პროექტები

მილოცვა აკადემიკოს როინ მეტრეველს

ბატონო როინ,
ჩვენ, „მეცნიერთა კონგრესი-ეროვნული თანხმობისათვის“, ქვეყნის განვითარების კონცეფციასთან – „გზა ცივილიზებული სახელმწიფოსკენ“ და პროგრამულ დოკუმენტთან – “ახალი განზომილება, რა შევცვალოთ, რომ გადავრჩეთ” დაკავშირებული მეცნიერები, დიდი პატივისცემით გილოცავთ დიდ მოღვაწესა და მამულიშვილს, საიუბილეო თარიღს.
მიუხედავად იმისა, რომ თქვენი ცხოვრებისეული გზა არ იყო მარტივი, დიდ ნიჭიერებასთან ერთად, გამოამჟღავნეთ უდიდესი ნებისყოფა, მოთმინების უნარი, რითაც ყველას, დიდსა თუ პატარას, უდიდესი მაგალითი მოგვეცით.
ჩვენი სურვილია, გარკვეული პერიოდის შემდგომ, მოგიწვიოთ და მოვისმინოთ თქვენი გამოსვლა დავით აღმაშენებელზე. დავით აღმაშენებელი ისტორია კი არა, მომავალია, და ჩვენ ეს საუბარი კიდევ ერთხელ დაგვარწმუნებს ამაში. მით უფრო, რომ ჩვენ ბატონი გიგა ბათიაშვილის წინადადებით და 27 ნოემბერს შემდგარი ინტელიგენციის დიდი შეკრების გადაწყვეტილებით, ვმუშაობთ „ქართულ დოქტრინაზე“, რაც მეცნიერებათა აკადემიის და თქვენი მონაწილეობის გარეშე წარმოუდგენელია. ეს დოქტრინა 8 თებერვალს, დავითობას, გელათში, გელათის მეცნიერებათა აკადემიის ისტორიულ კედლებში უნდა მივიღოთ. ეჭვი არ გვეპარება, რომ თქვენ და მეცნიერებათა აკადემიის წარმომადგენლები სწორედ იქ იქნებით ამ დღეს.
გისურვებთ დღეგრძელობას და თქვენთვის ჩვეული შემართებით ნაყოფიერ მოღვაწეობას ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ!

დიდი პატივისცემით

Facebook Comments
შეაფასეთ
მეტი

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *