მედიამორალური გუნდი

(euronews.ge)ქართველი ქალბატონები, რომლებმაც უცხოეთს ქართველი ქალის დიდებული სახე აჩვენეს

ქალბ-ნები ლელა კუხიანიძე და ანა ბალამწარაშვილი საქართველოდან 12 -25 წლის წინ წავიდნენ საკუთარი სურვილით ემიგრაციაში. დღეს ისინი უცხო ქვეყნის მოქალაქეები არიან, თუმცა ინარჩუნებენ საქართველოს მოქალაქეობასაც, რადგან მათი მიზანი სამშობლოში დაბრუნებაა.

ქ.ნი ანა ბალამწარაშვილი ბელგიის სამეფოში 25 წელია ცხოვრობს ოჯახთან ერთად და წარმატებულად შრომობს და მოღვაწეობს. ის დღეს შემდგარი, წარმატებული ქართველი ქალბატონია, რომელიც უამრავ სასიკეთო საქმეს უდგას სათავეში. მისი აქტიურობით გაიხსნა ქართველ ემიგრანტთა საერთაშორისო ცენტრი ბელგიაში და ასევე გაიხსნა ქართველ ემიგრანტთა სახლი საქართველოში რომელიც უკვე 5 წელია არსებობს და უამრავი საინტერესო ღონისძიების ინიციატორია.

ქ.ნი ლელა კუხიანიძე უკვე თორმეტი წელია ოჯახთან ერთად შვედეთის სახელმწიფოში მოღვაწეობს. მისი უშუალო ინიციატივით გაიხსნა ქართველი ბავშვებისათვის საკვირაო სკოლა”ნერგები”,სადაც ქართველი ბავშვები ხელოვნებასთან ერთად ქართულ ენასა და საქართველოს ისტორიას სწავლობენ, რათა არ მოწყდნენ საკუთარ ფესვებს.

ეს ორი იდეალური ქალბატონი ქართველი ქალის დიდებული სახეა, რომლებმაც უცხოეთში საკუთარი ქვეყანის სახე და სიყვარული ღირსეულად აჩვენეს.

მათთან თანამშრომლობა ჩვენი ჯგუფისთვის დიდი შენაძენია. სწორედ აქედან იწყება გახლეჩილი საქართველოს გაერთიანება.დიდი მადლობა ამ ორ შესანიშნავ ქალბატონს თანამშრომლობისთვის.

Facebook Comments
5 (100%) 1 vote
მეტი

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *