"გზა ცივილიზებული სახელმწიფოსკენ" მხარდამჭერი ფონდივიდეოსლაიდერი

(ვიდეო) სააგენტო “ჯიემთივი”: ლუარა ნიჟარაძის. შალვა გერაძის, სერგო კრავეიშვილის პრესკონფერენცია (7.02.2020)

2020 წლის 8 თებერვალს,დავითობას,ქუთაისში გელათის აკადემიის ისტორიულ კედლებში გაიხსნება “ქართული ერთობის დარბაზის,”გზა ცივილიზებული სახელმწიფოსკენ”ფონდისა და “მეცნიერთა კონგრესი – ეროვნული თანხმობისათვის” ერთობლივი კონგრესი. იმავე დღეს მოხდება ხატმწერ შალვა გერაძის მიერ დაწერილი დავით აღმაშენებლის ხატის გადაბრძანება თბილისიდან გელათის ტაძარში

კონგრესი განიხილავს
– „ქართულ დოქტრინას „ , მისი შემუშავების პრინციპებს.
– ეროვნული ცნობიერების ტელევიზიის შექმნის აუცილებლობასა და პრინციპებს, – “ყოველთა ქართველთა საქართველოს შვილთა და საქართველოს მეგობართა მსოფლიო კონგრესის “მოწვევის აუცილებლობის შესახებ
– მეცნიერთა მიერ შემუშავებული პროგრამების “გზა ცივილიზებული სახელმწიფოსკენ” და “ახალი განზომილება :რა შევცვალოთ რომ გადავრჩეთ”შესრულების მიმდინარეობას,
– .კონგრესი იმსჯელებს დავით აღმაშენებლის ძეგლთან დაკავშირებული ისტორიული სამართლიანობის აღდგენის შესახებ
– კონგრესის მიიღებს მიმართვას ხელისუფლებისა და საქართველოს მოსახლეობისადმი,
– პატივდების სიგელებით დაჯილდოვდებიან ქვეყნის დამსახურებული ადამიანები.

ამის თაობაზე, პარასკევს სააგენტო „ჯიემთივის“ პრეს-ცენტრში ისაუბრებეს გელათის კონგრესის საორგანიზაციო ჯგუფის წევრებმა: ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი ფონდ „გზა ცივილიზებული სახელმწიფოსკენ დირექტორმა ლუარა ნიჟარაძემ, ხელოვნებათმცოდნე სერგო კრავეიშვილმა, ხატმწერმა შალვა გერაძემ

Facebook Comments
შეაფასეთ
მეტი

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *