"გზა ცივილიზებული სახელმწიფოსკენ" მხარდამჭერი ფონდი

ლუარა ნიჟარაძე: მე აქ ნამდვილი საქართველო ვნახე!!! (ლაშარობა – 2019_

 

პროექტ “გზა ცივილიზებული სახელმწიფოსკენ” მხარდამჭერი ფონდის დირექტორი, ლუარა ნიჟარაძე ლაშარობის დღესასწაულს თიანეთს სტუმრობდა.მდიდარი შთაბეჭდილებებით აღსავსე მოკლე ჩანახატები გამოაქვეყნა საკუთარ ფეისბუქგვერდზე. რომელთა ნაწყვეტებსაც ვაქვეყნებთ:

“ორდღიანი მოგზაურობა მთიულეთსა და თიანეთში მეგობრებთან ერთად ეს იყო არაჩვეულებრივი დასვენება ,განტვირთავა ყველაფრისაგან და იმავდროულად სულიერი საზრდოს მიღება,თორემ ლამის არის ჩვენი ქვეყნის კრიზისულმა მდგომარეობამ შესაძლოა ადამიანი დეპრესიაში ჩააგდოს….

აქ შევხვდით უსაყვარლეს პოეტს ტარიელ ხერხელაურს და ამ ისტორიულ შემთხვევას ხომ ხელიდან არ გავუშვებდით. ბ.ნმა ტარიელმა მისი ერთერთი უმშვენიერესი ლექსი წაგვიკითხა:
მანძილი შენამდე დიდია
მანძილი შენამდე დიდია,
შენიდან ჩემამდე – არც ისე
ამინდი საგრძნობლად მშვიდია,
მანცვიფრებ…
ჯერ კიდევ ჰყვავიან ატმები,
ქარია – მომიტანს რამე ჭორს,
მე ვამბობ, არ მომენატრები,
შენ სდუმხარ, იღიმი
საეჭვოდ,
ვარსკვლავნი აენთნენ,
რომ ვხედავ, შორი-შორს
საკმაოდ,
მე ახლა გიჟი ვარ საერთოდ –
ჩემს ჭკვაზე გადმომყავს სამყაროც,
მუდმივად რაღაცა მაწამებს
და ჩემში მუდმივად ბინდია,
და მაინც მიზიდავს
წამწამებს
მთვარე რომ ნისლივით ჰკიდია.
შორს სადღაც ჰყვავიან ატმები,
ქარია – მომიტანს რამე ჭორს,
მე ვამბობ, არ მომენატრები,
შენ სდუმხარ, იცინი
საეჭვოდ.”

თიანეთისკენ მიმავალ გზაზე იგრძნობდი რომ აქაურობას “პატრონი “ჰყავდა. ირგვლივ ყველაფერი მოვლილი და გაკეთებულია. გზა ბოლომდე ჯერ არ არის დამთავრებული -მოასფალტებული ,თუმცა დავინახეთ რომ გრძელდება სამუშაოები და ალბათ მალე თიანეთამდე მოასფალტებული გზა იქნება.
აქაურობის “ბატონპატრონი”ბ.ნი თამაზ მეჭიაური საზოგადოებისთვის კარგად ნაცნობი სახეა,ყველამ იცის რომ ბრწყინვალე მერია და ხალხს ძალიან უყვარს. ხელმძღვანელი ასეთი უნდა იყო,ხალხს უყვარდე.ხალხი ისე არ შეგიყვარებს თუ არ იმსახურებ.

აქ ვნახეთ ქართული სუფრის აკადემიურობა.უამრავი სტუმარი ჰყავდათ ლაშარობაზე თიანეთელებს და სტუმრებისთვის მდელოზე სუფრები ქართული ტრადიციული კულტურით იყო გაშლილი.
სუფრის თამადა ცნობილი მსახიობი გია ჯაფარიძე სადღეგრძელოსა და ლექსის უბადლო ოსტატია,ლექსს სიმღერა ენაცვლებოდა სადღეგრძელოს ლექსი…შესანიშნავი წყობა და ჩანაცვლება ოსტატურად ნათქვამი სიტყვისა და სიმღერის.მთიელი კაცის კაფიაობაც ვისმინეთ და ნამდვილი პოეტების მიერ წაკითხული ნამდვილი ლექსებიც,აქ არ გამორჩენიათ არც ის რომ 14 ივლისი ნოდარ დუმბაძის,ვაჟა ფშაველას,ქაქუცა ჩოლოყაშვილის ,თამარ ჩოლოყაშვილის დაბადების დღე იყო.
მე აქ ნამდვილი საქართველო ვნახე!!!

Facebook Comments
შეაფასეთ
მეტი

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *