"გზა ცივილიზებული სახელმწიფოსკენ" მხარდამჭერი ფონდისლაიდერი

მერაბ ბერძენიშვილი: თავისუფლება სიმართლეშია!

დიდი მამულიშვილის, გენიალური მოქანდაკის, მერაბ ბერძენიშვილის ტკივილიანი სიტყვები :

“ეს ტელევიზიები დაღუპავენ საქართველოს,ემსახურებიან ფულს და ფულიანებს, ანუ ყველას და ყველაფერს, გარდა ქართულის, სამშობლოსი. მე არ ვიცი სახელისუფლებო ტელევიზია, არ ვიცი ოპოზიციური ტელევიზია, ერთიც და მეორეც, სამშობლოს მართმევს… მე ვიცი მართალი ტელევიზია… თავისუფლება სიმართლეშია, სიმართლისკენ სვლაშია…:
თუ გვინდა ქვეყნის გადარჩენა,შევქმნათ ასეთი, რომელიც იქნება არა ერთი კაცის, არა ერთი სექტის,თუ პარტიის,როგორც ეს დღეს არის,არამედ იქნება მთელი ქვეყნის,დაიცავს მის ინტერესებსა და ტრადიციებს,ამავე დროს მოემსახურება ზოგადსაკაცობრიო იდეებს…

მხოლოდ ასეთი ტელევიზია იქნება თავისუფალი, ნიჭის, აზროვნების და ყოველი მოაზროვნის, ამ ქვეყნის ყოველი შვილის მსახური

არ შევქმნით ასეთს? ვინანებთ! ჩვენ თვითონ გავხდებით ისეთი აგრესიული,როგორებიც ისინი არიან…ეს კი უკვე საქართველო აღარ იქნება!”

Facebook Comments
შეაფასეთ
მეტი

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *