"გზა ცივილიზებული სახელმწიფოსკენ" მხარდამჭერი ფონდი

ნუ გამაჩუმებთ,იმიტომ რომ მე ვერ ვუყურებ როგორ გვეცლება ქვეყანა ნელნელა ხელიდან!

მოვუწოდებ ყველა მხარდამჭერს ვიაქტიუროთ,ჩვენ არავის არ ვებრძვით.ვიბრძვით ძლიერი სახელმწიფოსთვის.ხელისუფლებას უნდა სურდეს ჯანსაღ ოპოზიციასთან თანამშრომლობა სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე.არ შეიძლება გონიერ, პატიოსან, ეროვნულ და აკადემიური პიროვნებებს, ყველა კარი ჩაუკეტო ,საქვეყნო საქმეების სასიკეთო კეთებაში ხელი შეუშალო, და აპარპაშო უცოდინარი უსაქმურები. რა გამოდის, ვებრძვით გონებას?
გონების გარეშე მართული ქვეყანა, დაღუპავს თვით ხელისუფლებასაც და არავის არ ექნება ამ ქვეყანაში კარგად საქმე.  ამიტომ დროა ერთმანეთის ბრძოლას დავანებოთ თავი და სამართლიანი სახელმწიფოს ასაშენებლად ,ყველა ჯანსაღ ძალას მოუხმოს თვით ხელისუფლებამ გაერთიანებისკენ, თანამშრომლობისკენ.კარგი კადრები ხელისუფლებაშიც მოიძებნება ,და ხელისუფლების გარეთ, კიდევ უფრო მეტი.გაიწმინდოს სტრუქტურები უუნარო ფულზე გაყიდული მმართველებიდან.ევროპა გვინდა?ევროპაში სამართალი და გონება ზეიმობს.ნატო გვინდა?ნატოში ძლიერი სახელმწიფოები არიან გაწევრიანებული.რუსეთთან მშვიდობა გვინდა?რუსეთს დიპლომატიურ ენაზე უნდა ვესაუბროთ თანასწორ პირობებში.

სახელმწიფო გვინდა?სახელმწიფო ეროვნულ დოქტრინაზე აწყობილ კონსტიტუციას უნდა ეყრდნობოდეს.სამართლიანი ქვეყანა გვინდა?სამართალიან ქვეყანას კანონი და დამოუკიდებელი სასამართლო ქმნის.განვითარებული ქვეყანა გვინდა?მაშინ, ეკონომიკური გათვლები ადგილობრივ რესურსზე უნდა კეთდებოდეს და იმპორტს ექსპორტი უნდა ჭარბობდეს.სოციალურად ორიენტირებული ბიუჯეტი მხოლოდ ძლიერი ეკონომიკის ფარგლებშია შესაძლებელი და მას წესიერი ადამიანები უნდა მართავდეს.
რამდენი რამე გვაქვს გასაკეთებელი სახელმწიფო სისტემის ასაწყობად!


დრო კი არ გვაქვს!
ეს სწრაფად უნდა მოხდეს
და გადავრჩებით როგორც ერი როგორც სახელმწიფო!
და ნუ გამაჩუმებთ,იმიტომ რომ მე ვერ ვუყურებ როგორ გვეცლება ქვეყანა ნელნელა ხელიდან!

Facebook Comments
შეაფასეთ
მეტი

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *