"გზა ცივილიზებული სახელმწიფოსკენ" მხარდამჭერი ფონდისლაიდერი

გელათის კონგრესი  – სრული პროგრამა (2020 წლის 8 თებერვალი)

 

პროგრამა, (დავით აღმაშენებლის ძეგლიდან – დავით აღმაშენებლის ძეგლამდე) შედგება შვიდი ნაწილისგან . (შვიდივე ნაწილი გადაღებული იქნება ტელევიზია „ქართული ტვ“ – ს მიერ და შემდგომ იქნება ნაჩვენები მისი ეთერით.

I ნაწილი – შეკრება

07.30 – 08.00  დავით აღმაშენებლის მოედანზე, სასტუმრო <ივერიას“ წინ, იქ სადაც იდგა მეფეთ მეფის ძეგლი, მოხდება მონაწილეთა შეკრება.  აქ იქნება დაბრძანებული დავით აღმაშენებლის ხატი და გაკეთდება განცხადება დავით აღმაშენებლის ძეგლის იმ ადგილზე დაბრუნების თაობაზე, სადაც მისი აღმართვა აკურთხა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა და სადაც დაიდგა პრეზიდენტის ბრძანებულებით. შეხვედრას გახსნის ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი, ჟურნალისტთა კავშირის თავმჯდომარის მოადგილე პროფესორი  გუბაზ მეგრელიძე. მოსაზრებებს გამოთქვამენ  არქიტექტურის პროფესორი გიგა ბათიაშვილი,  რუსთაველის საზოგადოების თავმჯდომარე, პოეტი დავით შემოქმედელი, გელათის აკადემიის აკადემიკოსი თეიმურაზ შაშიაშვილი

II  ნაწილი – მგზავრობა.

ეს იქნება პრაქტიკულად, საუბარი გელათის კონგრესზე განსახილველ საკითხებზე. აბსოლუტურად ყველა მონაწილე გამოთქვამს მოსაზრებას და ჩაწერილი იქნება ტელევიზიით. ამ პროცესს ხელმძღვანელობენ პროექტ „ გზა ცივილიზებული სახელწმიფოსკენ“ დირექტორი, მეცნიერებათა დოქტორი ლუარა ნიჟარაძე, ტელევიზია „ქართული ტვ“ – ს დირექტორის მოადგილე, ჟურნალისტი ეთერ მდინარაძე

III  ნაწილი – ხატის დაბრძანება  გელათის სამონასტრო კომპლექსში

12.30 სთ ჩასვლა გელათში  თბილისიდან ჩასულ დელეგაციას ხვდებიან საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან ჩასული ჩოხოსნები. ქუთაისის ინტელიგენციის წარმომადგენლები და საერთო ძალისხმევით, ხატი დაბრძანებული იქნება გელათის ტაძარში, სადაც მას აკურთხევს ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი, მეუფე იოანე.

ამ პროცესს ხელმძღვანელობენ  პროექტ „ გზა ცივილიზებული სახელწმიფოსკენ“ დირექტორი, მეცნიერებათა დოქტორი ლუარა ნიჟარაძე,    ქუთაისში სამეფო კარის წარმომადგენელი გოგიტა გოგელაშვილი  და იმერეთის ჩოხოსანთა საზოგადოების თავმჯდომარე, იმერეთის თეატრის მოღვაწეთა კავშირის თავმჯდომარე ლევან როხვაძე.

IV ნაწილი – მუხლის მოდრეკის რიტუალი დავით აღმაშენებლის საფლავთან .

ამ პროცესში მონაწილეობს ყველა მსურველი. იქნება მოკლე გამოსვლები. წაკითხული იქნება რამდენიმე ლექსი პატრიოტულ თემატიკაზე მარჯანიშვილელების მიერ.

V  ნაწილი – გელათის კონგრესი. ერთად ვიფიქროთ მომავლის საქართველოზე – ხალხის, ეკლესიისა და ხელისუფლების თანამშრომლობის ჰარმონიზაციაშია საქართველოს გაბრწყინება“

კონგრესის გახსნამდე გაჟღერდება კომპოზიტორ მანანა იმედაძის  სიმღერები  „ღვთისმშობლის სავედრებელი“ და „ჰიმნი დედა ენას“

კონგრესს აკურთხევს ქუთათელგაენათელი  მიტროპოლიტი, მეუფე იოანე.

მეუფის სიტყვის შემდეგ „სიმღერა უწმიდესს“

პირველი სიტყვა ლუარა ნიჟარაძეს. დიდი სიამოვნებით წარმოგიდგენთ  სიმღერის ავტორს, ქალბატონ მანანა იმედაძეს, რომელიც აქ იმყოფება. ჩვენ წამოვედით თბილისიდან. დიდი მადლობა, რომ დაგვხვდა ჩოხოსნები საქართველოს ყველა კუთხიდან. ეს კარგი ტრადიციაა.  „ჩვენთვის დიდი პატივია, რომ აქ დღეს რამდენიმე ეპარქიის მეუფე ესწრება წარმოადგენს მეუფეებს“

უნდა მოგახსენოთ კონგრესის სტუმრების თაობაზე , სპეციალურად ჩამოფრინდა უცხოეთიდან ქართველი ებრაელი, პაატა იოსებაშვილი. ასეთი მეგობრები საქართველოს ბევრი ჰყავს უცხოეთში. ღმერთო ამრავლე ისინი. ჩვენი პოზიცია ურყევია: ქვეყნის გარეთ მეგობრები უნდა ვეძებოთ და არა პატრონები!

ნება მომაცით, იმ მეცნიერებთან ერთად, ვისთან ერთან ერთადაც ხელი მოვაწერეთ წერილს, რომელიც დაეგზავნათ ხელისუფლების პირველ პირებს, პოლიტიკურ პარტიებს, გამოქცვეყნდა გაზეთებში რეზონანსი და დღევანდელ საქართველოს რესპუბლიკაში, წარვმართო კონგრესის მსვლელობა. (ახსენეთ თემურ შაშიაშვილი)

მეგობრებო, ჩვენ აქ მოვედით დღის წესრიგით და ნება მომეცით, წარმოგიდგინოთ დასამტკიცებლად ჩვენი დღის წესრიგი და რეგლამენტი.

საორგანიზაციო საკითხებთან დაკავშირებით ინფორმაციას წარუდგენს მეცნიერების დოქტორი საზოგადოებრივი პროექტის „გზა ცივილიზებული სახელმწიფოსკენ „ დირექტორი ლუარა ნიჟარაძე, მტკიცდება კონგრესის დღის წესრიგი

დღის წესრიგი და რეგლამენტი

1.“ქართული “დოქტრინის” აუცილებლობისა და მისი შექმნის პროცესის დაწყების თაობაზე.

  1. დავით აღმაშენებლის ძეგლისადმი ისტორიული სამართლიანობის აღდგენის შესახებ

3.ეროვნული სულის, პლანეტარული განწყობის ხალხის ტელევიზიის შექმნის აუცილებლობა და პრინციპები

4.”ყოველთა ქართველთა საქართველოს შვილთა და საქართველოს მეგობართა მსოფლიო კონგრესის “მოწვევის აუცილებლობის შესახებ

5.მეცნიერთა მიერ შემუშავებული პროგრამების “გზა ცივილიზებული სახელმწიფოსკენ” და “ახალი განზომილება :რა შევცვალოთ რომ გადავრჩეთ”შესრულების მიმდინარეობისა და ამ მიმართულებით მოქმედების გაძლიერების შესახებ

6.პატივდების სიგელების გადაცემა.

7.კონგრესის მიმართვა ხელისუფლებისა და საქართველოს მოსახლეობისადმი,

კონგრესის რეგლამენტი

კონგრესის საერთო ხანგრძლივობაა 1.30 სთ შემოქმედებით ნაწილთან ერთად – მაქსიმუმ – 2.00 სთ.

კონგრესი ამტკიცებს რეგლამენტს

ლუარა ნიჟარაძე: ეს არის ჩვენი მოსაზრებები,რომელიც დამევალა, წარმოგიდგიონპოთ თქვენი მოსაზრებები… გთხოვთ დაამტკიცოთ დღის წესრიგი.

ბატონებო, ჩვენ დღეს ყველანი უდიდეს პატივისცემას გამოვხატავთ ბაგრატოვანთა გვარის მიმართ. მსოფლიო ისტორიამ არ იცის ერთი დინასტიის ცხრასაუკუნოვანი მეფობა, მაგრამ ეს საქართველოს ისტორიის ოქროს ხანად იქცა.  ჩვენ ყველამ უნდა ვიამაყოთ, რომ ყველა მეფის სიტყვა მეფედ კურთხევის დროს არის დიდი ნიშანსვეტი , მაგრამ სიტყვა, რომელიც თამარ მეფედ ბრძანა მეფედ კურთხევის დროს, ეს არის მსოფლიო ისტორიაში უნიკალური. ეს არის უფლის ძალით ნათქვამი სიტყვა და ჩვენ დღეს ყველას გვჭირდება, ჩავუფიქრდეთ ამ სიტყვას.

თამარ მეფის სიტყვას, წარმოთქმულს მეფედ კურთხევისას, წარმოადგენს რეზო თაბუკაშვილის სახელობის ლიტერქტურული თეატრის ხელმძღვანელი  ჩვენი ქვეყნის ერთ – ერთი წარმატებული პიროვნება, ყველასთვის საყვარელი ადამიანი, ქალბატონი იზა ვეფხვაძე,

ლუარა ნიჟარაძე. ბატონებო, ჩვენ დავით აღმაშენებლის და რუსთაველის ქვეყანა ვართ.

ეს ორი დიდი ქართული სვეტია. ორი დიდი ფილოსოფიული სიმაღლეა. სწორედ ამიტომ, სიტყვას მისალმებისთვის გადავცემთ ცნობილ მწერალსა და საზოგადო მოღვაწეს, რუსთაველის საზოგადოების თავმჯდომარეს ბატონ დავით შემოქმედელს.

სიტყვა ეძლევა დავით შემოქმედელს

ლუარა ნიჟარაძე: ბატონებო, მე წარმოგიდგინეთ საორგანიზაციო საკითხები. კონგრესი იწყებს მუშაობა.   სიტყვას გადავცემთ ცნობილ მეცნიერს, პიროვნებას, რომელიც ნამყოფია მსოფლიოს ყველა ქვეყანაში, რომელმაც იცის იმ ქვეყნების ადათწესები, პიროვნება, რომლის გადაცემებზე მთელი თაობები გაიზარდნენ. პიროვნება,რ ომელმაც ამ ბოლო დროს მართლაც, უნიკალური საჩუქარი გაუკეთა ქვეყანას, რეზო ჩხეიძის წამძღვარებით და უნიკალური გამონათქვამით „საქართველო დაჭრილი მზეა“ , გამოსცა წიგნი. 17 წლის თეკლა მელაძემაც ასე წარმოიდგინა საქართველო, როგორც გახლეჩილი ბროწეული.

ჩვენ გვინდა ერთიანი საქართველო. სწორედ პირველ სიტყვას დიდ მეცნიერს და უხუცესს, აკადემიკოსს, მეცნიერებთა დოქტორს, პროფესორ არნოლდ გეგეჭკორს გადავცემთ

კონგრესს სიტყვით მიმართავს აკადემიკოსი არნოლდ გეგეჭკორი.

ლუარა ნიჟარაძე: ბატონებო, მივყვებით კონგრესის მსვლელობას. ვიწყებთ პირველი საკითხით,

  • პირველი საკითხი   .ქართულიდოქტრინა”, მისი არსებობის აუცილებლობა და შემუშავების პრინციპები
    „ქართული დოქტრინის“ შემუშავების აუცილებლობისა და ამ პროცესის დაწყების თაობაზე მოხსენებებს გააკეთებენ: ცნობილი მოღვაწე, არქიტექტურის პროფესორი გიგა ბათიაშვილი, ფილოსოფიურ მეცნიერებათა დოქტორი რევაზ  ბალანჩივაძე,  ანსამბლ რუსთავის ხელმძღვანელი, რუსთაველის პრემიის ლაურეატი,  ანზორ ერქომაიშვილი, . მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ჯუმბერ კოპალიანი

მოკლე სიტყვა (3წთ) მიეცემა 5 მსურველს.

  1. პროფესორი, დოქტორი ვახში ჟვანია
  2. მწერალი თემურ ლანჩავა
  3. პოეტი და საზოგადო მოღვაწე ნომადი ბართაია

4-. სამეფო კარის კანცლერი კახა ქორიძე

ლუარა ნიჟარაძე: ბატონებო, ჩვენი გზა დავით აღმაშენებლის გზაა. ვფიქრობ, ეს საკამათო არავისთვისაა. ჩვენ ვიზიარებთ მოსახლეობის უდიდესი ნაწილის მოსაზრებას, დავით აღმაშენებლის ძეგლთან დაკავშირებით ისტორიული სამართლიანობის აღდგენის თაობაზე, სიტყვას გადავცემთ ცნობილ ექიმსა და საზოგადო მოღვაწეს, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორს, ბატონ ჯუმბერ ბოლღაშვილს.

 

  • მესამე საკითხი – ეროვნული სულის , პლანეტარული განწყობის ხალხის ტელევიზიის შექმნის აუცილებლობა და პრინციპები

განცხადებას შემოქმედებათა კავშირებისა და მეცნიერებათა აკადემიის სახელით, გააკეთებს ჟურნალისტთა კავშირის თავმჯდომარის მოადგილე, პროფესორი გუბაზ მეგრელიძე

  • მეოთხე საკითხი. ყოველთა ქართველთა საქართველოს შვილთა და საქართველოს მეგობართა მსოფლიო კონგრესისმოწვევის აუცილებლობის შესახებ

მომხსენებელი“ გელათის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი თეიმურაზ შაშიაშვილი

  • მეხუთე საკითხი .მეცნიერთა მიერ შემუშავებული პროგრამებისგზა ცივილიზებული სახელმწიფოსკენდაახალი განზომილება :რა შევცვალოთ რომ გადავრჩეთ შესრულების მიმდინარეობისა და ამ მიმართულებით მოქმედების გაძლიერების შესახებ

მომხსენებელი  პროექტ  „გზა ცივილიზებული სახელმწიფოსკენ“ დირექტორი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი ლუარა ნიჟარაძე

  • მეექვსე საკითხი – პატივდების სიგელების გადაცემა

 

  • მეშვიდე საკითხი – კონგრესის გადაწყვეტილება და მიმართვა

კონგრესი მიიღებს რამდენიმე პუნქტიან კონკრეტულ გადაწყვეტილებას, რომელიც გამოქვეყნდება პრესაში და დაეგზავნება მთელ სახელისუფლებო ვერტიკალს, პოლიტიკურ პარტიებს, მედიის საშუალებებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს, საქართველოში აკრედიტებული უცხოეთის ქვეყნების საელჩოებს.

  • კონგრესი დასრულდება ქუთაისის თეატრალური სტუდიის „მარჯანიშვილელები“ მიერ შესრულებული  კომპოზიციით „შენ სისხლო ჩემო“  – ტარიელ ხარხელაურისა და მუხრან მაჭავარიანის შემოქმედების მოტივების მიხედვით

შენიშვნა: საორგანიზაციო საკითხებთან დაკავშირებით.

კონგრესისათვის დარბაზის, საკომუნიკაციო საშუალებების და დასაჯდომი ადგილების მომზადებას უზრუნველყოფს   ქუთაისის საორგანიზაციო  ჯგუფი: გოგიტა გოგელაშვილი, რიტა ენდელაძე,  შანიძე

კონგრესის მსვლელობის საერთო კოორდინაციას უზრუნველყოფს პროექტ „გზა ცივილიზებული სახელმწიფოსკენ“ დირექტორი ლუარა ნიჟარაძე

VI ნაწილისაზეიმო ვახშამი

ვახშამს კოორდინაციას უწევენ პროექტ „გზა ცივილიზებული სახელმწიფოსკენ“ გენერალური დირექტორი ლუარა ნიჟარაძე და მოღვაწე ზაქრო მამასახლისი

ჩატარდება სრულიად განსხვავებული ფორმატით საქართველოში ტრადიციად ქცეული სამთავრობო და სახელისუფლებო ვახშმებისგან. საქართველოს სხვადასხვა კუთხეებიდან ჩამოსული სტუმრები და ქუთაისის ინტელიგენცია უცხოელ მეგობართა  მონაწილეობით, აგრძელებს საუბარს  კონგრესის დღის წესრიგში დასმულ საკითხებთან დაკავშირებით. განსაკუთრებული მიმართულება იქნება, როგორ შევძლოთ შესრულების ორგანიზაცია. საზეიმო ვახშამზე, რომელიც ასევე სრულად იქნება ჩაწერილი ტელევიზიის მიერ, მოსმენილი იქნება 20-მდე მონაწილის მოსაზრება.  ვახშამს ექნება შემოქმედებითი ნაწილი, სადაც პოეტები, მწერლები კითხულობენ თავიანთ ნაწარმოებებს. მუსიკოს – შემსრულებლები ასრულებენ თავიანთ სიმღერებს.

VII  ნაწილი – დაბრუნება თბილისში

ეს იქნება უკვე საქმიან-შემოქმედებითი, სადაც  მონაწილეები საუბრობენ მომავლის საქართველოს კონტურებზე. შეკრების მონაწილე პოეტები, მწერლები და მუსიკოსები წარმოადგენენ თავიანთ შემოქმედებას.

გელათის კონგრესთან დაკავშირებით მზადდება დავით აღმაშენებლის ხატის ბეჭდვითი ვერსია, რომელიც გადაეცემა როგორც სასულიერო, ასევე საერო პირებს. დაიბეჭდა წიგნი  „გზა ცივილიზებული სახელმწიფოსკენ“ , რომელიც დაურიგდება კონგრესის მონაწილეებს. კონგრესის მონაწილეებსდ აურიგდებათ მერაბ ბერძენიშვილის მუზეუმ-სახელოსნოში შექმნილი და რეზო ჩხეიძის სახლში მერაბ ბერძენიშვილის, რეზო ჩხეიძის, გიგა ბათიაშვილის, ანზორ ერქომაიშვილის, რომან რურუას,  არნოლდ გეგეჭკორის, თემურ გუგუშვილის, ომარ მხეიძის, გივი თოიძის, ტარიელ ხარხელაურის, მიერ ხელმოწერილი ისტორიული დოკუმენტი „მოქმედების მანიფესტი – გზა ცივილიზებული სახელმწიფოსკენ“   მიერ ხელმოწერილი, გელათში გაგრძელდება შემოწირულობები ხატისთვის და საზოგადოებრივი ფონდის „გზა ცივილიზებული სახემწიფოსკენ“ ინიციატივით,ა.წ. აპრილის თვეში, ქუთათელ-გაენათელ მიტროპოლიტთან შეთანხმებით, გელათში მოხდება შემომწირველთა  შეკრება  და მათ მადლიერების გამოხატვით, გადაეცემათ დავით აღმაშენებლის ხატის ბეჭდვითი ვარიანტი

საორგანიზაციო ჯგუფი მადლობას უხდის ყველას, ვინც დავით აღმაშენებლის ხატის შემოწირულობების ანგარიშზე (GE )  უკვე გადარიცხა თანხა ეს პროცესი გრძელდება და ნებისმიერს შეუძლია შემოუერთდეს

შენიშვნა: გელათის კონგრესზე მონაწილეობის მისაღებად, საქართველოს ყველა კუთხიდან მიემგზავრება 150 კაცი. მონაწილეთა რაოდენობა იქნება 500-მდე

გზისა (თბილისი-გელათი – თბილისი) და ვახშმის ღირებულება ერთობლივად 45 ლარი

Facebook Comments
შეაფასეთ
მეტი

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *