"გზა ცივილიზებული სახელმწიფოსკენ" მხარდამჭერი ფონდი

ჩვენ ვხვდებით მეცნიერებს!!ჩვენ ვუსმენთ მეცნიერებს!!ჩვენ გვჯერა მეცნიერების!!

მეცნიერთა მორიგი სამუშაო შეხვედრა "გზა ცივილიზებული სახელმწიფოსკენ "ოფისში (14.08.2019წ)

მეცნიერება გადაარჩენს პოლიტიკოსების მიერ პოლიტიკურ და ეკონომიურ ჩიხში მოქცეულ საქართველოს!!

შეხვედრაზე სიტყვით გამოვიდნენ პროფესორები:ვახში ჟვანია,რამაზ გახოკიძე,თენგიზ ჯალაშვილი,ნოდარ ელიზბარაშვილი,ანზორ თოთაძე,შიო არსენიშვილი,ჯუმბერ ბოლღაშვილი,
ეს შეხვედრა ძალზედ მნიშვნელოვანი და კრიტიკული იყო იმდენად,რამდენადაც მეცნიერებმა გაუსვეს ხაზი ისეთ მძიმე თემებს როგორიცაა დემოგრაფია,ხალხის კვება, პესტიცებით მოწამლული საკვები, ინტენსიურ ემიგრაციულ და მიგრაციულ პროცესები,რასაც ფაქტობრივად “ქართველი ერის სიკვდილი უწოდეს” და ეს ფაქტი საგანგაშოა.დაცლილი სოფლები და დაუმუშავებელი მიწები.კორპუსების მასობრივი მშენებლობები და ვისთვის,როცა ერი დაცლილია??აღნიშნეს რომ ცალკეული პიროვნებები 20-30 ბინას ყიდულობენ,ამით აგროვებენ კაპიტალს,უამრავი კი უსახლკაროდაა დარჩენილი,ხალხი გაღატაკებულია,ნახევარზე მეტი საქართველოში შიმშილის პირასაა მისული,ჩვენი ვალუტა არ არის მიბმული ეკონომიკაზე,რაც მის გაუფასურებას იწვევს,არ გვაქვს წარმოება ისეთი მნიშვნელოვანი პროდუქტებისა როგორიცაა ბამბა,ბრინჯი,სოფლის მეურნეობის სხვა პროდუქტები,ჩაი,ციტრუსები,ღვინო რომელიც ადრე ექსპორტზე გადიოდა საქართველოდან.დღეს კი გარედან შემოსული მოწამლული პროდუქტებით ვიკვებებით,თითქმის ყველაფერი გარედან შემოგვაქვს და შიდა ეკონომიური ბრუნვა ნულამდეა დასული,ვინ აკეთებს ამას??ვაი პოლიტიკოსები რომლებმაც არ იციან თუ რა სიმდიდრეს ფლობს საქართველო და როგორ შეგვიძლია გამოვიდეთ ამ კრიზისიდან და როგორ გავხდეთ ყველაზე ძლიერი და წარმატებული ქვეყანა მსოფლიოში.”ჩვენ კი არ უნდა ვშიმშილობდეთ, ყველაზე ძლიერი ქვეყანა უნდა ვიყოთ.მეცნიერული ანალიზი უნდა დაიდოს თუ რა მდგომარეობაა ქვეყანაში და როგორ შეგვიძლია გამოვიდეთ ამ მდგომარეობიდან.ეს უნდა გააკეთონ მეცნიერებმა და ხელისუფლება უნდა ვაიძულოთ მოუსმინოს მეცნიერებს და ქვეყანა იმართებოდეს მეცნიერებზე დაყრდნობით”- აღნიშნა შეხვედრაზე მოწვეულმა ცნობილმა პოლიტიკოსმა ბ.ნმა თეიმურაზ შაშიაშვილმა.მეცნიერებმა ბ.ნ თემურს მადლობა გადაუხადეს ამ დიდ ეროვნულ საქმეში მონაწილეობისათვის.

ამ და სხვა მრავალ საკითხებზე მსჯელობენ მეცნიერები ,რომლებმაც გადაწყვიტეს შექმნილიყო ჯგუფი ,რომელიც მოამზადებს წერილებს სახელისუფლო ვერტიკალისთვის და მოამზადებს შემოდგომისთვის დიდ კონგრესს ,სადაც წარმოდგენილი იქნება მეცნიერული დოქტრინა სხვადასხვა სფეროს მიმართულებით.

ამ შეხვედრის ნახვა შესაძლებელია ქართული TV-ს ეთერში,მაგთიზე 46.სილქნეტზე 259.ქართული ტვ.ერთადერთი ტელევიზიაა რომელიც თანამშრომლობს მეცნირთა გუნდთან “გზა ცივილიზებული სახელმწიფოსკენ” და ყოველ პარასკევს 4 საათზე პირდაპირი ეთერითა და სოციალური ქსელის პირდაპირი ლაივით აშუქებს მეცნიერთა ანალიზს “რა შევცვალოთ ,რომ გადავრჩეთ”.

Facebook Comments
შეაფასეთ
მეტი

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *