"გზა ცივილიზებული სახელმწიფოსკენ" მხარდამჭერი ფონდიმეცნიერთა კონგრესი

მიზანი – პიროვნებათა პარლამენტი – ხელისუფლება, რომელიც ქვეყნის გარედან არ იმართება და ემსახურება ხალხს და ქვეყანას, ამომრჩეველთა ინტერესებს

ქვეყნის განვითარების კონცეფციის „გზა ცივილიზებული სახელწიფოსკენ მხარდამჭერი საზოგადოებრივი ფონდი უერთდება „ქართული ერთობის დარბაზისა“ და „მეცნიერთა კონგრესის – ეროვნული თანხმობისათვის“ დაწყებულ მოძრაობას „პიროვნებათა პარლამენტის – პიროვნებათა ხელისუფლების“ ფორმირების თაობაზე.

ჩვენ, დღევანდელ მდგომარეობაში მყოფი საქართველოსთვის, უნიშვნელოვანეს დებულებად გვესახება „ქართული ერთობის დარბაზის“ დამფუძნებელთა პოზიცია: „ეჭვით შევხედოთ ყველას, ვინც პარლამენტისკენ გარბის, მაგრამ შევეხვეწოთ ყოველს, რომლის ყოფნა პარლამენტში ფასეული და მნიშვნელოვანია“.

მეცნიერთა დიდმა ჯგუფმა, რომელთაც შექმნეს ქვეყნის განვითარების კონცეფცია „გზა ცივილიზებული სახელმწიფოსკენ“ და პროგრამული დოკუმენტი „ახალი განზომილება, ანუ რა შევცვალოთ, რომ გადავრჩეთ?“, გამოკვეთილად გვითხრეს:

„დღემდე საარჩევნო სიებს ადგენდნენ და ხელისუფლებას აკომპლექტებდნენ პოლიტიკური პარტიები, ფორმალური თუ არაფორმალური ლიდერები. ამ გზამ ჩიხში შეგვიყვანა. ჩვენ სხვა გზას ვირჩევთ. სიები უნდა შედგეს მხოლოდ ხალხთან და საზოგადო მოღვაწეებთან დიდი მოთათბირების საფუძველზე“ – ნათქვამია პროექტში პიროვნებათა პარლამენტის ფორმირების შესახებ.

„პიროვნებათა პარლამენტი“ პრიოექტ “გზა ცივილიზებული სახელმწიფოსკენ“ პროგრამის ერთ-ერთ მთავარი მიმართულებაა. ვუერთდებით რა „მეცნიერთა კონგრესის ეროვნული თანხმობისთვის” ამ წამოწყებას, მიგვაჩნია, რომ პიროვნებათა პარლამენტის შექმნის იდეა ფართო საზოგადოების მსჯელობის საგანი უნდა გახდეს.
რადგან:

ჩვენთვის უპირველეს კრიტერიუმთა შორისაა რეპუტაცია, პროფესიონალიზმი, გამოცდილება, ქართული ცნობიერება შერწყმული ზოგადსაკაცობრიო ღირებულებებთან
ჩვენ სამარცხვინოდ ვთვლით დღემდე დამკვიდრებულ ასაკობრივ გრადაციას და ვამბობთ ქართულად: ხელისუფლება აზროვნებაა და არა ასაკი.

ჩვენ უარი უნდა ვთქვათ პარტიიდან პარტიაში მორბენალ მედროვეებზე, ყველას და ყველაფერს რომ ერგებიან, მრავალპარტიელებზე

ჩვენ უნდა დავაფასოთ გამოცდილი ადამიანები. ყველგან იყვნენ სახელმწიფოებრივად მოაზროვნე პოლიტიკოსები და ზნეობრივი ადამიანები, ზვიად გამსახურდიას გარემოცვაშიც, ედუარდ შევარდნაძის პერიოდის პარლამენტშიც, ასლან აბაშიძესთან, მიხეილ სააკაშვილთანაც, ბიძინა ივანიშვილთანაც, დღევანდელ ხელისუფლებაშიც.
ჩვენი ამოცანა უნდა იყოს, საზოგადოებასთან ურთიერთობაში შევძლოთ ასეთი ადამიანების სახელისუფლებო არენაზე გამოსვლა. მაგრამ რამდენიმე პირობით, მხოლოდ ისინი, ვინც:
• ხელისუფლებაში ყოფნის დროს სახე შეინარჩუნა, გაუძლო ცდუნებას;
• არ გაბოროტდა ოპოზიციაში ყოფნის დროს
• სწამს და სჯერა, რომ არ შეიძლება პოლიტიკის ბიზნესად ქცევა და ხელისუფლებაში ბიზნესინტერესებით ყოფნა
• დღესაც აქვს დიდ და კეთილ საქმეთა კეთების რესურსი.

ჩვენ უნდა გვინდოდეს, რომ საქართველოს პარლამენტში, ზოგადად ხელისუფლებაში წარმომადგენლები ჰყავდეს არა მარტო საქართველოს რეგიონებს, არამედ საზღვარგარეთის ქვეყნებში ისტორიულად, თუ ბედის უკუღმართობით, საკუთარი თავისა და ოჯახის გადასარჩენად გადახვეწილ საქართველოს მოქალაქე თანამემამულეებს – ისე, როგორც ეს ხდება ევროპის დემოკრატიულ ქვეყნებში.

დღევანდელ საქართველოს ჰაერივით სჭირდება ამ ადამიანების გამოცდილება. ქვეყანაც გამთლიანდება მათი პარლამენტში ყოფნით და წარმოუდგენლად გაიზრდება ქვეყნის საერთაშორისო ავტორიტეტი. ქვეყნის გარეთ მცხოვრებ 2 მილიოზე მეტი ადამიანის სახელით უნდა შევძლოთ ისეთი ადამიანების პოლიტიკურ არენაზე გამოყვანა, რომელთაც:

• კარგი კონტაქტები აქვთ იმ ქვეყნის სახელისუფლებო წრეებთან;
• დიდი ავტორიტეტი აქვთ ქართულ დიასპორაში
• კარგი რეპუტაციით სარგებლობენ ადგილობრივ მოსახლეობაში
დღევანდელ საქართველოს სჭირდება პარლამენტი, რომლის აბსოლუტურ უმრავლესობას გაცნობიერებული ექნება უპირველესი და უმთავრესი!

მივმართავთ საზოგადოების ფართო ფენებს როგორც დედაქალაქში, ასევე რეგიონებში მოგვაწოდონ ავტორიტეტულ პიროვნებათა კანდიდატურები, ვინც მიაჩნიათ ღირსად იყვნენ საქართველოს პარლამენტში.

მინაწერი: მიმართვა წარედგინება მეცნიერთა გუნდის შეკრებას პროექტ “გზა ცვივილიზებული სახელმიწფოსკენ” მხარდამჭერი ფონდის ოფისში ა.წ. 25 ოქტომბერს

Facebook Comments
შეაფასეთ
მეტი

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *