მეცნიერთა კონგრესიქართული ერთობის დარბაზი

კულტურის მოღვაწეთა, მეცნიერთა შეკრების მსვლელობა “ასე გაგრძელება აღარ შეიძლება, საჭიროა სისტემური გარდაქნები ვიწყებთ საჯარო საუბარს მომავლის საქართველოსთვის”

 

შეხვედრა მოკლე შესავალი სიტყვით გახსნა ცნობილმა პოეტმა ტარიელ ხარხელაურმა.

ტარიელ ხარხელაურის შესავალი სიტყვა

შესავალი სიტყვის შემდეგ პოეტმა ტარიელ ხარხელაურმა ტრიბუნასთან მოიწვია ცნობილი არქეოლოგი, მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ჯუმბერ კოპალიანი, რომელმაც დარბაზს სიტყვით მიმართა.

შეკრების მსვლელობა გაგრძელა წამყვანმა, ლაშა თაბუკაშვილის სახელობის ლიტერატურული თეატრის დირექტორმა იზა ვეფხვაძემ 

სხდომის წამყვანმა სიტყვა გადასცა  პოეტსა და კომპოზიტორს მანანა იმედაძეს, რომელმაც

სხდომის წამყვანი, ქ-ნი იზა ვეფხვაძე : ვფიქრობ, ამ სიტყვამ გაგვაამაყა, მართლაც, ღირსებით სავსე პროგრამული სიტყვაა.

გადავდივართ კონკრეტული პროგრამების წარმოდგენაზე. ყველას ვთხოვთ, რომ დავიცვათ რეგლამენტი და ყველამ თვითონ წარმოვადგინოთ მოხსენების სახელწოდება.

სიტყვა პირველი მოხსენებისთვის ეძლევა სოხუმის უნივერსიტეტის რექტორს, ცნობილ მეცნიერსა და მოღვაწეს, ბატონ ზურაბ ხონელიძეს.

სხდომის წამყვანი : ბატონებო, დღეს ჩვენ უნდა მოგვესმინა მეცნიერთა მიერ შემუშავებული პროგრამა „ქართული წყლის ინდუსტრიასთან დაკავშირებით“ ათწლეულებია, ამაზე მუშაობდნენ ჩვენი ქვეყნის ცნობილი მეცნიერები. ამ საქმის სათავეებში იდგნენ აკადემიკოსები: ივერი ფრანგიშვილი და იოსებ ბუაჩიძე. დღეს ამ საქმეს აგრძელებს მეცნიერთა დიდი გუნდი საინჟინრო აკადემიის აკადემიკოს პაატა გიორგაძის ხელმძღვანელობით. ამ საქმეშია ჩართული დიდი მამულიშვილი რომან რურუა. ბატონი რომანი ცოტას ავადმყოფობს, დიდი სურვილი ჰქონდა დღეს ჩვენთან ყოფნის,მაგრამ ექიმებმა არ დართეს ნება, ორი -სამი დღე ისევ იქნება კლინიკაში, ხოლო ბატონი პაატა გიორგაძე დღეს ამ პროგრამას წარუდგენს სამეგრელოს მოსახლეობას. ეს, მართლაც, უნიკალური პროგრამაა. მთავრობაც ჩაერთო ამ პროცესში. ჩვენ გამოვხატოთ ჩვენი მხარდაჭერა და თანადგომა და ვისურვოთ, რომ მართლაც, ყოველი ოჯახისთვის და საქართველოს ყოველი მოქალაქისთვის ჰაერივით საჭირო ეს პროგრამა მოქმედებაში მოვიდეს.

ბატონებო, დაიბადა დიდი მნიშვნელობის პროექტი:

„აწარმოე – იყიდე… წაახალისე ეკოლოგიურად სუფთა პროდუქცია!“

ამ პროექტზე მეცნიერთა დიდი ჯგუფი მუშაობს. დღეს ერთი ნაწილი გამოვა ჩვენს წინაშე.

პირველი სიტყვა გადაეცემა მეცნიერების დოქტორს, თენგიზ ჯალიაშვილს,  რომელიც 20 წელი მუშაობდა გერმანიასა და იტალიაში.გთხოვთ, ბატონო თამაზ.

სხდომის წამყვანი: ამავე თემას აგრძელებს ცნობილი მეცნიერი, პროფესორი რამაზ გახოკიძე. მის სახელთან ბევრი კარგი საქმეა დაკავშირებული. აქვე ვულოცავთ ბატო რამაზს საპრეზიდენტო პრემიის მინიჭებას. გთხოვთ, ბატონო რამაზ.

სხდომის წამყვანი : ბატონებო, მინდა იცოდეთ, რომ ამავე საკითხებზე მუშაობს მეცნიერების დოქტორი, ბატონი შოთა ჩხეიძე, რომელიც სწორედ ამ საკითხების გამოა აშშ-ში. მას საერთაშორისო საქმიანობის დიდი გამოცდილება აქვს. იყო და რჩება ნატოს ექსპერტად კვების საკითხებში. ვიცით ეხლა, რომ ფეისბუქით გვიყურებს. მივესალმებით და დიდი შედეგებით დაბრუნებას ვუსურვებთ საქართველოში.

სხდომის წამყვანი :  სიტყვას ვაძლევთ მეცნიერების დოქტორს, ბატონ ამირან აფციაურს, რომელიც ითვლება „ტესლას“ წარმომადგენლად საქართველოში.

სხდომის წამყვანი : სიტყვას ვაძლევთ მეცნიერების დოქტორს, ანზორ თოთაძეს. მისი გამოსვლა ჩვენი ქვეყნის უმძიმეს პრობლემას, დემოგრაფიას შეეხება.

სხდომის წამყვანი :   ტრიბუნასთან ვიწვევთ ხელოვნებათმცოდნეს, შვედეთში ქართული დიასპორის ხელმძღვანელს, შვედეთში ქართული კულტურისა და ხელოვნების დიდ პროპაგანდისტს, ქალბატონ ლელა კუხიანიძეს, რომელიც მეუღლესთან ერთად, სპეციალურად ჩამოვიდა შვედეთიდან და უნდა წარმოგვიდგინოს კონცეფცია: „ქართული დიასპორა, როგორც ქვეყნის წინსვლის დიდი პროექტი“. ცნობისთვის, ქალბატონი ლელა არის პროგრამული კონცეფციის, „გზა ცივილიზებული სახელმწიფოსკენ“ წიგნად გამოცემის სარედაქციო საბჭოს წევრი.

სხდომის წამყვანი : ბატონებო, კრებულში „ახალი განზომილება, ანუ რა შევცვალოთ, რომ გადავრჩეთ“, მოცემულია მეცნიერთა რანდენიმე რეკომენდაცია.

პირველი – შეეხება პატრიარქის ინიციატივის მხარდაჭერას „სახელმწიფო კაცების საკრებულოს“ შექმნის თაობაზე.

მეორე – პიროვნებათა პარალმენტის, პიროვნებათა ხელისუფლების ფორმირების პრინციპებს

მესამე – ხალხის პროექტს: „ვქირაობ ხელისუფლებას“

მეოთხე – მართალი, ანუ მომავლის ტელევიზიის შექმნას

მეხუთე – „პოლიტიკოსთა ცხოვრების წიგნის“ შექმნას

მეექვსე – სამართლიან არჩევნებს

მეშვიდე – ყოველთა ქართველთა, საქართველოს შვილთა და საქართველოს მეგობართა მსოფლიო კონგრესის ჩატარებას.

მერვე – თაობათა ერთიანობის ახალგაზრდული პროგრამა-ინიციატივა.

ჩვენ გვინდა, რომ საზოგადოებამ მიიღოს საფუძვლიანი ინფორმაცია ამ უაღრესად საჭირო ინიციატივებთან დაკავშირებით.

სხდომაზე გამომსვლელებმა წარმოადგინეს კონცეფციები.

  1.  საზოგადო მოღვაწემ,ირაკლი მაჭავარიანმა, წარმოადგინა პროექტი „სახელმწიფო კაცების საკრებულოს“ შექმნის თაობაზე. .
  2. მეცნიერების დოქტორმა, მრავალი დარგობრივი აკადემიის წევრმა, ფილოსოფოსმა რეზო ბალანჩივაძემ, წარმოადგინა პროექტი “პიროვნებათა პარლამენტი”
  3. მეცნიერების დოქტორმა, ვახში ჟვანიამ, წარმოადგინა პროექტი “ვქირაობ ხელიუსფლებას”
  4. საქართველოს მწერალთა კავშირის თანათავმჯდომარემ, ბაღათერ არაბულმა, წარმოადგინა “მართალი ტელევიზიის” კონცეფცია
  5. პოეტმა ნინო ქუთათელაძემ , “პოლიტიკოსთა ცხოვრების წიგნის” კონცეფცია
  6. მეცნიერების დოქტორმა, ნუგზარ გულორდავამ,  წარმოადგინას მეცნიერთა ანალიტიკური ჯგუფის მოსაზრება არჩევნებთან დაკავშირებით.
  7. გელათის მეცნიერებათა აკადემიის წევრმა, თეიმურაზ შაშიაშვილმა, წარმოადგინა პროექტი “ყოველთა ქართველთა, საქართველოს შვილთა და საქართველოს მეგობართა კონგრესის” შესახებ

შეკრების მონაწილეებმა ერთხმად დაუჭირეს მხარი ახალგაზრდობის პროგრამას

სხდომის წამყვანმა, იზა ვეფხვაძემ სიტყვა გადასცა გიგა ბათიაშვილს, რომელსაც ეკუთვნის წინადადება “ქართული დოქტრინის” შესახებ.

“ბატონებო, სასიქადულო მამულიშვილს, გიგა ბათიაშვილს ეკუთვნის წინადადება „ქართული დოქტრინის“ შექმნის თაობაზე. ბატონი გიგა არის იმ დიდი ჯგუფის ერთ-ერთი მთავარი ორგანიზატორი, რომელიც დიდ ქართულ შეურაცხყოფად თვლის, როგორც დავით აღმაშენებლის ძეგლის გადატანას პატრიარქის მიერ ნაკურთხი ადგილიდან, ასევე, მიუხედავად არაერთი სამთავრობო დაპირებისა, მისი უკან დაბრუნების გაჭიანურებას.  ვთხოვთ ბატონ გიგა ბათიაშვილს.

სხდომის წამყვანის წინადადებით, მიღებულ იქნა შეკრების ორი  მთავარი დოკუმენტი. ერთი ზოგადი ხასიათის. და მეორე, კონკრეტული.

პირველი ზოგადი ხასიათის დოკუმენტი წარმოადგინა  წარმოგვიდგენს მეცნიერების დოქტორმა, საზოგადოებრივი პროექტის“გზა ცივილიზებული სახელმწიფოსკენ“ მხარდამჭერი ფონდის დირექტორმა,  ლუარა ნიჟარაძემ.

მეორე  დოკუმენტი  რეზოლუციის სახით წარმოადგინა ხელოვნების მეცნიერებათა დოქტორმა, ცნობილმა მწერალმა და პუბლიცისტმა, გუბაზ მეგრელიძემ.

სხდომა მოკლე სიტყვით დახურა წამყვანმა, იზა ვეფხვაძემ:” ბატონებო, ბევრ რამეზე ვისაუბრეთ. კარგი გადაწყვეტილებებიც მივიღეთ. ჩვენი შეხვედრის სრული ქრონომეტრაჟი განთავსდება ვებ გვერდზე www.civilizebuli.ge და ფეისბუქ გვერდზე „გზა ცივილიზებული სახელწმიფოსკენ“. მომდევნო კვირაში, გადაცემული იქნება ტელევიზია „ქართული ტვ“ – ს მიერ. საერთოდ, ამავე საშუალებებით შეგიძლიათ ყოველი სიახლე გაიგოთ ჩვენს შემდგომ საქმიანობასთან დაკავშირებით.ჩვენს გადაწყვეტილებებს გამოვაქვეყნებთ პრესაში და სრულ ჩანაწერს გადავცემთ ხელისუფლებას.”

 

 

 

Facebook Comments
შეაფასეთ
მეტი

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *