"გზა ცივილიზებული სახელმწიფოსკენ" მხარდამჭერი ფონდი

ლუარა ნიჟარაძე: ისტორიული დღე “მეცნიერებისა და საზოგადო მოღვაწეთა კონგრესი” .

თბილისიდან გელათში ჩასულმა მეცნიერების,ხელოვნების,შემოქმედებითი კავშირებისა და საზოგადო მოღვაწეების დელეგაციამ, ისტორიული მისია შეასრულა.ამ დღეს მთელი საქართველოს სახელით, გელათის ტაძარს გადაეცა შალვა გერაძის დავით აღმაშენებლის უნიკალური ჭედური ხატი.საუკუნეები გაივლის და ეს ხატი გელათის ტაძარს დაამშვენებს, როგორც საქართველოს უძლიერესი მეფის უკვდავებისა და საქართველოს ძლიერების სიმბოლო.

დიახ ,ეს ხატი მეცნიერებისა და საზოგადო მოღვაწეთა შემწეობით შეიქმნა და გელათის ტაძარში სამუდამოდ დაიდო ბინა.
გელათის ისტორიულ კედლებში ქართული სულიერების ზეიმი იყო,სადაც კონგრესზე საქართველოს ცნობილმა მოღვაწეებმა; ანზორ ერქომაიშვილმა,გიგა ბათიაშვილმა,რეზო ბალანჩივაძემ,არნოლდ გეგეჭკორმა,თემურ შაშიაშვილმა,ჯუმბერ ბოლღაშვილმა,გუბაზ მეგრელიძემ,დავით შემომქმედელმა და სხვებმა ,მომავლის საქართველოს პროგრამებზე ისაუბრეს .საზოგადოებაში ქართული სულიერების ცეცხლი დაანთეს და, მიუხედავად იმისა ,რომ ქალაქის მერმა შუქის მიწოდება ვერ უზრუნველყო, იმ დღეს გელათის კედლებში ქართული სულიერება ზეიმობდა და ხალხი ფეხზე დგომით ისმენდა თითოეულ სიტყვას–რომელსაც ფასი ჰქონდა ,და რომელი სიტყვაც ბასრზე უფრო მეტად ჭრიდა !

იმ დღეს გელათში ეროვნული სული აინთო და ეს სული მზის შუქზე მეტად ათბობდა გელათის გაყინულ კედლებს.
ვისმენდი ამ დიდებული ადამიანების სიტყვას და ვხარობდი,რამეთუ საქართველოს ასეთი შვილები ჰყავდა.

ვაი სირცხვილო ,რომ მიუხედავად მოწვევისა, არც ხელისუფლებიდან იყო ვინმე და არც ტელევიზიები დაინტერესებულან, თუ ვინ იჯდა იმ დღეს გელათის ისტორიულ კედლებში,ან რაზე უბნობდნენ,ან რა უნდოდათ ამ ბუმბერაზ ადამიანებს,ბუმბერაზს ვამბობ გონებით და არა ფულით ,ან ჯიბის სისქით,რომლითაც ზოგიერთი ვაი პოლიტიკოსი და ვაი ხელსუფალნი გამოირჩევიან ,მაგრამ იმ ფულით იმ გონის ყიდვას ვერასდროს შეძლებენ რაც იმ დღეს გელათის კედლებში იყო.

ვაი სირცხვილო, რომ ტელევიზიები თურქულ სერიალებს უჩვენებენ, მაგრამ არ უჩვენებენ იმ აკადემიკოსი ადამიანების მიერ ნაფიქრსა და ნააზრევს,რომლებიც ქვეყნის ბედსა და უბედობაზე ბჭობდნენ და დარდობდნენ.
გულს ნუ გავიტეხთ ქართველნო,მუხა კვლავაც შეიმოსების ❗

გელათი,8 თებერვალი,2020 წელი.

Facebook Comments
შეაფასეთ
მეტი

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *