"გზა ცივილიზებული სახელმწიფოსკენ" მხარდამჭერი ფონდიმეცნიერთა კონგრესისლაიდერი

გელათის კონგრესის პოზიცია: პოლიტიკურ პარტიებში ზნეობის დეფიციტია, ზნეობრივ ადამიანებში – პარტიების მიუღებდლობა.

დავიცვათ მომავლის საქართველო ძალაუფლებისა და ფულის მოყვარული ხელისუფლებისაგან

 

  მეცნიერთა კონგრესეროვნული თანხმობისთვის მიგვაჩნია, რომ დღეს საქართველოს სჭირდება ისეთი ხელისუფლება და ოპოზიცია, ისეთი მედია და არასამთავრობო სექტორი, რომელიც ჭკუას კი არ ასწავლის ხალხს, არამედ ემსახურება მას – ხალხს, ქვეყნის ჭეშმარიტ პატრონს!

საქართველო სავსეა ასეთი ადამიანებით, საქართველოს უდიდესი პოტენციალის ადამიანები ჰყავს როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ და ეს დაადასტურა “ყოველთა ქართველთა, საქართველოს შვილთა, საქართველოს მეგობართა მსოფლიო კონგრესის მზადების განვლილმა ეტაპმა. ამას ადასტურებს მეცნიერთა საინიციატივო ჯგუფის შეხვედრები საქართველოს რეგიონებში – ქალაქებსა და რაიონებში.

აპრილის ბოლოს, არაუგვიანეს 10 მაისისა, გამოვაქვეყნებთ მოსახლეობასთან, საზოგადო მოღვაწეებთან, მეცნიერებთან დათათბირებით შერჩეული იმ ადამიანთა სიებს, რომელთა მიმართაც საზოგადოებაში ძირითადში კარგი განწყობაა.

აპრილიდან, „ქართული ტვ -ს მხარდაჭერით გვექნება სპეციალური გადაცემა „ამ ქვეყნის ბატონპატრონი ხალხია და არა ხელისუფლება“.

ჩვენ ერთგული ვართ ,ცნობილი მოღვაწეების მიერ შექმნილი და ათასობით ადამიანის მიერ მხარდაჭერილი პროგრამული დოკუმენტის, “მოქმედების მანიფესტი – ერთი სამშობლო, ერთიანი ერი,გაერთიანებული სახელმწიფო” მეცნიერთა მიერ შემუშავებული პროგრამული კრებულების -“გზა ცივილიზებული სახელმწიფოსკენ”, “ახალი  განზომილება -რა შევცვალოთ,რომ გადავრჩეთ”. ყველას გასაგონად ვამბობთ, რომ ჩვენ არ ვართ სიმართლის საბოლოო ინსტანცია, მაგრამ თანამშრომლობა საჭიროა, დისკუსია აუცილებელია, რომ ქვეყანას ჰაერივით სჭირდება:

  • სახელმწიფო კაცების საკრებულო
    პიროვნებათა პარლამენტი
    მართალი ტელევიზია
    მეცნიერთა მიერ გაანალიზებულიქვეყნის პოტენციალი, ქვეყანაში არსებული რეალური მდგომარეობა და ამ მდგომარეობაში მყოფ ქვეყანაში,რეალური პოტენციალის მოქმედებაში მოყვანის პროგრამა .

 

ჩვენ კარგად გვაქვს  გაცნობიერებული,რომ ქვეყნის მომავალი პირდაპირ არის
დაკავშირებული -ხალხის, ეკლესიისა და ხელისუფლების თანამშრომლობის ჰარმონიზაციასთან.

ჩვენ კარგად გვაქვს გაცნობიერებული წარმატების ფორმულა: ქვეყანას მართავს ხალხის მიერ დემოკრატიულად  (ხაზს ვუსვამთ -დემოკრატიულად)
არჩეული ხელისუფლება , ხელისუფლებას მართავს საზოგადოება, საზოგადოებას მართავს ინტელექტი და ზნეობა

ჩვენი მოქმედებაც და აზროვნებაც ეყრდნობა ბიბლიური პრინციპს: მთავარშიერთობა,სადაოშითავისუფლება, მაგრამ ყველაფერშისიყვარული.

 ჩვენ საზოგადოებას შევპირდით, რომ გამოვაქვეყნებდით საინტერესო ადამიანთა სიებს, რომლებზედაც ჩვენ დიდი ხანია ვმუშაობთ და ვაყალიბებთ „მორალურ გუნდს“ .

 აპრილის ბოლოს, არაუგვიანეს 10 მაისისა, გამოვაქვეყნებთ მოსახლეობასთან, საზოგადო მოღვაწეებთან , მეცნიერებთან დათათბირებით იმ ადამიანების სიებს, რომელთა მიმართაც საზოგადოებაში ძირითადად კარგი განწყობაა.

როგორ შევარჩიოთ ის ხალხი, რომელთა მიმართაც საზოგადოებაში კეთილი განწყობაა და ამავე დროს შეუძლიათ ქვეყანაში არსებული უსერიოზულესი კრიზისის დაძლევა. ეს შეკითხვა უჩნდება ყველას ეს შეკითხვა არის ჩვენშიც. ჩვენმა გამოცდილებამ დაადასტურა, რომ ეს არცთუ ისე ძნელია, თუ ამას ვაკეთებთ არა პირადი მოსაზრებით, არამედ საზოგადოების მონაწილეობით. რა თქმა უნდა, ძნელი და შეუძლებელიცაა ჩვენ შევადგინოთ ისეთი სია, რომლის ყველა წევრი მისაღები იქნება საზოგადოებისათვის, მაგრამ ჩვენი ამოცანა ის მაინც უნდა იყოს, რომ მისი ოჯახის წევრებს, მეგობრებს,ნათესავებს, მეზობლებსა და ნათესავებს, მეგობრებსა და ახლობლებს, თანაკურსელებს, მასწავლებლებს, თანამშრომლებს არ გაუკვირდეთ ამა თუ იმ პიროვნების ჩვენს სიაში მოხვედრა.

მეცნიერებს, საზოგადო მოღვაწეებს ყველაზე მეტად ხელეწიფებათ ასეთი პროცესის წარმართვა, რადგან მათ მიმართ საზოგადოების ნდობის ხარისხი მეტია. მთავარია, გავიდეთ ხალხში და ისე ვესაუბროთ, რომ ისინი ამ პროცესის თანამონაწილეებად ვაქციოთ. რათქმა უნდა ჩვენ ვერ შევძლებთ ყველასთან მისვლას. ამისთვის ჩვენ არც სატელევიზიო დროს დაგვითმობენ, მით უფრო, რომ ის, რასაც ჩვენ უკვე დიდი ხანია ვაკეთებთ და დარჩენილ ორ თვეში უნდა გავაძლიეროთ, არ აწყობთ პარტიებს, პოლიტიკოსებს. სამწუხაროა, რომ მათ არ სურთ, პოლიტიკურ ავანსცენაზე გამოჩნდნენ ის ადამიანები, ვინც მიიჩნევს, რომ აუცილებელია მეცნიერული, სისტემური მიდგომა საქვეყნო პრობლემებისადმი. მათ შორის რეფორმებისა და გარდაქმნების მიმართ. აშკარაა, რომ ხელისუფლებისათვის ბრძოლის ქუჩის პოლიტიკამ, დაანაგვიანა პოლიტიკური პარტიებიც და ხელისუფლებაც. რომ პოლიტიკურ პარტიებს მიღმა, საქართველოს დღევანდელი რთული მდგომარეობისათვის სწორად მოაზროვნე გაცილებით მეტი პოლტიკოსია, ვიდრე არენაზე მყოფ პოლიტიკურ პარტიებში.

ვთქვათ პირდაპირ: პოლიტიკურ პარტიებში ზნეობის დეფიციტია. ზნეობრივ ადამიანებში – პარტიების მიუღებლობა. ხელისუფლებაში კი ვინ მოდის? პარტიები და მათი წევრები. გამოდის, რომ ქვეყანა დღევანდელი კანონმდებლობის მიხედვით განწირულია.

ამერიკა ძლიერია იმიტომ, რომ მისი კონსტიტუციის ფუძემდებლებმა თავიდანვე მიზნად დაისახეს ისეთი კონსტიტუციის შექმნა, რომელიც გამორიცხავდა, არ დაუშვებდა ხელისუფლების სათავეში ძალაუფლებისა და ფულის მოყვარული ადამიანების მოსვლას. ჩვენთან პირიქითაა, 30 წელია, მოვიპოვეთ დამოუკიდებლობა და 30 წელია, ყველა პარლამენტი წინაზე უარესია. 30 წელია ხელისუფლების სათავეში სწორედ  ძალაუფლებისა და ფულის მოყვარულნი მოდიან, რომლებიც არაფერზე იხევენ უკან, რათა დათმონ ძალაუფლება, რომელიც მათთვის გამდიდრების საფუძველი გახდა.

ვის შეუძლია ამის გარღვევა? მხოლოდ მას, ვისაც უნდა ჰქონდეს ქვეყანაში რეალური ძალაუფლება, ანუ ხალხს. ხალხი ხელისუფლების სახით უნდა ირჩევდეს მსახურს და არა უფროსს. ჩვენთან პირიქითაა. ხალხის მოტყუებით ახერხებენ სათავეში მოსვლას და მეორე დღიდანვე ხალხს ეუფროსებიან. იწყებენ გამდიდრებას და ივიწყებენ ხალხს. არ შეიძლება, რომ ხალხი, ანუ ის, ვინც ქირაობს ხელისუფლებას, მასზე უარესად ცხოვრობდეს. დიდი ანალიზი არ არის საჭირო, რომ ეს ასეა. როცა გორდეასის კვანძი არ იხსნება, ის უნდა გაიჩეხოს! გაჩეხვა უნდა  მოხდეს გონებით.

მივმართავთ მეცნიერებს, მივმართავთ მორალურ ადამიანებს, ყველას, ვისთვისაც ქვეყანაა მთავარი და არა ძალაუფლებისთვის ბრძოლა: დავიცვათ საქართველო ძალაუფლებისა და ფულის მოყვარულთაგან. ჩვენ ეს შეგვიძლია. ჩვენს ირგვლივ უამრავი ადამიანია, ვინც იმსახურებს ხალხის ყურადღებას. ვინც არც პარტიებისკენ გარბის, არც ქუჩაში ყვირის, მაგრამ დიდი გონებრივი და ინტელექტუალური პოტენციალი აქვთ რათა ქვეყანა შეცვალონ უკეთესობისაკენ.

ჩვენმა მეგობრებმა და კოლეგებმა უამრავი ადამიანი შემოგვთავაზეს. ეს პროცესი უნდა გავაგრძელოთ სიების გამოქვეყნებამდეც და მის შემდეგაც.

კიდევ ერთხელ: რა კრიტერიუმებით ვარჩევთ და რა მექანიზმებით.

ჩვენი პრინციპული პოზიციაა, რომ ხელისუფლება არის არა ასაკი, არამედ წესიერება, გამოცდილება, პროფესიონალიზმი, აზროვნება. ასეთი ადამიანები არიან ყველა თაობაში. ჩვენ არავის ვებრძვით და ვუპირისპირდებით. პირიქით, ვამბობთ, რომ ზნეობრივი და მორალური ხელისუფლება ქვეყანასაც დაალაგებს და არავის დაკარგავს, განსხვავებით დღევანდელი პოლიტიკოსებისგან, რომელთაც მეცნიერებთან ურთიერთობაც უჭირთ, ძლიერი სძულთ და წარმატებით სწორედ ძლიერს ებრძვიან.

ჩვენ ვიზიარებთ იმას, რაც მეცნიერებმა თავიანთ ანალიტიკურ მასალაში ჩაწერეს: ყველგან იყვნენ სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ადამიანები – ზვიად გამსახურდიას გარემოცვაშიც, ედუარდ შევარდნაძის პერიოდის პარლამენტებსა და მთავრობებშიც, ასლან აბაშიძესთანაც, მიხეილ სააკაშვილთანაც, ბიძინა ივანიშვილთანაც, მის შემდგომ და დღევანდელ  მთავრობებშიც. ჩვენი ამოცანაა, საზოგადოებასთან ურთიერთობაში შევძლოთ ასეთი  ადამიანების მოძიება და პოლიტიკურ ასპარეზზე მათი გამოყვანა.

კანდიდატურების შერჩევის დროს, ფრთხილად უნდა მივუდგეთ მათ, ვინც ზვიად გამსახურდიას გვერდით დგომით მოიპოვეს სახელისუფლებო სკამები და მდგომარეობა, მერე მის წინააღმდეგ ბრძოლით შეინარჩუნეს, შევარდნაძის ქება-დიდებით დარჩნენ მის ხელისუფლებაში, მისი ღალატით დამკვიდრდნენ სააკაშვილთან, სააკაშვილის ღალატით – ივანიშვილთან და დღესაც გვეუფროსებიან. როგორც ანალიზი ადასტურებს, დღევანდელ ხელისუფლებაში ასეთი – 20%-ზე მეტია.

ჩვენ სიფრთხილით უნდა მოვეკიდოთ პარტიიდან პარტიაში მორბენალთ. უნდა ვერიდოთ ტაშისმკვრელებს და მაქებრებს. ჩვენ პრაქტიკულად უნდა გავერიდოთ იმ პოლიტიკოსებს, პოლიტიკურ პარტიებს და პიროვნებებს, რომლებმაც ფინანსები მიიღეს რუსეთიდან თუ დასავლეთიდან სოროსიდან, ბიძინა ივანიშვილიდან, მიხეილ სააკაშვილიდან. საერთოდ, ადვილად რომ ხვდებიან ფულიანთა პოლიტიკურ გარემოცვაში. ჩვენ სიკეთეს არ მოგვიტანს სოროსის სკოლაგამოვლილნი და სოროსული განწყობის არასამთავრობოების სკოლაგამოვლილნი.

კრიტერიუმები კიდევ ბევრია. ჩვენ უნდა ვიყოთ მორალური გუნდის შექმნის  მსურველნი. ყველაფერი გავაკეთოთ ამისთვის და როცა აპრილის ბოლოს, არაუგვიანეს 10  მაისისა გამოვაქვეყნებთ ამ სიას, თან უნდა გვქონდეს მოსახლეობისათვის გასაგებ ენაზე ჩამოყალიბებული განმარტება, თუ რას ნიშნავს „მორალური გუნდი“ .

ჩვენ ვაგრძელებთ დიდ პროცესს. მივმართავთ ყველას, მნიშვნელობა არ აქვს, როგორი განწყობით არიან ჩვენს მიმართ, არიან თუ არა ჩვენი წევრები და თანამშრომლობენ თუ არა ჩვენთან: ვეძებოთ მორალური ადამიანები ხელისუფლებისთვის, ვეძებოთ სუფთა ადამიანები, რწმენის ადამიანები, გამოცდილი ადამიანები, პროფესიონალები. ვეძებოთ ისინი, ვინც შეძლო საკუთარ თავზე გამარჯვება, და ვისთვისაც სხვის წინააღმდეგ ბრძოლა კი არ იქნება მთავარი, არამედ ბრძოლა სამშობლოსთვის, ჩვენი ქვეყნისთვის.

როგორც ჩვენ ვამბობთ და ეს არის გელათის კონგრესის მთავარი დასკვნა: ამ მიწის, ამ წყლის, ამ ჰაერის, ამ სითბოს, ამ ბუნებრივი და ადამიანური რესურსების, ამ გეოგრაფიული და ინტელექტუალური პოტენციალი ქვეყანაში, ასე არ უნდა ვცხოვრობდეთ. საქართველო და ქართველი ხალხი იმსახურებს ცხოვრებას ბედნიერებით სავსე სამშობლოში. ეს რეალურია, მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ქვეყანას ეყოლება მორალური ხელისუფლება, როდესაც ქვეყანას ეყოლება ხელისუფლება, რომელსაც უყვარს საკუთარი სამშობლო!

კიდევ ერთხელ ვადასტურებთ, ჩვენ მზად ვართ თანამშრომლობისთვის!

 

მინაწერი: გადაწყვეტილება მიღებულია 2020 წლის 8 თებერვალს, დავითობას, მეცნიერთა და საზოგადო მოღვაწეთა გელათის კონგრესზე

 

საკონტაქტო პირი: ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი ლუარა ნიჟარაძე (tel.555 93 75 48)

e.mail.: civilizebuli@gmail.com

ვებ.გვერდი www.civilizebuli.ge

ფეისბუქის გვერდი „გზა ცივილიზებული სახელმწიფოსკენ“, ჯგუფი „მორალური გუნდი“

 

Facebook Comments
შეაფასეთ
მეტი

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *