"გზა ცივილიზებული სახელმწიფოსკენ" მხარდამჭერი ფონდისლაიდერი

დავით აღმაშენებლის ძეგლი უნდა დაბრუნდეს იმ სივრცეში, სადაც მისი აღმართვა აკურთხა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა

დავით აღმაშენებლის ძეგლი უნდა დაბრუნდეს იმ სივრცეში, სადაც მისი აღმართვა აკურთხა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა,  უწმიდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ

ჩვენ, გელათის კონგრესის მონაწილენი, როგორც  ვანდალურ ფაქტს ასე ვაფასებთ მეფეთმეფის, დავით აღმაშენებლის ძეგლის გადაადგილებას როგორც თბილისში, ასევე ქუთაისში. თუნდაც იმის გამო, რომ ეს ყველაფერი მოხდა ძეგლის ავტორებთან და მათ მემკვიდრეებთან შეთანხმების გარეშე და დღემდე არ არსებობს დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც ძეგლი, რომელიც დაიდგა საქართველოს კათოლიკოს-პატიარქის ლოცვა-კურთხევით და სახელმწიფოს მეთაურის ბრძანებულებით, გადაადგილებულიყო პირვანდელი ადგილიდან.  ეს დასტურდება თბილისის მერიიდან, ჯერ კიდევ წინა ხელისუფლების დროს ჩვენ მიერ შეტანილ  განცხადებაზე მიღებული პასუხით, უფრო მეტიც, ქუთაისში ძეგლი დაიდგა ლენინის ძეგლის კვარცხლბეკზე ყოველგვარი არქიტექტურული ცვლილებების გარეშე!

ჩვენ მიგვაჩნია, რომ  ეს იყო გარე ძალთა მსახური ხელისუფლების  ანტიქართული განწყობის დადასტურება და დღეს, როცა ამ უწმინდეს, ბიბლიურ ადგილზე – გელათში დავიწყეთ საუბარი „ქართული დოქტრინის“ შემუშავების აუცილებლობისა და ამ პროცესის დაწყების თაობაზე, ჩვენ უპირველესად მიგვაჩნია,  რომ  უნდა აღდგეს ისტორიული სამართლიანობა წმინდანი მეფის სახელთან დაკავშირებით და ძეგლი დაბრუნდეს იმ ადგილზე, სადაც მისი აღმართვა აკურთხა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა უწმიდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ.

ეს არ არის მექანიკური პროცესი. ეს არის დაბრუნება ქართულ ფესვებთან და ქართული ცნობიერებით და ზოგადკაცობრიული იდეალებისადმი ერთგულებით ფიქრი მომავლის საქართველოზე.

ჩვენ მიგვაჩნია, რომ ხელისუფლების მიერ ამ ნაბიჯის გადადგმა იქნება დიდი სიტყვა ხალხის, ეკლესიისა და ხელისუფლების თანამშრომლობის ჰარმონიზაციის კუთხით. ეს იქნება იმის ხაზგასმა, რომ:   ქართული,  მხოლოდ ქართული გზა !  ქვეყნის გადარჩენის სხვა გზა არ არსებობსქვეყანა ერის ბუნებიდან გამომდინარე უნდა იმართებოდეს!
 ყალბი და  არაქართულია ქვეყნის გარეთ მხსნელის ძებნა. .. გარეთ მხოლოდ მეგობრები  უნდა ვეძებოთ და არა პატრონები.  
ჩვენ დღეს  ამ დიდ ქართულ პროცესს ვიწყებთ. ქართული არასდროს  ნიშნავდა ჩაკეტილობას. ქართული ყოველთვის იყო ნაზიარები ზოგადკაცობრიულთან.

საქართველოსთვის, ქართველობისთვის, თანამემამულეებისთვის, ჩვენი მეგობრებისთვის საამაყოა, რომ მსოფლიოს მოაზროვნე საზოგადოების მიერ, დავით აღმაშენებელი აღიარებულია, როგორც ერთ-ერთი უპირველესი და უძლიერესი სტრატეგი და მხედართმთავარი. ეს ამავე დროს უდიდესი პასუხისმგებლობაა.

ჩვენ სწორედ ამ პასუხისმგებლობით ვიღებთ ამ გადაწყვეტილებას და იმედი გვაქვს, რომ ის საქართველოს მოსახლეობის, უცხოეთში მცხოვრები ჩვენი თანამემამულეების, ჩვენი ნამდვილი მეგობრების მიერ იქნება მხარდაჭერილი.

დავით აღმაშენებლის ძეგლი უნდა დაბრუნდეს იმ სივრცეში, სადაც მისი აღმართვა აკურთხა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა,  უწმიდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ!

ამას ვადასტურებთ ამ გადაწყვეტილებაზე ჩვენი ხელმოწერით.

Facebook Comments
შეაფასეთ
მეტი

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *