"გზა ცივილიზებული სახელმწიფოსკენ" მხარდამჭერი ფონდი

ლუარა ნიჟარაძე: ეს ჩვენზე, ხალხზეა დამოკიდებული!

მოსახლეობის კეთილდღეობაზე გათვლილი 16 მილიარდიანი ბიუჯეტი და ოცი ლარით მომატებული პენსიები წინასაარჩევნოდ…

როგორ გინდა გაჩუმდე და არ დაწერო,იმედებით კვებავენ ხალხს 5%იანი ეკონომიკური ზრდა არის გათვალისწინებული ბიუჯეტში მაგრამ ეს სამუშაო შესასრულებელია რომ ეს მოხდეს.არჩევნების მერე იტყვიან ვერ მოხერხდა ეს ეკონომიური ზრდა…14 მილიარდი პლიუს ორი მილიარდი.. ანუ ეს არის ნაერთი ბიუჯეტი სრულად 16 მილიარდი.ლარი გამყარდება,ბაზარში ფასები გაიაფდება,ოცი ლარით გაგიუმჯობესდებათ ცხოვრება.ისე პედაგოგებს რა გიჭირთ სრულ განაკვეთზე 300 ლარით გაგეზრდებათ ხელფასები..მაგრამ მხოლოდ სრულ განაკვეთზე!?

საარჩევნო წელიწადი რას არ იტყვის…???

შედეგად საქართველო კიდევ უფრო დაიცლება,არ უხსენებიათ სამუშაო ადგილების შექმნა,სამაგიეროდ ახსენებენ შრომით მიგრაციას უცხოეთში ლეგალურად და ამისთვის ხელშეკრულებებს დებენ უცხო ქვეყნებთან..გაგვიშვებენ უცხოეთში ლეგალურად სამუშაოდ…რაც შეიძლება ნაკლები ქართველი საქართველოში ესაა ფარული გეგმა.. ?

ვუსმენ მინისტრების ბრტყელბრტყელ სიტყვებს და უნდობლობა კიდევ უფრო მიმძაფრდება,ვგრძნობ სიყალბეს მათ გამოსვლებში .

რვაასი მილიონია მიმართული ადამიანების კეთილდღეობაზე ანუ პენსიების და ხელფასების ზრდაზე,ლარის კურსმა თუ შეინარჩუნა სიმყარე …?

ეკონომიკა გაიზრდება რომ ლარი გამყარდეს,ამისთვის სამინისტროებმა უნდა იმუშაონ და მათი ბიუჯეტიც საამისოდ გაიზრდება 2020 ისთვის,ნეტა აქამდე რა უშლიდათ ხელს ეკონომიკის ზრდისთვის???
თავდაუზოგავი შრომა მოუწევთ სამინისტროებს წინასაარჩევნოდ…

არ წახვიდეთ ქართველებო საქართველოდან,ვაიძულოთ ხელისუფლება იმუშაოს ხალხისთვის და დაიკლონ პირადი ხარჯები…

ეს ჩვენზე, ხალხზეა დამოკიდებული.

Facebook Comments
შეაფასეთ
მეტი

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *