"გზა ცივილიზებული სახელმწიფოსკენ" მხარდამჭერი ფონდისლაიდერი

ფონდ “გზა ცივილიზებული სახელმწიფოსკენ” მიმართვა მეგობრებს

ძვირფასო მეგობარო,

მეცნიერთა ჯგუფმა შექმნა ქვეყნის განვითარების საერთო შეფასებით, უნიკალური პროგრამები „გზა ცივილიზებული სახელმწიფოსკენ“ და ახალი განზომილება – რა შევცვალოთ, რომ გადავრჩეთ?“

მეცნიერთა ჯგუფმა გადაწყვიტა, ამ პროგრამების განხორციელება მოხდეს სახელმწიფო ბიუჯეტის გარეშე. სწორედ ამ მიზნით, ბევრ ჩვენ თანამემამულეს გაუჩნდა აზრი, შექმნილიყო ფონდი „გზა ცივილიზებული სახელმწიფოსკენ“ .
ჩვენი დიდი სურვილია, ამ საშვილიშვილო პროცესში ყველანი ვიყოთ ჩართული. როგორც უწმინდესმა ბრძანა, ხალხიც, ეკლესიაც და ხელისუფლებაც.

სწორედ ამიტომ ვქმნით მორალურ გუნდს, რომელში გაწევრიანება შეუძლია ნებისმიერ პიროვნებას, ვინც იზიარებს ამ პროგრამების განწყობას.

„მორალური გუნდის“ წევრობა ნიშნავს შენი წვლილი შეიტანო სამართლიანი სახელმწიფოს შენებაში. შემოიკრიბო შენს ირგვლივ თანამოაზრეები, მონაწილეობა მიიღო „სახელმწიფო კაცების საკრებულოს“ შექმნაში, „პიროვნებათა პარლამენტის“ ჩამოყალიბებაში. ჩვენ გვაქვს მუდმივი კონსულტაციები საქართველოს მეცნიერებათა აკადემიასთან, ეს ურთიერთობა ჩვენთვის უაღრესად მნიშვნელოვანი და დასაფასებელია. სწორედ მეცნიერებთან ერთად ვაპირებთ დავწეროთ, თუ რისი გაკეთებაა შესაძლებელი ქვეყანაში. „მორალური გუნდის“ წევრობა ასევე გულისხმობს, მონაწილეობა მიიღო უმნიშვნელოვანეს პროექტში „მართალი ტელევიზია“ და გახდე „ქართული TV“-ს აქციონერი. აქტიურად ჩაერთო საზოგადოებრივი პროექტის „გზა ცივილიზებული სახელმწიფოსკენ“ პროგრამული ნაწილით გათვალისწინებული პუნქტების განხორციელებაში.

ჩვენ ერთი გუნდი ვართ და გუნდის თითოეული წევრი თავად ხდება პროცესის ხელმძღვანელი. გუნდის წევრობა ამავე დროს გულისხმობს ყოველთვიურ საწევრო გადასახადს. სწორედ ასეთი შემოწირულობებით დავანახვებთ საზოგადოებას, თუ რისი გაკეთება შეუძლია მორალური ადამიანების ერთობას შიშველი ხელებით.

სპეციალურ წიგნად გამოიცემა სრული სია, ვინ რა შესწირა საზოგადოებრივი პროექტის, „გზა ცივილიზებული სახელწმიფოსკენ“ მხარდამჭერ ფონდს და რისი გაკეთება გახდა შესაძლებელი საერთო ძალისხმევით. ეს ინფორმაცია განთავსდება ვებ.ვერდზე და გასაჯაროვდება „ყოველთა ქართველთა, საქართველოს შვილთა და საქართველოს მეგობართა“ დასკვნით კონგრესზე. ასევე გამოვაქვეყნებთ, თუ ვის მივმართეთ წერილობით და ვინ გამოეხმაურა მედიასა და ელექტრონულ სივრცეში გამოქვეყნებულ მიმართვებს.

მეცნიერთა ჯგუფის სახელით, დიდი მადლობა გვინდა გადავუხადოთ ყველას, ვინც შემოუერთდება ამ მამულიშვილურ საქმეს.

მიმართვა შემუშავებული იქნა პროექტ „გზა ცივილიზებული სახელმწიფოსკენ“ მეცნიერთა გუნდის სამუშაო შეხვედრაზე, რომელსაც 30-მდე მეცნიერი ესწრებოდა.

პატოვისცემით,

საზოგადოებრივი პროექტის „გზა ცივილიზებული სახელმწიფოსკენ“ მხარდამჭერი ფონდის დამფუძნებლები და დირექტორატი
ფონდის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე

მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი – კობა კობალაძე
-ფონდის სამეთვალყურეო საბჭოს წევრები:
მეცნიერებათა დოქტორი. პროფესორი – ზურაბ ფარესიშვილი
ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე, საქართველოს საერთაშორისო მშვიდობის ფონდის პრეზიდენტი – ფერდინანდ ლორთქიფანიძე
ფონდის გენერალური დირექტორი – ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი – ლუარა ნიჟარაძე

საზოგადოებრივი პროექტის “გზა ცივილიზებული სახელმწიფოსკენ” მხარდამჭერი ფონდის ანგარიშები. დიდი მადლობა ყველას, ვინც შემოუერთდება ამ დიდი ეროვნული განწყობის პროცესს.

ანგარიში ლარებში: სს ლიბერთი ბანკი GE66LB0115181809573000;

USD: Liberty Bank GE39LB0115181809573001;

EUR: სს ლიბერთი ბანკი GE12LB0115181809573002

ბანკის კოდი:LBRTGE22

Facebook Comments
შეაფასეთ
მეტი

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *