მორალური გუნდი

(gmtv.ge)ოქროს გოგოს ოქროს გამოფენა ვენეციის ბიენალეზე – იამაყე, საქართველო!

ახალგაზრდა ქართველი მხატვრის თეკლა მელაძის გამოფენამ ვენეციის ბიენალეზე დიდი რეზონანსი გამოიწვია. “საქართველო ოქროს საწმისის სამშობლო”-ასე ერქვა ქართველი მხატვრის პერსონალურ გამოფენას.

-ვენეციის 58-ე ბიენალეზე პერსონალური გამოფენით წარდგენა უდიდესი გამოწვევა და ამავდროულად პასუხისმგებლობა გახლდათ ჩემთვის. მინდა დიდი მადლობა გადავუხადო იტალიურ სახელოვნებო ასოციაცია MUSA INTERNATIONAL ART SPACE-სს, ხოლო განსაკუთრებით აღსანიშნავია ჩემი შემოქმედების მიმართ დაინტერესება და მნიშვნელოვანი მხარდაჭერა, რომელიც გამოიჩინა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის სამინისტრომ, რაც გამოიხატა მნიშვნელოვან ფინანსურ მხარდაჭერაში, რის შედეგადაც მომეცა საშუალება წარმედგინა ჩემი შემოქმედება და ჩემი ქვეყანა ხელოვნების ისეთ მნიშვნელოვან საერთაშორისო გამოფენაზე, როგორიც ვენეციის ბიენალეა.-ამბობ თეკლა.

თეკლას ერთი წუთით არ შორდებოდა სასახლის მფლობელი სამუელ მურატი, რომელიც აღტაცებას და გაოცებას ვერ მალავდა.

-ეს ადამიანი, სამუელ მურატია, სასახლის მფლობელი, რომელიც, მოკლედ რომ გითხრათ, ემოციის გამოხატვის უდიდეს ხელოვნებას ფლობს. მიხარია, რომ მისი მოწონება დაიმსახურეს ჩემმა ნამუშევრებმა და ეს გამოფენა სამომავლოდ კარგი შემოთავაზების მიზეზი გახდა მისი მხრიდან, რომელის შედეგსაც წლის ბოლოს მოგახსენებთ.
ამ ულამაზეს სასახლეს, სადაც, როგორც ამბობენ, კეთილი მოჩვენებები ცხოვრობენ, შესანიშნავი არქიტექტურისა და ფერწერული ტილოების გარდა, ერთი განსაკუთრებული ადგილი აქვს, ძველი სტამბა-იხსენებს ახალგაზრდა მხატვარი.

გამოფენის გახსნაზე თეკლას საქართველოს ოქროს ფონდის ძველი წელთაღრიცხვით დათარიღებული უნიკალური სამკაულების ასლები ეკეთა, რისთვისაც მადლობას უხდის ჯაბა ლეპერტს და კომპანიას „ქართველი მჭედელი“.

ოქროს გოგომ კიდევ ერთხელ ასახელა საქართველო, უამრავი ახალი მიწვევაც მიიღო და სამომავლო გეგმებიც უფრო მრავალფეროვანი გახდა. Musa International Art Spice-ს პრეზიდენტმა, ნატალია გრინიუმა და კუბელმა კურატორმა, სუზეტე როდრიგესმა თეკლა კუბაში მიიწვიეს.

დაწვრილებით გამოფენის და თეკლას წარმატების შესახებ “იმედის” სიუჟეტიდან შეიტყობთ, ჩვენ კი კიდევ ბევრ წარმატებას ვუსურვებთ ახალგაზრდა მხატვარს. თამამად შეიძლება ითქვას, რომ თეკლა საქართველოს სიამაყეა.

 

 

 

 

 

Facebook Comments
შეაფასეთ
მეტი

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *