"გზა ცივილიზებული სახელმწიფოსკენ" მხარდამჭერი ფონდისლაიდერი

ჩვენ ვერთვებით ამ დიდ პროცესში

 

საქართველოში მიმდინარე პროცესები დიდი მსჯელობის საგანია მეცნიერთა ჯგუფში”გზა ცივილიზებული სახელმწიფოსკენ”,საქართველო ფაქტიურად დღეს პოლიტიკურ და ეკონომიურ ჩიხშია შესული.გარე ძალების უხეშმა  ჩარევამ ქვეყნის შიდა პოლიტიკაში არეულობა და ქაოსი გამოიწვია,საქართველო დღეს მსოფლიოს თვალში პოლიტიზირებული ქვეყნის სახეა. გაღარიბებული ქართველი ხალხი და ნახევრად მშიერი პენსიონერები თითქმის არავის ახსოვს.საზოგადოების პოლიტიზირება ხდება ერთეული პოლიტიკოსების მხრიდან საკუთარი თბილი სავარძლებისა და პირადი კეთილდღეობის მისაღწევად. უმეტესობა ვერ აცნობიერებს რა სავალალო შედეგები შეიძლება მოჰყვეს მთავრობის მხრიდან სადავეებმიშვებულ მმართველობას. ქართველი ერი მიეჩვია ქუჩას და ქუჩის პოლიტიკას,ანუ თუ რაიმეს მიღწევა გინდა აქვია უნდა მოაწყო და ქუჩაში დაჯდე საშიმშილოდ. არასერიოზულმა მიდგომებმა ქვეყანა ლამის დაცალა ქართველებიდან. ხუთმილიონიან ქვეყანაში ორმილიონამდე იძულებითი ქვეყნიდან დევნილი გყავდეს, ნიშნავს საფრთხე ემუქრება ქართულ ეროვნულობას.

რეალობა ნამდვილად შემაშფოთებელია და ამიტომაც მეცნიერთა ჯგუფი “გზა ცივილიზებული სახელმწიფოსკენ” პოლიტიკური ციებ-ცხელების ფონზე განზე დგომას არ აპირებს, არამედ აქტიურად ჩავერთვებით ყველა იმ პროცესსა და ღონისძიებაში რაც ქვეყნის ბედ-იღბალს უკავშირდება.

მიუხედავად იმისა რომ ვთვლით პროპორციული არჩევნები ეს არ არის ის სისტემა რომლითაც ქართული სახელმწიფო მოიგებს, ჩვენ ვერთვებით ყველა საჯარო განხილვასა და დებადებში ,რაც არჩევნებთან იქნება დაკავშირებული. ასევე ნებისმიერი პოლიტიკური პარტიის ინიციატივით მოწყობილ ღია დისკუსიაში მივიღებთ მონაწილეობას, თუ ასეთი შეხვედრები ჩვენთვის  გახდება ცნობილი.

 

ლუარა ნიჟარაძე

ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი

საკონტაქტო ტელეფონი: 555937548

02.07.2019წ

Facebook Comments
შეაფასეთ
მეტი

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *