"გზა ცივილიზებული სახელმწიფოსკენ" მხარდამჭერი ფონდი

“გზა ცივილიზებული სახელმწიფოსკენ” ფონდის სამუშაო შეხვედრა (7.08.201წ)

 

დღევანდელობის  მთავარ კითხვაზე: გვეშველება? ჩვენი პასუხია : გვეშველება-გადარჩენა მორალურ ადამიანთა ერთობაში,გულანთებულ და შიშველი ხელებით ბრძოლაში, თავგანწირვისთვის მზად მყოფ პოლიტიკოსებშია….მხოლოდ ამ გზით შეიძლება განათლებულ ადამიანთა ხელისუფლების შექმნა… ხელისუფლების,რომელიც გარედან არ მოიმართება და ხალხის მსახური იქნება! ჩვენ მზად ვართ ამ მიზნისთვის ბრძოლისა და თავგანწირვისთის.

სწორედ ეს იყო 5 აგვისტოს “მეფე დავითის” კომპლექსში,  მეცნიერთა დიდი შეკრების მიზანი. , რომლის შედეგებიც შEჯამდა 7 აგვისტოს “გზა ცივილიზებული სახელმწიფოსკენ” მხარდამჭერი ფონდის ოფისში გამართულ მორიგ სამუშაო შეხვედრაზე.

შეხვედრა მიჰყავდა ფონდის გენერალურ დირექტორს, ლუარა ნიჟარაძეს. სხდომის მთავარი თემა 5 აგვისტოს მეცნიერთა და ინტელიგენციის შეკრების გადაწყვეტილებების განხილვა და რეალიზება.

სხდომაზე პუნქტობრივად განიხილეს მეცნიერთა დიდი შეკრების გადაწყვეტილება და დაისახეს უმოკლეს ვადებში მისი განხორციელების გზები,

სხდომამ მიიღო გადაწყვეტილება, ყოველ პარასკევს 4 საათზე, შედგეს პირდაპირი ლაივი სოციალური ქსელიდან, რომელიც ასევე ტრანსლირებული იქნება “ქართული – TV” -ს ეთერში. გადაცემების მიზანია საზოგადოებას გავაცნოთ მეცნიერების ხედვა ქვეყანაში შექმნილ მძიმე პოლიტიკურ-ეკონომიურ მდგომარეობასთან დაკავშირებით და ის კონკრეტული წინადადებები, რაც აუცილებელია ქვეყნის გადარჩენისთვის.

Facebook Comments
5 (100%) 1 vote
მეტი

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *