"გზა ცივილიზებული სახელმწიფოსკენ" მხარდამჭერი ფონდი

ლუარა ნიჟარაძე: გაღარიბებული ერი და მილიონიანი პოლიტიკოსები⁉️

რამდენი ვიფიქრე გამომექვეყნებინა თუ არა ეს ფოტოები, ყოველი ფეხის ნაბიჯზე რომ მხვდება ხელგამოწვდილი გაღატაკებული ერის შვილები…ბოდიშს ვუხდი ამ ადამიანებს იმ მილიარდერი პოლიტიკოსების მაგივრად, ვინც ამ დღეში ეს ხალხი ჩაყარა…და ვინ იცის რამდენია ასეთ მდგომარეობაში,რამდენს ცარიელი მაცივარი აქვს,რამდენს შელახული ღირსება უფულობის გამო,რამდენს აცრემლებული თვალები, როცა სასწრაფოდ სჭირდება ფული და არ აქვს,რამდენი დაჰყვება ქუჩას ძახილით “იყიდეთ,იყიდეთ”,რათა ორი თეთრი მოგება მაინც დარჩეს ქუჩა- ქუჩა გაყიდული წვრილმანებიდან.რამდენი დადის ყულაბითა და ფოტოთი აკიდებული: დაეხმარეთ მძიმედ დაავადებულ პატარა ელენეს,ნათიას,კოტეს და ა.შ.სამკურნალოდ აუცილებელი ფულით,რამდენი გაჭირვებული საზღვარგარეთ აუცილებელი სამკურნალო თანხის მოგროვებას ცდილობს, ასე ქუჩა- ქუჩა ხელგამოწვდილი.ვინ იცის რამდენი აცრემლებული ბავშვი შიმშილობს და დედის კალთას ეპოტინება საცოდავად “დედა მშია”..ეს არის დღევანდელი საქართველო
უკიდურესად გაღარიბებული ერი და პოლიტიკოსი ბობოლები მილიონიანი ქონების მფლობელები ,რომლებიც თავს არხეინად გრძნობენ და ხალხი საერთოდ არ აღელვებთ.ტყუილებით გაჰყავთ არჩევნებიდან არჩევნებამდე.ვინ არის კარგად ამ ქვეყანაში:ისინი ვინც სახელისუფლო თბილ სავარძლებში სხედან და მათთან დაახლოებული პირები,დანარჩენი საქართველო ჯიბეგაფხეკილი დადის.

ერი დაამშიეს,დააჩაჩანაკეს,დააუძლურეს…ვინც ვერ გაუძლო ამ ყოფას თავს უშველა და საზღვარგარეთ იძულებით დევნილად იქცა…ნუთუ ვერ მოვა გონს ქართველი ერი,ნუთუ შეეგუება ამ ყოფას და დიდხანს ირჩევს დუმილს ეს დაქსაქსული, დაუძლურებული,ურთიერთდაპირისპირებული ერი..
ნუთუ მართლა გვიწერია ქართველებს “საქართველო უქართველოდ”..???

კი ,ამ გზას ვადგივართ ,თუ დროზე არ გამოვფხიზლდით და გონს არ მოვეგეთ.თუ არ გავითავისეთ,რომ “მე კარგად ვარ ,ხელფასი მაქვს და სხვა არ მადარდებს”არ არის ქვეყნისთვის სასიკეთო მარტო შენს კეთილდღეობაზე ფიქრი,ხვალ შენც არ გექნება ეს ხელფასი და ვინ იცის რა ბედი გელის ამ უსამართლო ქვეყანაში.

ამიტომ დროა ყველამ ერთად გავიღოთ ხმა და გონს მოვეგოთ.

ნაციონალების და ოცნების გუნდის პარპაში უნდა დასრულდეს და სახელმწიფო ხალხს დაუბრუნდეს,თორემ ხომ ხედავთ ერთ მუჭა ბობოლებმა მოირგეს სახელმწიფო თავისთვის…

Facebook Comments
შეაფასეთ
მეტი

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *