"გზა ცივილიზებული სახელმწიფოსკენ" მხარდამჭერი ფონდიმეცნიერთა კონგრესისლაიდერი

აკადემიკოსი არნოლდ გეგეჭკორი: კონგრესი მიუხედავად ფრიად ჭირვეული ამინდისა, ღირსეულად ჩატარდა.

გავიდა სულ სამი დღე. გარკვეულწილად დაცხრა ემოციები. ამიტომ გთავაზობთ შთაბეჭდილებათა ერთგვარ შეჯამებას(ცხადია, არა მხოლოდ ჩემისას)

თუ არ იქნებოდა დიდგორი (1121), არ ვიქნებოდით ჩვენც, ქართველნი, ანდა, მინიმუმი, არ გვექნებოდა საკრალური ტრიადა: მამული, ენა , სარწმუნოება!!! დიდმა Patris patriae-მ, იმავე ერის ისტორიულმა მამამ ,დავით აღმაშენებელმა ,ჩვენდა საბედნიეროდ, შეგვინარჩუნა სამივე ფენომენი!

უღრმესი მადლიერების გრძნობა მსურს გამოვხატო ცნობილ ხატმწერ, ბატონ შალვა გერაძის მისამართით.ეს მან, მადლი მოისხა და უდიდესი შრომის ფასად შექმნა , ლითონის პერანგჩაცმული, ძვირფასი ქვებით მოოჭვილი , გვერდებზე ბიბლიური სიუჟეტებით ამოტვიფრული , ორი მეტრი სიგრძის ხატი … ცხადია ,კომპოზიციის ცენტრში, დიდი დავითის გამოსახულებით …. ხატი, სათანადო, ქრთველთა დამახასიათებელი რიტუალით,შეგვაბრძანებინა და საუკუნეთა განმავლობაში, დიდი დავითის პირმშოს- გელათის ტაძარს უსახსოვრა! ხატი, ჯერ კიდევ თბილისში აკურთხა და დალოცა მისმა უწმინდესობამ, პატრიარქმა , ილია მეორემ!

უღრმესი მადლობა ხატის ჩამობრძანების პარალელურად მეცნიერთა, ხელოვანთა, საზოგადოებრივ მოღვაწეთა კონგრესის ორგანიზატორებს, მონაწილეებს! კონგრესი, რომელიც თითქმის პარალელურად იქვე, გელათის აკადემიის შენობაში მიმდინარეობდა. ფორუმი მიეძღვნა, ცხადია, დავითობას, ასევე საქართველოში ვითარების გაჟანსაღებისთვის არაერთ პრობლემას, ეს უკანასკნელნი, დოქტრინის სახით, როგორც მხარში დგომა, უახლოეს მომავალში მიეწოდება სახელისუფლებო სტრუქტურებს, ფართო საზოგადოებას

კონგრესი მიუხედავად ფრიად ჭირვეული ამინდისა, ღირსეულად ჩატარდა.

დიდი დავითისა და ბაგრატიონთა შთამომავლებს ურყევად გვჯერა, კიდევ გავიმარჯვებთ, კვლავაც ვიმძლავრებთ მომავალ დიდგორებსა და ბასიანებში! ქართულ არენაზე კვლავაც გამობრწყინდებიან გორგასალები, ჭავჭავაძეები, ჯავახიშვილები დავითის, “უშიშარის , ვითარცა უხორცოს” შთამომავალნი ვალდებულნი ვართ ვიყოთ ჭყონდიდელ-მწიგნობართუხუცესის გზის გამაგრძელებელნი, გზისა, რომელიც გარდაუვლად მიგვიყვანს, ჩვენ ქარრთველთ, ფორმითა და შინაარსით ამაღლებულ, მართლმადიდებლურ ტაძართან!

ჩემო უძვირფასესნო, ქართველებო, გვიხაროდნენ!

არნოლდ გეგეჭკორი
(გელათი, 2020 წლის ექო-გამოძახილი)

იხ. (ვიდეო) აკადემიკოს არნოლდ გეგეჭკორის გამოსვლა გელათის კონგრესზე (8.02.2020წ)

Facebook Comments
შეაფასეთ
მეტი

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *