"გზა ცივილიზებული სახელმწიფოსკენ" მხარდამჭერი ფონდიმედია

(რეზონანსი) მეცნიერთა და საზოგადო მოღვაწეთა გელათის კონგრესი

საქართველოს კათოლიკოს- პატრიარქსუწმიდესსა და უნეტარეს ილია მეორეს

 

თქვენო უწმიდესობავ,

გვაქვს პატივი, მეცნიერთა დიდი გუნდის სახელით, რომელთაც შექმნეს ქვეყნის განვითარების კონცეფცია „გზა ცივილიზებული სახელმწიფოსკენ“ და პროგრამული დოკუმენტი „ახალი განზომილება – რა შევცვალოთ, რომ გადავრჩეთ“, მოგილოცოთ შობა-ახალი წელი, ნათლისღება, გისურვოთ სულიერი სიძლიერე  და დიდხანს სიცოცხლე ჩვენი სამშობლოს საკეთილდღეოდ.

ჩვენ ვაგრძელებთ ეროვნული განწყობის იმ საქმიანობას, რომლის სათავეებთან, თქვენი ლოცვა-კურთხევით იდგნენ დიდი მოღვაწეები, ბატონები: მერაბ ბერძენიშვილი და რეზო ჩხეიძე. რომლებმაც ცნობილ მოღვაწეებთან: ანზორ ერქომაიშვილთან, გიგა ბათიაშვილთან, რომან რურუასთან, ტარიელ ხარხელაურთან, გივი თოიძესთან, არნოლდ გეგეჭკორთან, თემურ გუგუშვილთან, ომარ მხეიძესთან ერთად დააფუძნეს „ქართული ერთობის დარბაზი“, მიიღეს უნიკალური დოკუმენტი „მოქმედების მანიფესტი – ერთი სამშობლო, ერთიანი ერი, გაერთიანებული სახელმწიფო“ და  ტელევიზია „ქართული ტვ“.

ჩვენ გულდასმით ვსწავლობთ თქვენს ეპისტოლეებსა და ქადაგებებს, ვაკეთებთ ქვეყანაში არსებული მდგომარეობის მენციერულ ანალიზს და მიუხედავად სიძნელეებისა, უყურადღებობისა, მეცნიერთა დიდმა გუნდმა, კულტურის მოღვაწეებმა არცერთი პროექტი არ გავაჩერეთ, ძალას გვმატებდა თქვენი შეფასება, რომელიც „ქართული ერთობის დარბაზის“ ხელმძღვანელებთან შეხვედრის დროს გააკეთეთ: „რასაც თქვენ ფიქრობთ და რის გაკეთებასაც თქვენ აპირებთ, ეს ჰაერივით სჭირდება საქართველოს“.

მეცნიერთა გუნდს მიაჩნია, რომ ქვეყანას მომავალი არ ექნება ხალხის, ეკლესიისა და ხელისუფლების ურთიერთთანამშრომლობის ჰარმონიზაციის გარეშე. ჩვენ ვეყრდნობით ბიბლიურ სიბრძნეს: „მთავარში – ერთობა, სადავოში – თავისუფლება, მაგრამ ყველაფერში – სიყვარული“. ჩვენ ვთვლით, რომ დაპირისპირება – ეს ნგრევაა, მხოლოდ თანამშრომლობით შევძლებთ დღეს ქვეყანაში არსებული კრიზისის დაძლევას. ფაქტია, რომ  ხალხში მდგომარეობა უმძიმესია და ამის გაუცნობიერებლობა, ყოველგვარი თვითკმაყოფილება, ამ ნიადაგზე დაპირისპირება კიდევ უფრო გაუსაძლისს გახდის მას. ყველაფერი ეს ჩამოყალიბებულია „ხალხის წერილში“, რომელსაც დღემდე 50 ათასზე მეტმა ადამიანმა მოაწერა ხელი და რომელიც სხვა პროგრამულ დოკუმენტებთან ერთად, წარდგენილია, როგორც აღმასრულებელ, ასევე საკანონმდებლო ხელისუფლებაში, დაეგზავნათ პოლიტიკურ პარტიებს.

თქვენო უწმინდესობავ,

სწორედ ამ წერილის და მეცნიერთა მიერ შედგენილი პროგრამული დოკუმენტების განწყობით ვაპირებთ 8 თებერვალს, დავით აღმაშენებლის დღეს, გელათის მეცნიერებათა აკადემიის ისტორიულ კედლებში კონგრესის ჩატარებას, რომლის დღის წესრიგსაც ქვეყნისათვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი საკითხების განხილვა წარმოადგენს; დაწყებული „ქართული დოქტრინის“ შემუშავებით, დამთავრებული ეროვნული სულისა და ზოგადკაცობრიული ტელევიზიის შექმნით, „ყოველთა ქართველთა, საქართველოს შვილთა და საქართველოს მეგობართა“ მსოფლიო კონგრესის ახალი პრინციპებით ჩატარებით, დავით აღმაშენებლის ძეგლთან დაკავშირებით ისტორიული სამართლიანობის აღდგენით. ჩვენ ვაპირებთ გავაგრძელოთ საუბარი „სახელმწიფო კაცების საკრებულოზე“ რომლის იდეა თქვენ გეკუთვნით, რომლის ანალოგიც ჩვენს ისტორიაში არაერთია და განსაკუთრებით, ვახტანგ მეექვსესთან, რომელმაც შექმნა „სწავლულ კაცთა კომისია“.

ჩვენ გვეამაყება, რომ საერთო ძალისხმევით იწერება  ხატმწერ შალვა გერაძის ავტორობით  დავით აღმაშენებლის ხატი, რომელსაც სწორედ დავითობას გადავცემთ გელათის მონასტერს. მანამდე კი, ცნობილ მეცნიერებთან და კულტურის მოღვაწეებთან ერთად, გვინდა წარმოგიდგინოთ თქვენ და თქვენი ლოცვა-კურთხევით გავემგზავროთ გელათში, ჩავატაროთ კონგრესი და ტაძარს გადავცეთ დავით აღმაშენებლის ეს უნიკალური ხატი.

მეცნიერთა და კულტურის მოღვაწეთა სახელით,

ლუარა ნიჟარაძე – ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი,

რეზო ბალანჩივაძე – ფილოსოფიურ მეცნიერებათა დოქტორი,

ეთერ მდინარაძე – ჟურნალისტი

მანანა იმედაძე – კომპოზიტორი

თეიმურაზ შაშიაშვილი გელათის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი

 

ყველაფერი ეს საჭირო და საჩქაროა

ილია მეორე

გელათის კონგრესი

8 თებერვალს, დავითობას,  გელათის მეცნიერებათა აკადემიის ისტორიულ კედლებში, მეცნიერთა და საზოგადო მოღვაწეთა გელათის კონგრესის ჩატარების, კონგრესის დღის წესრიგის, გელათში ქართული დოქტრინის შემუშავების პროცესის დაწყების და კონფერენციის მონაწილეთა მიერ, მთელი საქართველოს სახელით, გელათის ტაძრისათვის  დავით აღმაშენებლის ახლად შექმნილი უნიკალური  ხატის გადაცემის პატრიარქის მიერ  კურთხევის მიღების შემდგომ, საზოგადოებრივი პროექტის „გზა ცივილიზებული სახელმწიფოსკენ“ წარმომადგენლები, გელათის წინამძღვარ, არქიმანდრიდ  მამა იოსებთან ერთად,  ქუთაისის რეზიდენციაში  შეხვდნენ ქუთათელ-გაენათელ მიტროპოლიტს, მეუფე იოანეს

„ეს იყო იმ დიდი საუბრის გაგრძელება, რომელიც პატრიარქთან დაიწყო 28 იანვარს,“ – აღნიშნეს შეხვედრის მონაწილეებმა.ისინი უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებენ მეუფის განწყობას ამ ისტორიული მოვლენისადმი და საიმედოდ აფასებენ მის მხარდაჭერას.  მეუფემ მაღალი შეფასება მისცა მენციერთა და საზოგადო მოღვაწეთა ამ ინიციატივას. იმას, რომ მენციერთა  დიდი გუნდი მიემგზავრება თბილისიდან, რომ ამ პროცესში მონაწილეობისათვის, უცხოეთიდან რამდენიმე ჩვენი მეგობარიც აპირებს ჩამოსვლას, რომ ხატმწერ შალვა გერაძის მიერ დაწერილი ჭედური ხატი მართლაც, განსაკუთრებულია მისი შინაარსითა და მასშტაბით (2.5X1,5), რომ  ის იქმნება შემოწირულობებით და ტაძარს გადაეცემა მთელი საქართველოს, საქართველოს მეგობრების, ქვეყნის გარეთ მცხოვრები ჩვენი თანამემამულეების სახელით. როგორც საქართველოს პატრიარქმა ილია მეორემ, ასევე მეუფე იოანემ  ხაზგასმით აღნიშნეს, რომ თვით ეს ფაქტი და ასეთი მიდგომა, უნიკალურია.

შეხვედრის მონაწილეებმა მეუფეს გადასცეს მენიერთა მიერ შემუშავებული ქვეყნის განვითარების კონცეფცია „გზა ცივილიზებული სახელმწიფოსკენ“ და პროგრამული დოკუმენტი „ახალი განზომილება, რა შევცვალოთ, რომ გადავრჩეთ“

მეუფემ აღნიშნა, რომ დარწმუნებულია, ამ ღონისძიებას ქუთაისიდან ბევრი მონაწილე შემოუერთდება.

მეუფემ ასევე  მიიღო გადაწყვეტილება,  ამ ისტორიული მოვლენისადმი განსაკუთრებული დამოკიდებულების ნიშნად, სხვა ეპარქიების მღვდელმთავართა მოწვევის თაობაზე.

შეიქმნა სამუშაო ჯგუფი, არქიმანდრიდ მამა იოსების მეთაურობით, რომელიც  „გზა ცივილიზებული სახელმწიფოსკენ“ ფონდის ხელმძღვანელებთან ერთად, ორგანიზაციას გაუკეთებს  გელათის ღონისძიების მთელ პროცესს,

საზოგადოებრივი პროექტის „გზა ცივილიზებული სახელმწიფოსკენ“ მხარდამჭერი ფონდის ხელმძღვანელები და მეცნიერთა ჯგუფი უდიდეს კმაყოფილებას გამოთქვამს იმის თაობაზე, რომ პატრიარქთან, მეუფესთან თუ ნებისმიერ სხვა  საჯარო შეხვედრაზე, ერთხმად არის მხარდაჭერილი ქვეყნის განვითარების კონცეფციის მთავარი პოსტულატები: ხალხის, ეკლესიისა და ხელისუფლების ურთიერთთანამშრომლობის ჰარმონიზაციის გარეშე,  ქვეყანას არ აქვს დიდი მომავალი და რომ ეს პრინციპი არ ნიშნავს ერთ აზროვნებას, რაც  გამოკვეთილად ჩანს ბიბლიურ გამოთქმაში: მთავარში – ერთობა, სადავოში –  თავისუფლება, მაგრამ ყველაფერში – სიყვარული.  ეს არის გზა, თუ გვინდა მივაღწიოთ მთავარს: ერთი სამშობლო, ერთიანი ერი, გაერთიანებული სახელწმიფო.

სწორედ ამ განწყობით მივდივართ გელათში და ამ განწყობით ვამზადებთ გელათის კონგრესს.

 

2020 წლის 8 თებერვალს,დავითობას,ქუთაისში გელათის აკადემიის ისტორიულ კედლებში გაიხსნება “ქართული ერთობის დარბაზის,”საზოგადოებრივი პროექტის “გზა ცივილიზებული სახელმწიფოსკენ”და “მეცნიერთა კონგრესი ეროვნული თანხმობისათვის” ერთობლივი კონგრეს -სესია. სადაც იმავე დღეს მოხდება ხატმწერ შალვა გერაძის მიერ დაწერილი დავით აღმაშენებლის ხატის გადაბრძანება თბილისიდან გელათის ტაძარში
/ვაზუსტებთ,სავარაუდოდ ხატის კურთხევა შედგება საპატრიარქოს ეზოში იმ კვირაში/
დღის წესრიგი:
1.ქართული “დოქტრინა”, მისი არსებობის აუცილებლობა და შემუშავების პრინციპები
2.დავით აღმაშენებლის ძეგლის ისტორიული სამართლიანობის აღდგენის შესახებ
3.ეროვნული სულის , პლანეტარული განწყობის ხალხის ტელევიზიის შექმნის აუცილებლობა და პრინციპები
4.”ყოველთა ქართველთა საქართველოს შვილთა და საქართველოს მეგობართა მსოფლიო კონგრესის “მოწვევის აუცილებლობის შესახებ
5.მეცნიერთა მიერ შემუშავებული პროგრამების “გზა ცივილიზებული სახელმწიფოსკენ” და “ახალი განზომილება :რა შევცვალოთ რომ გადავრჩეთ”შესრულების მიმდინარეობისა და ამ მიმართულებით მოქმედების გაძლიერების შესახებ
6.კონგრესის მიმართვა ხელისუფლებისა და საქართველოს მოსახლეობისადმი,
7.პატივდების სიგელების გადაცემა.

ღონისძიებაში მონაწილეთა საყურადღებოდ:
1. 8.00 სთ-შეკრება და გამგზავრება თბილისიდან აღმაშენებლის მოედნიდან/სასტუმრო “ივერიის”წინ/
2.12.00 სთ.- ქუთაისში,გელათში ხატის დაბრძანება
3.14.00 სთ-კონგრესის გახსნა
17.00 სთ-საზეიმო ვახშამი/ვისაც არ სურს საზეიმო ვახშამზე დარჩენა მათი გამომგზავრება მოხდება გელათიდანვე/
19.00 სთ-გამომგზავრება ქუთაისიდან თბილისში

მგზავრობის ღირებულება საზეიმო ვახშამთან ერთად შეადგენს -45 ლარს,ხოლო საზეიმო ვახშმის გარეშე მხოლოდ მგზავრობა შეადგენს -25 ლარს./
საორგანიზაციო ჯგუფის
საკონტაქტო ტელეფონები.
1.ლუარა ნიჟარაძე -555937548
2.გუბაზ მეგრელიძე-571450330
3.ირინა ჯიბლაძე-595412772
4.ვახში ჟვანია-577407182
ამ დიდ პროცესში მონაწილეობის მიღება შეუძლია ყველა მსურველს,მიმდინარეობს სიების დაზუსტება.გთხოვთ 6.თებერვლის ჩათვლით ჩაეწეროთ სიაში.

გაზეთი “რეზონანსი”

6 თებერვალი, 2020 წელი

 

 

 

 

Facebook Comments
შეაფასეთ
მეტი

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *