მორალური გუნდი

ლელა კუხიანიძე: ჩემი წარმატება ჩემი ერის სიყვარულია.

უცხოეთში მცხოვრები წარმატებული ქართცელი, შვედეთში ჩვენი სათვისტომოს ხელმძღვანელი, ლელა კუხიანიძე საკუთარ ფეისბუქის გვერდზე წერს:

“როდესაც ტელევიზიებში მიწვევების დროს მეკითხებიან თქვენ ხართ წარმატებული ემიგრანტი: ვპასუხობ..ჩემი წარმატება ჩემი ერის სიყვარულია. მე საკუთარი კარიერა მეორე რიგში გადავიტანე და დღემდე ვბრძოლობ არ დავუკარგო სამშობლოს მისი შვილი, მისი ნერგი უცხოეთში.
პროექტი ,რომელიც ინნას ეკუთვნის და მე ვიყავი პირველი წლის ნომინანტი დღემდე ამაყად მომაქვს ჩემს პატრიოტ მეგობრებთან ერთად!

პროექტია თავად წარმატებული ” მე დავბრუნდები” იმიტომ,რომ უცხოეთში ,ღირსეულ ქართველებს წარმოაჩენს და სტიმულსაც აძლევს არ დაიღალოს…დიახ,არ დაიღალოს…რადგან უამრავი გიშლის ხელს გაჩერდე ან სულაც გაქრე !

მადლობა ინნაას, მადლობა ჩემს ხალხს,მადლობა საქართველოს, ჩვენი დაფასებისთვის!”
ჩვენის მხრივ, დავამატებთ: მადლობა ქალბატონ ლელას ამ სამშობლოს უშრეტი სიყვარულისთვის, ენთუზიაზმისა და საკუთარი ხალხისადმი რწმენისთვის. გვჯერა, რომ ეს რწმენა გადამდები იქნება ყველა ჩვენი ემიგრანტისთვის. ლელა კუხიანიძე მაგალითია ყველა ჩვენგანისთვის, თუ როგორ შეიძლება წარმატებული იყო უცხოეთში, და ამავე დროს არ დაივიწყო სამშობლო.

ჩვენს უცხოელ თანამემამულეებს მოგიწოდებთ, შემოგვეხმიანეთ და მოგვიყევით თქვენი ისტორიები, როგორ ცდილობთ სამშობლოდან მოშორებით შეინარჩუნოთ მშობლიური ფესვები.

Facebook Comments
1 (20%) 1 vote
მეტი

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *