"გზა ცივილიზებული სახელმწიფოსკენ" მხარდამჭერი ფონდისლაიდერი

ლუარა ნიჟარაძე: მე ვთქვი და ჯერი ქართველობაზეა რას ან ვის ვირჩევთ…!?

ქვეყანას სწორი მართვა და სამართლის დამყარება სჭირდება,ჩვენს ქვეყანაში შესაძლებელია ვიცხოვროთ ღირსეულად და არ ვიქცეთ დევნილებად საკუთარი ქვეყნიდან.

სამართალი და წესრიგია ქვეყნის მმართველობის ბერკეტი,რაც რამდენიმე ათეული წლებია მოშლილია ჩვენს სამშობლოში.

არ შეიძლება ვეგუებოდეთ და ვიტანდეთ ერთეულების მილიარდერობას ხალხის ხარჯზე და ასეულების უკიდურეს სიღარიბეს, ოცდამეერთე საუკუნის მიჯნაზე ეს მხოლოდ საქართველოში ხდება.

როგორ ვიტანთ ასეთ უპირობო უსამართლო ქვეყანას, მე პირადად ძალიან მიკვირს.ქუჩაში უნდა ვიდგეთ და აღშფოთებას გამოვხატავდეთ ყველაფერ იმის გამო რაც ხდება,რასაც ვისმენთ,რასაც ვუყუებთ, ჩვენ კი ვდუმვართ⁉️

ნუთუ გიღირთ 500-600 ლარიანი ხელფასები და 200 ლარიანი პენსიები თქვენი ღირსების ფასად,მაშინ როდესაც ამ თანხით მინიმალურ ყოფით პირობებსაც კი ვერ იკმაყოფილებთ.ამ დროს ვისაც როგორ მოესურვება, საკუთარი ხელმძღვანელობის ქვეშ მყოფ ერთეულ პირებს აძლევენ პრემია-დანამატებს,ერთეულებს უმატებენ ხელფასებზე დანამატის სახით 300-400 ლარს და ა.შ.მესმის ეს ყველაფერი,ვუყურებ ამ ყველაფერს და აღშფოთების გრძნობა მიჩნდება.

თქვენ,ჩემო ქართველებო, ნუთუ თქვენ არ გიჩნდებათ აღშფოთების გრძნობა??
აღშფოთების გრძნობა მიჩნდება როდესაც უამრავ ღატაკს ვხედავ ირგვლივ, და ვხედავ ფეშენებლურ სასახლეებს პოლიტიკოსთა კუთვნილს, ანდაც მინისტრების და პარტიის ლიდერების საკუთრებას რომ წარმოადგენს.

მესმის კოლოსარული ციფრები ხელისუფალთა ხელფას -დანამატები 20.000-30.000 ლარი და მშიერი 77.000 ბავშვი ქვეყანაში,სადაც 300 ბავშვი წლიურად შიმშილით იღუპება.

გაოგნებას ვერ ვფარავ როდესაც ვისმენ ბრალი წაუყენეს ზოგიერთ პოლიტიკოსს,ბანკირს,დირექტორს,ამა თუ იმ უწყების ხელმძღვანელს ,და მას გირაო შეუფარდეს და ანთავისუფლებენ,ანუ რა გამოდის:დაუფარავად იღებენ ე.წ.”თეთრ ქრთამს”უკანონო კანონის ფარგლებში დაკანონებულს,მათთვის მორგებული კანონებით მოქმედებენ უკანონოდ.

უკვე დამნაშავე აღარ არის?გირაო გადაიხადა და ფულით გამოისყიდა დანაშაული? არვიცი მეორე სახელმწიფო მსოფლიოში სადაც ასეთი რამე ხდებოდეს!

არ ვიცი მეორე სახელმწიფო მსოფლიოში , სადაც ასეთი უწესრიგობას ითმენდეს ხალხი, როგორც საქართველოში ხდება . ხალხი კი დუმს და არ ახდენს “რევოლუციას”…!?

2020-ის არჩევნებამდე მოთმინების ძაფი თუ არ გაწყდა და მივედით მშვიდობიანად, ოცნებისა და ნაციონალების მმართველობა თუ არ დავამთავრეთ, აღარ გვექნება ქვეყანა, სადაც საერთოდ შესაძლებელი იქნება ქართველების ცხოვრება.

აქ უცხოტომელები ისე იმკვიდრებენ ფეხს, ჩვენი ადგილი აღარ იქნება,ამდენი დაუმუშავებელი მიწები მათ ხელში აღმოჩნდება, დაამუშავებენ, მოსავალსაც მიიღებენ და საქართველო უცხოტომელთა სამკვიდროდ გადაიქცევა.

გამოვფხიზლდეთ, თუ არ გვინდა მოვექცეთ საკუთარ ქვეყანაში ეროვნულ უმცირესობაში და უკიდურესად ღატაკებად…

გამოვფხიზლდეთ და ერთხელ და სამუდამოდ დავამყაროთ წესრიგი, სამართალი ჩვენს სამშობლოში,რადგან სხვა სამშობლო არ გვაქვს ქართველებს!

ეს ერთი გოჯი ქართული მიწაა ჩვენი სამშობლო და ნუ დავთმობთ ამ ღვთისნიერ ქართულ მიწას, ჩვენვე მივხედოთ ,დავამუშაოთ,მოსავალი მივიღოთ,მიწით გაიზრდება შიდა ეკონომიური ბაზარი და ექსპორტადაც ჩვენივე პროდუქტი გავიტანოთ,ნაკლები იმპორტი უნდა შემოვიდეს ქვეყანაში და მეტი გადიოდეს,მაშინ გამყარდება ვალუტაც და ხალხიც ამოისუნთქავს.მაგრამ ამ ყველაფრის დალაგებაა საჭირო და ამისთვის სწორი მმართველი და მმართველიბა გვჭირდება.

მე ვთქვი და ჯერი ქართველობაზეა რას ან ვის ვირჩევთ…!?

ლუარა ნიჟარაძე
ფონდ “გზა ცივილიზებული სახელმწიფოსკენ” გენერალური დირექტორი
13.08.2019წ

Facebook Comments
შეაფასეთ
მეტი

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *