მორალური გუნდი

ლელა კუხიანიძე: ეს მთელმა საქართველომ უნდა იცოდეს!

შვედეთში საქართველოს სათვისტომოს ხელმძღვანელი ლელა კუხიანიძე საკუთარ ფეისბუქგვერდზე სასიხარულო ამბავს აზრიარებს:

“ეს მთელმა საქართველომ უნდა იცოდეს,რომ ქართველმა ემიგრანტმა ბავშვებმა დღეს , ილია ჭავჭავაძის სახელობის სათვისტომოსთან გახსნილ საკვირაო სკოლაში მიიღეს ქართული წიგნები, რომელიც დიასპორის სამინისტრომ ჩვენი თხოვნით გაცმოგვიგზავნა, რამხელა სიხარული მოუტანა პატარებს. ძირითადად ბავშვებიი სტუდია ნერგების მოსწავლეებისაგან შეივსო. ( შესაძლოა დავიმატოთ მხოლოდ 5 – 7 ბავშვი).
აიღეს ხელში მონასტრებული ქართული წიგნები,გულში ჩაიკრეს და ბედნიერები ფურცლავდნენ. ეს ხომ სამშობლოს და მშობლიურის მონატრებაა. მე ხომ ვამბობ, ჩვენთან მოსული მოსული ბავშვი ქართულად აზროვნებს ჩემი შვილებიდან დაწყებული. ვიმეორებ : ჩემო ძვირფასო თვისტომო, ბევრი ბავშვი გადაურჩება საქართველოს ემიგრაციაში თუ ჩვენ ძლიერი დარაჯები აღმოვჩნდებით. 5 წელია მოვყვები ამ სტუდიას და ბავშვების რაოდენობა თუ იზრდება თორემ რა მოაკლებს,როცა მე თავად ვარ მაგალითი,თუ როგორ უნდა გადარჩენა შვილებს,რომ ქართულად, ქართულად, მხოლოდ ქართულად ჩამოაყალიბო.
ეგრეა მაკლია შვილმა შვედურად დამიწყოს საუბარი სახლში..ალბათ საქართველოში სირცხვილით ვერ ჩავალ და ასეა ჩემს ირგვლივ მყოფი მშობლები, რომლებიც ჩვენი წიგნის ისტორიაში, მისაბაძ მშობლებად დასახელებიან.

დღეს , ზეიმი იყოს სტუდია ნერგებში, საზეიმოდ გავხსენით საკვირაო სკოლა სადაც ვიმღერებთ, ვიცეკვებთ, დავუკრავ და ვისწავლით ქართულ წერა კითხვას, ისტორიას ,გეოგრაფიას და საქართველოს ჩვენი არსებობით ტკივილს შევუმსუბუქებთ…აი, ესაა ჩვენი გადაუდებელი ამოცანა !
მოდით , გვნახეთ და იხილეთ რას ნიშნავს ნამდვილი ქართველობა უცხოეთში, შვედეთში, სტოგჰოლმში!”
ვულოცავთ ქალბატონ ლელას, ჩვენს ემიგრანტებს და პატარა ქართველებს წარმატებულ სასწავლო წელს ვუსურვებთ!

Facebook Comments
შეაფასეთ
მეტი

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *