეო საბჭოს არჩევა მოხდება განსაკუთრებული პრინციპებით, რომელიც უკვე შემუშავებულია, ანუ რეალურად ხალხის მიერ, რომ ყველა აქციონერს ექნება უფლება, აკონტროლოს ტელევიზიის საქმიანობა და შესაძლებლობა, თავისი მოსაზრება გამოთქვას სწორედ ტელევიზიის მეშვეობით, რომ ტელევიზიაში კატეგორიულად იქნება აკრძალული უცენზურო სიტყვებით მიმართვა, რომ ტელევიზია იქნება ორიენტირებული არა აგრესიასა და დაპირისპირებაზე, არამედ თანამშრომლობის ჰარმონიზაციაზე – ასეთი ტელევიზიის არსებობა იქნება უნიკალური მოვლენა მსოფლიო საინფორმაციო სივრცეში.  მათ მოიწონეს მეცნიერთა მიერ შემუშავებული  მართალი, ანუ მომავლის ტელევიზიის კონცეფცია, რომელზეც  მუშაობა  გრძელდება ქართველ და საერთაშორისო ექსპერტთა მონაწილეობით და გაცხადდება რამდენიმე თვეში, მეცნიერთა და საზოგადო მოღვაწეთა კონგრესზე.

გრანდიოზული პროექტია! მართლაც, მომავლის და, როგორც კათოლიკოს-პატრიარქმა აღნიშნა, „ჰაერივით რომ სჭირდება დღევანდელ საქართველოს“!

ჩვენ გვინდა დავარღვიოთ ის მითი, რომ ამის გასაკეთებლად, ასეთი ტელევიზიის შესაქმნელად ყოველთვიურად 2 მილიონამდე ლარია საჭირო, ანუ ის თანხები, რასაც ტელევიზიათა ცალკეული მეპატრონეები და სახელმწიფო ხარჯავენ დღეს. მეცნიერებმა, მსოფლიოში მოქმედი არაერთი ტელევიზიის გამოცდილების შესწავლის, ამ საქმის მცოდნე სპეციალისტებისა და ექსპერტების მონაწილეობით გაიანგარიშეს, რომ  პირველ ეტაპზე, შედეგის მისაღწევად საჭიროა ყოველთვიურად მინიმუმ 50 000 ლარი, სასურველია 100 000 ლარი,  საუკეთესო იქნება – 150 000ლარი. ანუ წლის განმავლობაში დასჭირდება იმაზე გაცილებით ნაკლები, რასაც   ყოველთვიურად ხარჯავენ  წამყვანი ტელევიზიები დღეს.

სასიამოვნოა, რომ გელათის კონგრესზე უკვე ჩამოყალიბდა გუნდი ოცამდე პროფესორის, დოქტორის, კულტურის სფეროს წარმომადგენლის, ცნობილი სპორტსმენის  შემადგენლობით, რომლებმაც გამოთქვეს მზადყოფნა, მხარი დაუჭირონ მართალი ტელევიზიის შექმნის პროცესს და   წლის განმავლობაში ყოველთვიურად 100-დან 300 ლარამდე გაიღონ ტელევიზიის მხარდაჭერის მიზნით.

მათ მიაჩნიათ, რომ დიდი კაცების მიერ დაწყებულ და მათ მიერ გაგრძელებულ ამ ეროვნულ საქმეს ბევრი მხარდამჭერი გამოუჩნდება, შემოუერთდებიან ის აქციონერები, რომელთა წყალობითაც დღემდე მოვიდა ტელევიზია. მათი პროგნოზითხუთასამდე ასეთ  კაცს  შეუძლია  ამ ეტაპისთვის სასწაულებრივად აუცილებელი საქმის გაკეთება ქვეყნისთვისმართალი ტელევიზიის შექმნა. გვეამაყება და გვაძლიერებს, რომ ასეთი ადამიანები ყოველდღე გვემატებიან და რა ბედნიერებაა, რომ ხუთმა ემიგრანტმა, მიიღო გადაწყვეტილება ყოველთვიურად 100 ევრო ჩაურიცხოს ტელევიზიას. როგორც ჩანს, ემიგრანტებში, ამის მსურველთა რაოდენობა კიდევ უფრო გაიზრდება.

ამ შანსის ხელიდან გაშვება როგორ შეიძლება“, –  ითქვა გელათშიგელათის აკადემიის ისტორიულ კედლებში. ითქვა, რომ ეს არის უდიდესი პასუხისმგებლობა მთელი ქართველი ხალხის, ჩვენი ნამდვილი მეგობრების და მთელ მსოფლიოში მცხოვრები ჩვენი თანამემამულეების წინაშე… ითქვა იმ კონგრესზე, რომელმაც გამოაცხადა ეროვნული დოქტრინისშემუშავების პროცესის დაწყება და კიდევ ერთხელ დაადასტურა „ყოველთა ქართველთა, საქართველოს შვილთა და  საქართველოს მეგობართა მსოფლიო კონგრესის“ მოწვევა, კონგრესის, რომელიც მსოფლიოს 40-ზე მეტი ქვეყნის 85 – ზე მეტ ქალაქში უნდა შედგეს, სწორედ ამ ტელევიზიის საშუალებით გადაიცეს პირდაპირ ეთერში და დასრულდეს ეროვნული ყრილობით, რომელიც აირჩევს „სახელმწიფო კაცების საკრებულოს, მიიღებს და შემდგომში ქვეყნის პარლამენტს წარუდგენს „მომავლის საქართველოს“ პროგრამას. 

მიგვაჩნია, რომ ეს უაღრესად ეროვნული პროცესია, რომელიც გულგრილს არ დატოვებს  ეროვნული განწყობის ყველა იმ ადამიანს, ვისაც ეს ინფორმაცია მიწვდება და ყოველთვიურად ასეთ თანხის გაღების რეალური საშუალება გააჩნია. ჩვენ მიგვაჩნია, რომ საქმის წარმატებულად წარმართვას სჭირდება: პროგრამა, ნება, შემოსული თანხის ზუსტი კონტროლი, შემოქმედებითი საქმიანობის დონე და შეფასების სისტემა და საქმიანობის მაკოორდინირებელი როლი. თითოეულ ამ მიმართულებას უნდა პატრონობდეს საზოგადოების მაღალი ნდობით აღჭურვილი პიროვნება.

პროგრამა გვაქვს. მეცნიერებში ამის ნება არის, რომელიც მთელ საზოგადოებას. ქვეყანაში დღემდე არსებული გამოცდილება ადასტურებს, რომ ასეთ დიდ პროგრამებს საზოგადოებაში სახელს უტეხს ფული ხარჯვის უკონტროლობა. სწორედ ამიტომ, ჩვენი დიდი სურვილია, რომ შემოსული თანხის ხარჯვის კონტროლის სისტემის პატრონობა ვთხოვოთ მსოფლიოში აღიარებულ პიროვნებას, ყველასათვის საყვარელ ქალბატონს, მსოფლიოს მრავალგზის ჩემპიონს ჭადრაკში, ქალბატონ ნონა გაფრინდაშვილს. ეს არის „ქართული ერთობის დარბაზის“ დამფუძნებლებელთა, საზოგადოებისათვის ცნობილ მოღვაწეთა (ანზორ ერქომაიშვილის, გიგა ბათიაშვილის, რომან რურუას, გივი თოიძის, ტარიელ ხარხელაურის, ომარ მხეიძის,  არნოლდ გეგეჭკორის, თემურ გუგუშვილის), რომელთა ხელშია ტელევიზიის აქციების განკარგვის 95 პროცენტი), დიდსულოვანი გადაწყვეტილება და გვიმდა ვიფიქროთ, რომ ქალბატონი ნონა  მიიღებს ამ მისთვის უჩვეულო წინადადებას.

ჩვენი სურვილია, რომ შემოქმედებითი დონის  შეფასების სისტემის შემუშავება ვთხოვოთ საერთაშორისო მასშტაბით ცნობილ ჟურნალისტს,  ბატონ ნუგზარ რუხაძეს. ის მაღალი გემოვნების ჟურნალისტია, ზედმიწევნით იცნობს მსოფლიოს თანამედროვე ჟურნალისტიკას, ათეულობით წლები მუშაობდა უცხოეთში, უმეტესწილად აშშ-ში. ის უაღრესად გაწონასწორებული პიროვნებაა ეროვნული განწყობით და ზოგადკაცობრიული ცოდნით. საბედნიეროდ, ასეთები გვყავს ქვეყანაში და ქვეყნის გარეთ. ბატონი ნუგზარი, მისი დიდი საერთაშორისო ავტორიტეტით შეძლებს მათ მოკრებას, დარწმუნებული ვართ, ყველასთვის, ვინც იმუშავებს ტელევიზიაში, ვინც ტელევიზიას დაუდგება გვერდით,   მთავარი ორიენტირი უნდა იყოს მაღალი სტანდარტების ტელევიზია.

იმის გათვალისწინებით, რომ ტელევიზიის სათავეებთან იდგნენ დიდი მამულიშვილები მერაბ ბერძენიშვილი და რეზო ჩხეიძე, ჩვენი დიდი სურვილია, მთელი საქმიანობის შემკვრელი და ტელევიზიის ირგვლივ ცნობილი მოღვაწეების შემკრები იყოს მერაბ ბერძენიშვილის კულტურის ცენტრი. ჩვენ ვსარგებლობთ მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტის გამონათქვამით, რომ ეს უნდა იყოს კულტურისა და მეცნიერების, ანალიტიკური აზროვნების დამამკვიდრებელი, საგანმანათლებლო და შემეცნებითი ტელევიზია. დიდი პატივისცემით ვეთანხმებით მის გამოთქმას და ვთვლით, რომ ამ როლის შესრულება სწორედ მეცნიერებათა აკადემიას შეუძლია.

ჩვენ, ქვემორე ხელისმომწერთ, წილად გვხვდა ბედნიერება, რომ ვიყოთ ამ საქმის პირველი ეტაპის კოორდინატორები. ყველას ვიწვევით. არ დავიშურებთ ენერგიას, რომ შევეწიოთ ამ დიდ ეროვნულ საქმეს.

ვიცით, ბევრს გაუკვირდება, პანდემიის პირობებში რა დროს ამაზე საუბარიაო, ჩვენ კი ვფიქრობთ, რომ სწორედ ეხლაა ფიქრი საჭირო ასეთ დიდ საქმეზე, რომ პანდემიაც კი ვაქციოთ დიდ შესაძლებლობად მომავლის საქართველოსთვის. აშკარაა, რომ   დღეს არის მეცნიერების ეპოქა და იმარჯვებს ის, ვინც ეყრდნობა მეცნიერებას. ვინც აკეთებს ქვეყნის პოტენციალის სრულ ანალიზს, დღევანდელობის მიუკერძოებელ და არა პარტიულ ანალიზს, ვინც დღევანდელ მდგომარეობაში მყოფ საქართველოში ადგენს ქვეყნის პოტენციალის მოქმედებაში მოყვანის პროგრამას. ეს მხოლოდ მეცნიერებას და მეცნიერებაზე ორიენტირებულ ტელევიზიას შეუძლია. სწორედ ამიტომ ვამბობთ, რომ სახელმწიფო კაცების ინიციატივით შექმნილი ტელევიზია „ქართული ტვ“ არის მომავლის ტელევიზია.

 სწორედ ამ პროცესში მონაწილეობის სურვილით და განწყობით მივმართავთ ყველას: ჩვენ ერთად ვქმნით ტელევიზია ქართულს!

 დიდი მადლობა ყველას, ვინც შემოგვიერთდება ამ ეროვნულ საქმეში.

 

 

ვარიანტი 1

 

თავისუფლებასიმართლეშია, თავისუფლებაპასუხისმგებლობაშია

ჩვენ ერთად ვქმნით ეროვნულ-სახელმწიფოებრივი სულის ტელევიზიას

ეს არის უდიდესი პასუხისმგებლობა მთელი ქართველი ხალხის,  ჩვენი ნამდვილი მეგობრებისადა მთელ მსოფლიოში მცხოვრები ჩვენი თანამემამულეების წინაშე

რვა წლის წინ, დიდი მამულიშვილის, მსოფლიოში აღიარებული  მოქანდაკის  მერაბ ბერძენიშვილის მუზეუმ-სახელოსნოში შექმნილ და ასევე დიდი მამულიშვილის, მსოფლიოში აღიარებული კონორეჟისორის, რეზო ჩხეიძის სახლში ცნობილი მოღვაწეების: ანზორ ერქომაიშვილის, გიგა ბათიაშვილის, რომან რურუას, გივი თოიძის, ტარიელ ხარხელაურის, ომარ მხეიძის არნოლდ გეგეჭკორის, თემურ გუგუშვილისმიერ ხელმოწერილ მოქმედების მანიფესტში  -„ ერთი სამშობლო, ერთიანი ერიგაერთიანებული სახელმწიფო, მეცნიერთა რეკომენდაციით ჩაიწერა: „განა ის,  რომ საქართველოს საინფორმაციო სივრცე  ქართული აღარ არის, მეტიც, ებრძვის საქართველოს, ის, რომ ცალკეულ პოლიტიკოსთა, პოლიტიკურ პარტიათა პრიმიტიული აზროვნების აგიტპუნქტებად იქცნენ ტელევიზიები – ქართული აზროვნების გასაჭირი არ არის?! – საზოგადოების დიდმა ნაწილმა, მათ შორის  ბევრმა ჩვენგანმა, ბოლომდე ვერ გაიცნობიერა ჩვენთვის საყვარელი ორი ადამიანის, ბატონების, მერაბ ბერძენიშვილისა და რეზო ჩხეიძის გამონათქვამები ქართულ ტელევიზიებთან დაკავშირებით.

როგორც ჩანს, სწორედ ამიტომ იყო, რომ მაშინ, სოროსულ-მასონურ გლობალისტური იდეების მატარებელ პოლიტიკოსთა ბატონობის ეპოქაში (რაც, სამწუხაროდ, დღესაც გრძელდება)  საზოგადოებაში დიდი მხარდაჭერა ვერ მიიღო ქართული სულისკვეთების ტელევიზიის შექმნის იდეამ. ვერც ის შევაფასეთ სათანადოდ, რომ ეს ტელევიზია საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმიდესისა და უნეტარესი ილია მეორის ლოცვა-კურთხევით შეიქმნა, რომ ეროვნული ტელევიზიის შექმნას მხარი პირველმა სწორედ მეცნიერებათა აკადემიამ,  მისმა პრეზიდენტმა, აკადემიკოსმა გიორგი კვესიტაძემ და თითქმის ყველა შემოქმედებითმა კავშირმა და მათმა ხელმძღვანელმა დაუჭირა.

დრომ დაადასტურა, რომ ისინი მართლები იყვნენ. დრომ დაადასტურა, ქართული საინფორმაციო სივრცის, უპირველესად, ტელევიზიების დონე, მართლაც, ქართული აზროვნების გასაჭირია. დღეს, ყველგან, სამეცნიერო თუ შემოქმედებით წრეებში, ახალგაზრდებში, მოაზროვნე ადამიანებში, ქუჩაში, სოფლად თუ ქალაქად, უამრავი ადამიანი იმავეს ამბობს, რაც იწინასწარმეტყველეს სახელმწიფო კაცებმა და ჩვენ, საზოგადოებამ წლების განმავლობაში ყურად არ ვიღეთ. უფრო სწორად, შეცდომა იყო საზოგადოებისა და ხელისუფლების ნაკლები ინფორმირებულობა და ფულიანთა მიმართ გადაჭარბებული მოიმედეობა. იმის ილუზია, რომ ამ საქმეს პარტიებისა  და პოლიტიკოსების მხარდაჭერა ექნებოდა.

ჩვენ დღეს ვრწმუნდებით მართალი და თავისუფალი ტელევიზიის შექმნის აუცილებლობაში. იმდენად, რამდენადაც, როგორც მეცნიერები ამბობენ, „თავისუფლება სიმართლეშია“

დღეს, როდესაც ტელევიზიების დიდი ნაწილი პირდაპირ, თუ ირიბად, ღიად თუ შენიღბულად ფულს და ფულიანებს, პოლიტიკოსებს და პოლიტიკურ ძალებს ემსახურებიან, როცა პრაქტიკულად ნულზე დავიდა მათი პასუხისმგებლობა ხალხისა და ქვეყნის წინაშე, ჩვენ განმსაზღვრელად მიგვაჩნია დიდი ამერიკელი მოაზროვნის, ფოლკნერის სიტყვები:  ადამიანი თავისუფალია მისი პასუხისმგებლობის ფარგლებში“. ცნობილ მოაზროვნეთა გამონათქვამი: „არ არსებობს თავისუფლება პასუხისმგებლობის გარეშე და პირიქით.

ჩვენ  დღეს  რეალურად ვგრძნობთ, რომ მართალი ტელევიზია სჭირდება ქართულ საზოგადოებას, მოაზროვნე ადამიანებს, მეცნიერებისა და კულტურის მოღვაწეებს, სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ბიზნესმენებს. სჭირდებათ  ეროვნული სულისკვეთებისა და ზოგადკაცობრიული იდეალების ადამიანებს, რეალური განახლების მომხრეთ, იმათ, ვინც დღევნდელ კრიზისში  პოზიტიური ცვლილებების შესაძლებლობებს ხედავს და არა იმ პარტიებსა, პოლიტიკოსებს და მათ, ვინც სიმდიდრე უსამართლობით დააგროვა. ვაღიაროთ, რომ პირველ ეტაპზე მათ მოიპოვეს უპირატესობა რომელთაც ქვეყნის მსახური კი არა, მათი მორჩილი საინფორმაციო საშუალებები და უპირველესად, ტელევიზიები სჭირებოდათ, რომელთაც ასეთებს მრავლადაც ქმნიან და უხვად აფინანსებენ. ამიტომ არის პოლარიზებული საინფორმაციო სივრცე და სწორედ მათი დამსახურებაა, რომ ეს პოლარიზება მოედო საზოგადოებასაც, ოჯახებსაც, ქვეყანა პარტიულ სამთავროებად დაყო. საქვეყნო ინტერესებზე მაღლა პირადულის დაყენება გვღუპავდა და გვღუპავს. ასეთი რამ უნდა დასრულდეს.  ამისთვის გაბედული ნაბიჯებია გადასადგმელი.

ეს გააკეთეს კიდეც მეცნიერებმა კულტურის მოღვაწეებთან ერთად.

ქვეყნის განვითარების კონცეფციის გზა ცივილიზებული სახელმწიფოსკენ შემქმნელთა ინიციატივით, გასული წლის 8 თებერვალს, დავითობას, გელათის მეცნიერებათა აკადემიის ისტორიულ კედლებში მიღებულ პროგრამულ დოკუმენტში ახალი განზომილება, რა შევცვალოთ, რომ გადავრჩეთ“, სახელმწიფო კაცების საკრებულოს შექმნასთან, „ პიროვნებათა პარალმენტის და პიროვნებათა ხელისუფლების ფორმირებასთან,  ხალხი ქირაობს ხელისუფლებას პროგრამასთან ერთად – ქვეყნის გადარჩენის ერთ-ერთ მთავარ მიმართულებად მართალი ტელევიზიის შექმნა დასახელდა.

მეცნიერთა კონგრესმა ხალხის, ეკლესიისა და ხელისუფლების თანამშრომლობის ჰარმონიზაციის, საზოგადოებრივ ყოფაში ფესვგადმული სიძულვილის სიყვარულით დამარცხების და ბიბლიური პრინციპის: მთავარში ერთობა, სადავოში თავისუფლება,მაგრამ ყველაფერშისიყვარული  დამკვიდრებისთვის ნამდვილად სახალხო და ნამდვილად ეროვნულ-სახელმწიფოებრივი აზროვნების ტელევიზიის შექმნა მიიჩნია. კონგრესმა სპეციალური მიმართვა მიიღო, როგორც ჟურნალისტების, ასევე საზოგადოებისა და ხელისუფლების  მიმართ. შექმნა კულტურისა და საზოგადო მოღვაწეთა დიდი გუნდი ამ საქმიანობის წარმართვისა და კოორდინაციის მიზნით.

გამოკვეთილად ითქვა, რომ მართალი ჟურნალისტი, მართალი ტელევიზია – ქვეყნის სიმდიდრეა, სამართლიანობის დამკვიდრების ღერძია, რომ  ასეთი უნდა იყოს ყველა ტელევიზია და ამ განწყობით უნდა ცხოვრობდეს ყველა ჟურნალისტი. ითქვა, რომ რადგან ჩვენ ვდგამთ ასეთ გაბედულ ნაბიჯს და გვაქვს ასეთი ტელევიზიის შექმნის პრეტენზია, თავიდანვე უდა დავამარცხოთ  დღევანდელი ტელევიზიების თანმდევი უბედურება: ტენდენციურობა და არაობიექტურობა. ტელევიზია უნდა იყოს არა ვინმეს მორჩილი და მსახური, არამედ ქვეყნის რეალური ინტერესების, საქართველოს მოქალაქეების, ჩვენი თანამემამულეების, ქართული ტრადიციების დამცველი და ზოგადკაცობრიული იდეალების მატარებელი. ამ ტელევიზიაში დაცული უნდა იყოს საზოგადოების ყველა ფენის, საქართველოში მცხოვრები ყველა ერისა და ეროვნების წარმომადგენელთა, მართლმადიდებელი ეკლესიისა და ყველა კონფესიის, უცხოეთში მცხოვრებ ქართველთა და საქართველოს ნამდვილ მეგობართა  ინტერესები. ამ ტელევიზიაში თანაბრად უნდა იყოს წარმოდგენილი საქართველოში რეგისტრირებული ყველა პოლიტიკური პარტია, არასამთავრობო სექტორი, საქართველოს ყველა მხარე,   ქალაქი და რაიონი,  საქართველოს ყველა სამინისტრო და უწყება.

ეს იქნება ბიზნესის, განსაკუთრებით ქართული ბიზნესის მხარდამჭერი ტელევიზია. მეცნიერთა წინადადებაა, რომ ქვეყანაში წარმოებული პროდუქციის რეკლამა სიმბოლურ ფასად მოხდეს (1 ლარი)

ყველაფერი ეს, კონკრეტულად არის მოცემული მეცნიერთა და სპეციალისტთა მიერ შედგენილ კონცეფციაში მართალი ტელევიზია, იმ წერილებში, რომლებიც დაგვიტოვეს ამ საკითხთან დაკავშირებით ბატონებმა: მერაბ ბერძენიშვილმა და რეზო ჩხეიძემ:

ეხლა მოქმედებაა საჭირ!,ეს პროგრამა ორ ეტაპადაა წარმოდგენილი:პირველ ეტაპზე,წლის ბოლომდე, უნდა მოხდეს მატერიალურტექნიკური ბაზის სრული განახლება, აღდგეს მაუწყებლობა MYVIDEO – ზე და სილკნეტისა და მაგთის არხებზე, რამდენიმე თვეში კი, მაუწყებლობამ მთელი საქართველო უნდა მოიცვას. ამავე პერიოდში, მაუწყებლობა უნდა გავრცელდეს მთელ მსოფლიოზე. შეთანხმება უკვე შედგა პარიზში, სატელიტური მაუწყებლობის ფლაგმანის (EUTELSAT)  ხელმძღვანელებთან (სასიამოვნოა, რომ მათ საგრძნობლად შეგვიმცირეს დეპოზიტზე დასადები თანხა– 8000 აშშ დოლარი და ყოველთვიური გადასახადები  – 4400 აშშ დოლარი).

მეორე ეტაპზე,ახალი წლიდან უნდა დაიწყოს ორწლიანი უნიკალური პროცესი რომლის შედეგადაც საქართველოს ყოველი ოჯახი და ჩვენი ქვეყნის გარეთ მცხოვრები თანამემამულეთა ოჯახები გახდებიან ტელევიზიის აქციონერები (პროგრამა შემუშავებულია). საერთაშორისო ექსპერტებსა და იუნესკოს მიაჩნიათ, რომ ასეთი ტელევიზიის არსებობა, რომლის აქციონერი იქნება ყოველი ოჯახი და ვერავინ შეძლებს ვერანაირი თანხით ტელევიზიის აქციების 4 პროცენტზე მეტის ფლობას, რომლის სამეთვალყურეო საბჭოს არჩევა მოხდება განსაკუთრებული პრინციპებით, რომელიც უკვე შემუშავებულია, ანუ რეალურად ხალხის მიერ, რომ ყველა აქციონერს ექნება უფლება, აკონტროლოს ტელევიზიის საქმიანობა და შესაძლებლობა, თავისი მოსაზრება გამოთქვას სწორედ ტელევიზიის მეშვეობით, რომ ტელევიზიაში კატეგორიულად იქნება აკრძალული უცენზურო სიტყვებით მიმართვა, რომ ტელევიზია იქნება ორიენტირებული არა აგრესიასა და დაპირისპირებაზე, არამედ თანამშრომლობის ჰარმონიზაციაზეასეთი ტელევიზიის არსებობა იქნება უნიკალური მოვლენა მსოფლიო საინფორმაციო სივრცეში მათ მოიწონეს მეცნიერთა მიერ შემუშავებულიმართალი,ანუმომავლის ტელევიზიისკონცეფცია, რომელზეცმუშაობაგრძელდება ქართველ და საერთაშორისო ექსპერტთა მონაწილეობით და გაცხადდება რამდენიმე თვეში, მეცნიერთა და საზოგადო მოღვაწეთა კონგრესზე.

გრანდიოზული პროექტია! მართლაც, მომავლის და, როგორც კათოლიკოსპატრიარქმა აღნიშნა,ჰაერივით რომ სჭირდება დღევანდელ საქართველოს“!

ჩვენ გვინდა დავარღვიოთ ის მითი, რომ ამის გასაკეთებლად, ასეთი ტელევიზიის შესაქმნელად ყოველთვიურად 2 მილიონამდე ლარია საჭირო, ანუ ის თანხები, რასაც ტელევიზიათა ცალკეული მეპატრონეები და სახელმწიფო ხარჯავენ დღეს. მეცნიერებმა, მსოფლიოში მოქმედი არაერთი ტელევიზიის გამოცდილების შესწავლის, ამ საქმის მცოდნე სპეციალისტებისა და ექსპერტების მონაწილეობით გაიანგარიშეს, რომ  პირველ ეტაპზე, შედეგის მისაღწევად საჭიროა ყოველთვიურად მინიმუმ 50 000 ლარი, სასურველია 100 000 ლარი,  საუკეთესო იქნება – 150 000ლარი. ანუ წლის განმავლობაში დასჭირდება იმაზე გაცილებით ნაკლები, რასაც   ყოველთვიურად ხარჯავენ  წამყვანი ტელევიზიები დღეს.

ასიამოვნოა, რომ გელათის კონგრესზე უკვე ჩამოყალიბდა გუნდი ოცამდე პროფესორის, დოქტორის, კულტურის სფეროს წარმომადგენლის, ცნობილი სპორტსმენის  შემადგენლობით, რომლებმაც გამოთქვეს მზადყოფნა, მხარი დაუჭირონ მართალი ტელევიზიის შექმნის პროცესს და   წლის განმავლობაში ყოველთვიურად 100-დან 300 ლარამდე გაიღონ ტელევიზიის მხარდაჭერის მიზნით.

მათ მიაჩნიათ, რომ დიდი კაცების მიერ დაწყებულ და ამ ეროვნულ საქმეს ბევრი მხარდამჭერი გამოუჩნდება, შემოუერთდებიან ის აქციონერები, რომელთა წყალობითაც დღემდე მოვიდა ტელევიზია. მათი პროგნოზით,  ხუთასამდე ასეთ  კაცს  შეუძლია  ამ ეტაპისთვის სასწაულებრივად აუცილებელი საქმის გაკეთება ქვეყნისთვის – მართალი ტელევიზიის შექმნა. გვეამაყება და გვაძლიერებს, რომ ასეთი ადამიანები ყოველდღე გვემატებიან და რა ბედნიერებაა, რომ ხუთმა ემიგრანტმა, მიიღო გადაწყვეტილება ყოველთვიურად 100 ევრო ჩაურიცხოს ტელევიზიას. როგორც ჩანს, ემიგრანტებში, ამის მსურველთა რაოდენობა კიდევ უფრო გაიზრდება.

მ შანსის ხელიდან გაშვება როგორ შეიძლება”, –  ითქვა გელათში,  გელათის აკადემიის ისტორიულ კედლებში. ითქვა, რომ ეს არის უდიდესი პასუხისმგებლობა მთელი ქართველი ხალხის, ჩვენი ნამდვილი მეგობრების და მთელ მსოფლიოში მცხოვრები ჩვენი თანამემამულეების წინაშე… ითქვა იმ კონგრესზე, რომელმაც გამოაცხადა ეროვნული დოქტრინის“ შემუშავების პროცესის დაწყება და კიდევ ერთხელ დაადასტურა ყოველთა ქართველთა, საქართველოს შვილთა დასაქართველოს მეგობართა მსოფლიო კონგრესის მოწვევა, კონგრესის, რომელიც მსოფლიოს 40-ზე მეტი ქვეყნის 85 – ზე მეტ ქალაქში უნდა შედგეს, სწორედ ამ ტელევიზიის საშუალებით გადაიცეს პირდაპირ ეთერში და დასრულდეს ეროვნული ყრილობით, რომელიც აირჩევს სახელმწიფო კაცების საკრებულოს, მიიღებს და შემდგომში ქვეყნის პარლამენტს წარუდგენს მომავლის საქართველოს პროგრამას.

მიგვაჩნია, რომ ეს უაღრესად ეროვნული პროცესია, რომელიც გულგრილს არ დატოვებს  ეროვნული განწყობის ყველა იმ ადამიანს, ვისაც ეს ინფორმაცია მიწვდება და ყოველთვიურად ასეთი თანხის გაღების რეალური საშუალება გააჩნია. ჩვენ მიგვაჩნია, რომ საქმის წარმატებულად წარმართვას სჭირდება: პროგრამა, შემოსული თანხის ზუსტი კონტროლი, შემოქმედებითი საქმიანობის დონე და შეფასების სისტემა და საქმიანობის მაკოორდინირებელი როლი. თითოეულ ამ მიმართულებას უნდა პატრონობდეს საზოგადოების მაღალი ნდობით აღჭურვილი პიროვნება.

პროგრამა გვაქვს. მეცნიერებში ამის ნება არის,. ქვეყანაში დღემდე არსებული გამოცდილება ადასტურებს, რომ ასეთ დიდ პროგრამებს საზოგადოებაში სახელს უტეხს ფულის ხარჯვის უკონტროლობა. სწორედ ამიტომ, ჩვენი დიდი სურვილია, რომ შემოსული თანხის ხარჯვის კონტროლის სისტემის პატრონობა ვთხოვოთ მსოფლიოში აღიარებულ პიროვნებას, ყველასათვის საყვარელ ქალბატონს, მსოფლიოს მრავალგზის ჩემპიონს ჭადრაკში, ქალბატონ ნონა გაფრინდაშვილს. ეს არის ქართული ერთობის დარბაზის“ დამფუძნებლებელთა, საზოგადოებისათვის ცნობილ მოღვაწეთა ((ანზორ ერქომაიშვილის, გიგა ბათიაშვილის, რომან რურუას, გივი თოიძის, ტარიელ ხარხელაურის, ომარ მხეიძის არნოლდ გეგეჭკორის, თემურ გუგუშვილის).  რომელთა ხელშია ტელევიზიის აქციების განკარგვის 95 პროცენტი), დიდსულოვანი გადაწყვეტილება და გვინდა ვიფიქროთ, რომ ქალბატონი ნონა  მიიღებს ამ მისთვის უჩვეულო წინადადებას.

ჩვენი სურვილია, რომ შემოქმედებითი დონის  შეფასების სისტემის შემუშავება ვთხოვოთ საერთაშორისო მასშტაბით ცნობილ ჟურნალისტს,  ბატონ ნუგზარ რუხაძეს. ის მაღალი გემოვნების ჟურნალისტია, ზედმიწევნით იცნობს მსოფლიოს თანამედროვე ჟურნალისტიკას, ათეულობით წლები მუშაობდა უცხოეთში, უმეტესწილად აშშ-ში. ის უაღრესად გაწონასწორებული პიროვნებაა ეროვნული განწყობით და ზოგადკაცობრიული ცოდნით. საბედნიეროდ, ასეთები გვყავს ქვეყანაში და ქვეყნის გარეთ. ბატონი ნუგზარი, მისი დიდი საერთაშორისო ავტორიტეტით შეძლებს მათ მოკრებას, დარწმუნებული ვართ, ყველასთვის, ვინც იმუშავებს ტელევიზიაში, ვინც ტელევიზიას დაუდგება გვერდით,   მთავარი ორიენტირი უნდა იყოს მაღალი სტანდარტების ტელევიზია.

იმის გათვალისწინებით, რომ ტელევიზიის სათავეებთან იდგნენ დიდი მამულიშვილები მერაბ ბერძენიშვილი და რეზო ჩხეიძე, ჩვენი დიდი სურვილია, მთელი საქმიანობის შემკვრელი და ტელევიზიის ირგვლივ ცნობილი მოღვაწეების შემკრები იყოს მერაბ ბერძენიშვილის კულტურის ცენტრიჩვენ ვსარგებლობთ მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტის გამონათქვამით, რომ ეს უნდა იყოს კულტურისა და მეცნიერების, ანალიტიკური აზროვნების დამამკვიდრებელი, საგანმანათლებლო და შემეცნებითი ტელევიზია. დიდი პატივისცემით ვეთანხმებით მის გამოთქმას და ვთვლით, რომ ამ როლის შესრულება სწორედ მეცნიერებათა აკადემიას შეუძლია.

ჩვენ, ქვემორე ხელისმომწერთ, წილად გვხვდა ბედნიერება, რომ ვიყოთ ამ საქმის პირველი ეტაპის კოორდინატორები. ყველას ვიწვევით. არ დავიშურებთ ენერგიას, რომ შევეწიოთ ამ დიდ ეროვნულ საქმეს.

აშკარაა, რომ   დღეს არის მეცნიერების ეპოქა და იმარჯვებს ის, ვინც ეყრდნობა მეცნიერებას. ვინც აკეთებს ქვეყნის პოტენციალის სრულ ანალიზს, დღევანდელობის მიუკერძოებელ და არა პარტიულ ანალიზს, ვინც დღევანდელ მდგომარეობაში მყოფ საქართველოში ადგენს ქვეყნის პოტენციალის მოქმედებაში მოყვანის პროგრამას. ეს მხოლოდ მეცნიერებას და მეცნიერებაზე ორიენტირებულ ტელევიზიას შეუძლია. სწორედ ამიტომ ვამბობთ, რომ სახელმწიფო კაცების ინიციატივით შექმნილი ტელევიზია „ქართული ტვ არის მომავლის ტელევიზია.

სწორედ ამ პროცესში მონაწილეობის სურვილით და განწყობით მივმართავთ ყველას: ჩვენ ერთად ვქმნით ტელევიზია ქართულს!

დიდი მადლობა ყველას, ვინც შემოგვიერთდება ამ ეროვნულ საქმეში.

 

 

ვარიანტი 2 

 

თავისუფლებასიმართლეშია, თავისუფლებაპასუხისმგებლობაშია

ჩვენ ერთად ვქმნით ეროვნულ-სახელმწიფოებრივი სულის ტელევიზიას

 

ვინაიდან საქართველოს საინფორმაციო სივრცეს შესამჩნევად დააკლდა ეროვნულობა, იქცა მძაფრი პოლიტიკური ბრძოლების არენად და სათანადოდ ვეღარ ემსახურება ქვეყნის სასიცოცხლო ინტერესებს, მიზნად ვისახავთ საზოგადოების ერთობლივი მორალურ-მატერიალური ძალისხმევით შევქმნათ ისეთი ტელევიზია, რომელიც ადამიანის თავისუფლებას უკავშირებს სიმართლესა და პასუხისმგებლობას.  

 ამ პატრიოტული სურვილითა და მზადყოფნით პასუხს ვაგებთ მთელი ქართველი ხალხის, მისი ერთგული მეგობრებისა და მსოფლიოს სხვადასხვა მხარეში მცხოვრები ჩვენი თანამემამულეების წინაშე. მომავალი ტელევიზიის იდეოლოგიურ საყრდენს წარმოადგენს ამაღლებული ეროვნული მისწრაფება – ერთი სამშობლო, ერთიანი ერი და გაერთიანებული სახელმწიფო.

 

არც თუ შორეულ წარსულში, ასეთი ტელევიიზიის შექმნის იდეამ ვერ ჰპოვა საყოველთაო მხარდაჭერა. ვერც იმის გათვალისწინება მოხდა, რომ ახალი ტელევიზიის შექმნის იდეა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის ლოცვა-კურთხევით ჩაისახა, მას მხარი დაუჭირა საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულმა აკადემიამ  და თითქმის ყველა შემოქმედებითმა კავშირმა. ფუჭი გამოდგა ილუზია, რომ ამ საქმეს პოლიტიკური პარტიებისა და ცალკეული პოლიტიკოსების მხარდაჭერა ექნებოდა.

 

დრომ დაადასტურა, რომ მასშტაბური შეცდომა იყო საზოგადოების არასრულფასოვანი და გამრუდებული ინფორმირება მიმდინარე მოვლენების შესახებ. ამაო აღმოჩნდა მათი მოიმედეობა, ვისაც შეეძლო მძლავრი და სიმართლით გაჯერებული საინფორმაციო სივრცის შექმნა საქართველოში და ამის უზრუნვეყოფა ვერ მოახერხა.

 

დღეს უკვე ვრწმუნდებით მართალი ტელევიზიის შექმნის აუცილებლობაში. დიახ, მართალი და არა მხოლოდ თავისუფალი!  დღეს, როდესაც ტელევიზიების დიდი ნაწილი პირდაპირ, თუ ირიბად, ღიად თუ შენიღბულად მხოლოდ თავიანთ მფლობელებსა და მათ მონათესავე პოლიტიკურ ძალებს ემსახურებიან. როცა პრაქტიკულად გაქრა მათი პასუხისმგებლობა ხალხისა და ქვეყნის წინაშე, ჩვენ მსაზღვრელად მივიჩნევთ დიდი ამერიკელი მოაზროვნის, ფოლკნერის სიტყვები: „ადამიანი თავისუფალია მისი პასუხისმგებლობის ფარგლებში“.  მართალი ტელევიზია დღეს ჰაერივით სჭირდება ჭეშმარიტებას და გონიერებას მოკლებულ მთელ ქართულ საზოგადოებას, რომლისთვისაც ეროვნული სულისკვეთების რეალური განცდა სანატრელი გახდა და ზოგადსაკაცობრიო იდეალები – მიუღწეველი.

 

ახალი და მართალი ტელევიზია ნამდვილი განახლების მომხრეებს სჭირდებათ და მათაც, ვინც კრიზისში  პოზიტიური ცვლილებების შესაძლებლობებს ხედავს. სამწუხაროდ, ჯერჯერობით ვიწრო პარტიული განწყობები და მენტალობა გვჯაბნის, რომელთა არსებობის გამართლება მათ მსახურ ტელევიზიებს სჭირდებათ. პოლარიზებული საინფორმაციო სივრცე კი მომაკვდინებელია ამ ქვეყნის მომავლისთვის, რადგან პოლარიზების შეგრძნება მთელს ერს მოედო როგორც სენი. საქართველო პარტიულ „სამთავროებად“ დაიყო, რაც ჩვენს უახლეს წარსულს გვაგონებს. ამას წერტილი უნდა დაესვას და ამის გასაკეთებლად ახალი და მართალი ტელევიზიის შექმნა ყველაზე გაბედულ ნაბიჯად მიგვჩნია. გვჯერა, რომ საზოგადოებრივ ყოფაში ფესვგადმული სიძულვილის სიყვარულით დამარცხება შესაძლებელია. ამ კეთლი საქმის წარმართვისა და კოორდინაციის მიზნით, გვინდა, შეიკრას კულტურისა და საზოგადო მოღვაწეთა დიდი გუნდი, რომელიც გასაქანს მისცემს მართალ ჟურნალისტიკას.  ვდგამთ რა ასეთ გაბედულ ნაბიჯს, გვსურს აღმოვფხრათ დღევანდელი ტელევიზიების მთავარი მანკიერება – სიმპათია-ანტიპათია.

 

ჩვენ გვინდა არა ვინმეს მორჩილი, არამედ ქვეყნის და ხალხის ინტერესების და ქართული ტრადიციების დამცველი  ტელევიზია,  საზოგადოების ყველა ფენის, საქართველოში მცხოვრები ყველა ერისა და ეროვნების წარმომადგენლის, მართლმადიდებელი ეკლესიისა და ყველა კონფესიის, უცხოეთში მცხოვრებ ქართველთა და საქართველოს ნამდვილ მეგობართა ტელევიზია,  რომელშიც თანაბრად უნდა იყოს წარმოდგენილი ქვეყანაში რეგისტრირებული ყველა პოლიტიკური პარტია, არასამთავრობო სექტორი, საქართველოს ყველა მხარე,   ქალაქი და რაიონი,  საქართველოში მოქმედი ყველა სახელმწიფო უწყება. ეს იქნება ქართული ბიზნესის მხარდამჭერი ტელევიზია.

 

ჩვენი სამოქმედო გეგმა პროგრამა ორ ეტაპად იყოფა: პირველ ეტაპზე, წლის ბოლომდე, უნდა მოხდეს მატერიალურ-ტექნიკური ბაზის სრული განახლება, აღდგეს მაუწყებლობა MYVIDEO – ზე და სილქნეტისა და მაგთის არხებზე. რამდენიმე თვეში კი, მაუწყებლობამ მთელი საქართველო უნდა მოიცვას. ამავე პერიოდში, მაუწყებლობა უნდა გავრცელდეს მთელ მსოფლიოზე. შეთანხმება უკვე შედგა პარიზში, სატელიტური მაუწყებლობის ფლაგმანის (EUTELSAT)  ხელმძღვანელებთან. მათ შეგვიმცირეს დეპოზიტზე დასადები თანხა – 8000 აშშ დოლარი და ყოველთვიური გადასახადები  – 4400 აშშ დოლარი. მეორე ეტაპზე, ახალი წლიდან, უნდა დაიწყოს ორწლიანი უნიკალური პროცესი რომლის შედეგადაც საქართველოს ყოველი ოჯახი და ჩვენი ქვეყნის გარეთ მცხოვრები თანამემამულეთა ოჯახები გახდებიან ტელევიზიის აქციონერები. შესაბამისი პროგრამა შემუშავებულია. საერთაშორისო ექსპერტებსა და იუნესკოს მიზანშეწონილად მიაჩნიათ ასეთი ტელევიზიის არსებობა, რომლის აქციონერი იქნება ყოველი ოჯახი და ვერავინ შეძლებს ტელევიზიის აქციების 4 პროცენტზე მეტის ფლობას. სამეთვალყურეო საბჭო აირჩევა განსაკუთრებული პრინციპებზე დაყრდნობით, რომელიც უკვე შემუშავებულია, ანუ რეალურად ხალხის მიერ. ყველა აქციონერს ექნება უფლება, აკონტროლოს ტელევიზიის საქმიანობა და შესაძლებლობა, თავისი მოსაზრება გამოთქვას სწორედ ტელევიზიის მეშვეობით. ტელევიზიაში კატეგორიულად აიკრძალება უცენზურო ლექსიკა და ორიენტირებული იქნება არა აგრესიასა და დაპირისპირებაზე, არამედ თანამშრომლობის ჰარმონიულობაზე.

 

ასეთი ტელევიზიის არსებობა იქნება უნიკალური მოვლენა მსოფლიო საინფორმაციო სივრცეში.  მოწონებულია მეცნიერთა მიერ შემუშავებული  მართალი, ანუ მომავლის ტელევიზიის კონცეფცია, რომელზეც  მუშაობა  გრძელდება ქართველ და საერთაშორისო ექსპერტთა მონაწილეობით. ყოველივე ეს გამოცხადდება რამდენიმე თვეში მეცნიერთა და საზოგადო მოღვაწეთა კონგრესზე. გვსურს დავარღვიოთ მითი, რომ ასეთი ტელევიზიის შესაქმნელად ყოველთვიურად 2 მილიონამდე ლარია საჭირო, ანუ ის თანხები, რასაც ტელევიზიათა ცალკეული მეპატრონეები და სახელმწიფო ხარჯავენ დღეს. მეცნიერებმა, მსოფლიოში მოქმედი არაერთი ტელევიზიის გამოცდილების შესწავლის, ამ საქმის მცოდნე სპეციალისტებისა და ექსპერტების მონაწილეობით გაიანგარიშეს, რომ  პირველ ეტაპზე, შედეგის მისაღწევად საჭიროა ყოველთვიურად 50 000 ლარი, სასურველია 100 000 ლარი,  საუკეთესო იქნება 150 000ლარი, ანუ წლის განმავლობაში დასჭირდება იმაზე გაცილებით ნაკლები, რასაც   ყოველთვიურად ხარჯავენ ქვეყნის წამყვანი ტელევიზიები დღეს.

 

უკვე არსებობს ცნობილ ადამიანთა გუნდი, რომელიც მზადაა მართალი ტელევიზიის მხარდასაჭერად, კონკრეტულად, წლის განმავლობაში ყოველთვიურად 100-დან 300 ლარამდე გაღებით. ასეთი ადამიანების რიცხვი მატულობს. მაგალითად, ხუთმა ემიგრანტმა მიიღო გადაწყვეტილება ყოველთვიურად 100 ევრო ჩაურიცხოს ტელევიზიას.  მსურველთა რაოდენობა კიდევ უფრო გაიზრდება.

ეს პროცესი გულგრილს არ დატოვებსეროვნული განწყობის ყველა იმ ადამიანს, ვისაც ეს ინფორმაცია მიწვდება და ყოველთვიურად ასეთ თანხის გაღების რეალური საშუალება ექნება. მიგვაჩნია, რომ საქმის წარმატებულად წარმართვას სჭირდება: პროგრამა, ნება, შემოსული თანხის ზუსტი კონტროლი, შემოქმედებითი საქმიანობის შეფასების სისტემა და საქმიანობის კოორდინაცია.   

 თითოეულ ამ მიმართულებას უნდა მეურვეობდეს საზოგადოების მაღალი ნდობით აღჭურვილი პიროვნება. პროგრამა გვაქვს და მეცნიერებშიც ამის ნება არსებობს.   ქვეყანაში დღემდე არსებული გამოცდილება ადასტურებს, რომ ასეთ დიდ პროგრამებს საზოგადოებაში სახელს უტეხს ფულის ხარჯვის უკონტროლობა. სწორედ ამიტომ, ჩვენი დიდი სურვილია, რომ შემოსული თანხის ხარჯვის კონტროლის სისტემის მართვა ვთხოვოთ მსოფლიოში აღიარებულ პიროვნებას, ყველასათვის საყვარელ ქალბატონს, მსოფლიოს მრავალგზის ჩემპიონს ჭადრაკში, ქალბატონ ნონა გაფრინდაშვილს. ეს არის „ქართული ერთობის დარბაზის“ დამფუძნებლებელთა, საზოგადოებისათვის ცნობილ მოღვაწეთა გადაწყვეტილება. გვინდა ვიფიქროთ, რომ ქალბატონი ნონა  მიიღებს ამ მისთვის უჩვეულო წინადადებას.

ჩვენი სურვილია, რომ შემოქმედებითი დონის  შეფასების სისტემის შემუშავება ვთხოვოთ საერთაშოროსო პრაქტიკის მქონე ცნობილ ქართველ ჟურნალისტს, ბატონ ნუგზარ რუხაძეს, გვაქვს რა მისი ცოდნის, გამოცდილების, შემოქმდებითი ალღოს, ზომიერებისა და ჭეშმარიტად ეროვნული განწყობის იმედი. ასეთი შვილები ჰყავს საქართველოს, რომელთა ერთ გუნდად შეკვრას მოახერხებს ბატონი ნუგზარი. მთავარი კი მაინც ისაა, რომ  ყველასთვის, ვინც ჩვენს ახალ ტელევიზიას ამოუდგება მხარში, მთავარი ორიენტირი მაღალი სატელევიზიო სტანდარტი იქნება.  

იმის გათვალისწინებით, რომ ტელევიზიის სათავეებთან იდგნენ დიდი მამულიშვილები მერაბ ბერძენიშვილი და რეზო ჩხეიძე, ჩვენი დიდი სურვილია, მთელი საქმიანობის შემკვრელი და ტელევიზიის ირგვლივ ცნობილი მოღვაწეების შემკრები იყოს მერაბ ბერძენიშვილის კულტურის ცენტრი. აქვე მოვიშველიებთ მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტის ნათქვამსაც, რომ ეს უნდა იყოს კულტურისა და მეცნიერების, ანალიტიკური აზროვნებისა და ჯანსაღი პოლიტიკური კამათის დამამკვიდრებელი, შემეცნებითი ტელევიზია.  

ჩვენ, ქვემორე ხელისმომწერთ, წილად გვხვდა ბედნიერება, რომ ვიყოთ ამ საქმის პირველი ეტაპის კოორდინატორები. ვიწვევთ ყველას, ვინც არ დაიშურებს  ენერგიას, შეეწიოს ამ დიდ ეროვნულ საქმეს.

ბევრს გაუკვირდება, პანდემიის პირობებში რა დროს ამაზე საუბარიაო, თუმცა ვფიქრობთ, რომ სწორედ ახლაა ფიქრი საჭირო ასეთ დიდ საქმეზე, რომ პანდემიაც კი ვაქციოთ დიდ შესაძლებლობად მომავალი საქართველოსთვის. აშკარაა, რომ   დღეს არის მეცნიერების ეპოქა და იმარჯვებს ის, ვინც გადაწყვეტილებათა მიღებისას  მეცნიერულ ცოდნას ეყრდნობა, ვინც აკეთებს ქვეყნის პოტენციალის სრულ გაანგარიშებას, დღევანდელობის მიუკერძოებელ და არა პარტიულ ანალიზს. ეს კი, მხოლოდ მომავლის ტელევიზია ძალუძს.

დიდი მადლობა ყველას, ვინც შემოგვიერთდება ამ დიდ ეროვნულ საქმეში.

 

 

 

Facebook Comments
5 (100%) 1 vote
მეტი

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *