"გზა ცივილიზებული სახელმწიფოსკენ" მხარდამჭერი ფონდიმედია

(pia.ge)ყოფილ პოლიტპატიმარზე გადაღებული ფილმის პრემიერა გაიმართა

11 თებერვალს, კინგ დავითში, ზაალ ნემსაძის ზეპირი სცენარის “წავიღებ თქვენს სიყვარულს!” პრემიერა, შედგა რომელიც ყოფილ პოლიტიკურ პატიმარს, ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერს გიორგი გოგლიჩიძეს ეძღვნება.

ფილმში მოთხრობილის, როგორ აწამებდა სააკაშვილის რეჟიმი პატიმრებს, როგორ დაასახიჩრეს და შუასაუკუნეებრივი მეთოდებით როგორ აწამეს გიორგი გოგლიჩიძე, რასაც მისი დედის სიცოცხლე შეეწირა. როგორ იხსნა ბიძინა ივანიშვილის 2012 წლის პირველი ოქტომბრის ისტორიულმა გამარჯვებამ, სამას ათასზე მეტი ადამიანი ნაცბანდის მიერ მოწყობილი ლამის საკონცენტრაციო ბანაკებიდან. მთავარი გმირი პარალელს ავლებს ოსკარ შინდლერის სიასა და ბიძინა ივანიშვილის გადარჩენილთა შორის და ამბობს, აუცილებელია შეიქმნას ივანიშვილის გადარჩენილთა სია, რომელიც სამასჯერ მრავალრიცხოვანია შინდლერის სიაზე. “მან ვინც გადაარჩინა თუნდაც ერთი ადამანი, გადაარჩინა სამყარო!” თალმუდის ეს ფრაზა რამდენჯერმე მეორდება ფილმში.

რევაზ მიშველაძე, სახალხო მწერალი, რუსთაველის პრემიის ლაურეატი: შესანიშნავი ფილმია.ნერვიულობისგან და განცდებისგან თითები გამიცივდა. ამ ფილმის ფართო მასშტაბით ჩვენება საკმარისი იქნება იმისთვის, რომ ნაციონალები ვერასდროს დაბრუნდნენ ხელისუფლებაში. ხომ ხედავთ, უკადრებელს სჩადიან. მე ვნახე თაღლითი და ქურდი, 48 მილიონის მომპარავი უგულავა, რომელიც ცოტნე დადიანის სახით მიდიოდა ციხეში. ანდა თმებასლექილი საფრთხობელს ნიკა გვარამია, რომელსაც მთელი ერი ვეზიზღებით და გივი თარგამაძის არ იყოს, ელანდება, სულს როდის ამოგვაძრობს.

ია მეტრეველი: ეს ფაშისტები დღემდე არ ისვენებენ, ყველა ტრლევიზიაში ესენი ზიან.ბიძინა ივანიშვილი რომ არა, წარმოგიდგენიათ, რამდე ოჯახს ამოჟლეტდნენ? მადლობა ღმერთს, რომ გიორგი გოგლიჩიძე გადარჩა.ის ჩვენი დროის გმირია. ავტორს მინდა ვთხოვო, რომ რაც შეიძლება მალე გახადოს ეს ფილმი ხელმისაწვდომი ხალხისთვის. კიდევ ერთხელ ნახოს ყველამ, რა ნაძირლები მართავდნენ ამ ქვეყანას. ნაცებისთვის აღარასოდეს არ უნდა იყოს ადგილი ხელისუფლებაში.

აზრი გამოთქვეს და ფილმი მიმოიხილეს პოეტმა ტარიელ ხარხელაურმა, სახელგანთქმულმა ფეხბურთელმა მანუჩა მაჩაიძემ, “თეთრების”, ლიდერმა თეიმურაზ შაშიაშვილმა, პროფესორმა ლუარა ნიჟარაძემ, “ერთსულოვნების” თავმჯდომარემ მიხეილ ანდღულაძემ, ფილმის ავტორმა ზაალ ნემსაძემ.

დასასრულს, გიორგი გოგლიჩიძემ მადლობა გადაუხადა დამსწრე საზოგადოებას და უპასუხა შეკითხვებს.

Facebook Comments
შეაფასეთ
მეტი

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *