მეცნიერთა კონგრესიპროექტები

მეცნიერთა და კულტურის მოღვაწეთა დიდი შეკრების რეზოლუცია

1. ჩვენ მხარს ვუჭერთ „სახელმწიფო კაცების“ საკრებულოს ინსტიტუტის ჩამოყალიბებას. ეს ტერმინი ილია ჭავჭავაძეს ეკუთვნის, რომელიც თვლიდა, რომ სახელწმიფო იმით იზომება, რამდენი გამორჩეული პიროვნება ჰყავს. დავით აღმაშენებლის პოლიტიკა სწორედ ამის მაგალითია – მთავრობის თავმჯდომარედ სასულიერო პირი მოყვანა, თვითონ ქვეყნის მმართველი გუნდი ბრძენკაცებისგან შექმნა. აგრეთვე აღსანიშნავია თამარ მეფის დარბაზი, ლამის მსოფლიო პარლამენტარიზმის საწყისი.

2. პიროვნებათა პარლამენტი – სწორედ მაღალი რეპუტაციის პიროვნებები გვჭირდება ხელისუფლებაში, რომლებიც იქნებიან საზოგადოებრივი აზრის გამომხატველნი და წარმმართველნი, უღალატო, პრინციპული სახელწიფო ინტერესებიდან გამომდინარე. ჩვენთვის უპირველესი კრიტერიუმია რეპუტაცია, პროფესიონალიზმი, გამოცდილება, ეროვნული ცნობიერება შერწყმული ზოგადსაკაცობრიო ღირებულებებთან. ჩვენი ამოცანაა ასეთი ადამიანების სახელმწიფო არენაზე გამოყვანა.

3. ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია სამართლიანობის დამკვიდრება, ხელისუფლებების მიერ მეცნიერების უგულებელყოფა განათლებისა და კულტურის სისტემების დაკნინება, სასამართლო სისტემის მოშლა, ავტორიტეტების წინააღმდეგ ბრძოლა, გააძლიერა სიყალბე, ხელი შეუწყო ფსევდოძალების მოძალებას.

3. ქვეყნის განვითარების კონცეფცია: „გზა ცივილიზებული სახელმწიფოსკენ!“ ეროვნული დოკუმენტია, რომელშიც ერთმანეთთან დაკავშირებულია ეროვნული და ზოგადკაცობრიული, ანუ როგორ დავიცვათ ეროვნული თვითმყოფადობა უმძიმესი გლობალიზაციის პირობებში.

4. საქართველოს სახელმწიფოებრივი განვითარების დოკუმენტის შედგენის წარმმართველი მეცნიერთა ჯგუფი, სამეცნიერო ინსტიტუტები უნდა იყოს, სადაც გათვალისწინებული იქნება ჩვენი ისტორიული და წარმატებული ქვეყნების გამოცდილება, რაც ეროვნული ინტერესების გამომხატველი იქნება.

5. ვფიქრობთ, აუცილებელია დავით აღმაშენებლის ძეგლის თავის ადგილზე დაბრუნება, რაც ერთიანი ძლიერი საქართველოს სიმბოლოა და მისი პოლიტიკის აღიარებაა თანამედროვე სახელმწიფოს განვითარებისთვის.

6. უნდა შემუშავდეს „ქართული დოქტრინა“, რომლის განხილვაც დაიწყება 2020 წლის 8 თებერვალს, გელათის აკადემიაში. მისი კონცეფცია ჩამოყალიბებულია კრებულებში: „გზა ცივილიზებული სახელმწიფოსკენ“ და „ახალი განზომილება – რა შევცვალოთ, რომ გადავრჩეთ“. აგრეთვე გაცხადდება ეროვნული ტელევიზიის კონცეფცია, რომელიც ხელს შეუწყობს ეროვნული იდეოლოგიის ჩამოყალიბებას.

Facebook Comments
5 (100%) 1 vote
მეტი

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *