"გზა ცივილიზებული სახელმწიფოსკენ" მხარდამჭერი ფონდისლაიდერი

(euronews.ge)ხალხი, ვინც რეალურად უნდა იყოს აღელვებული შექმნილი მდგომარეობით, დუმს და არაფერში ერევა”

რაც დღეს ხდება საქართველოში ეს პროცესები ქვეყანას არ მიიყვანს სასიკეთო დასასრულამდე,მოძალადე პოლიტიკოსები ,რომლებიც სახელმწიფო გადატრიალებას ცდილობდნენ და ვერ შეძლეს, არ გაჩერდებიან, სანამ ქვეყანას არ არევენ, და ისევ არეულ პოლიტიკურ პროცესებს სათავისოდ არ გამოიყენებენ.
თავის დროზე დაუსჯელობის სინდრომმა, ბევრ ვაი პოლიტიკოსს საპარლამენტო მანდატიც მისცა და აღმასრულებელ ხელისუფლებაში ყოფნის უფლებაც. სწორედ ოცნების ხელისუფლების ბრალია, როცა კანონი ვერ აკანონეს, ან არ შეასრულეს. სწორედ ამიტომ უბრუნდებათ ოცნების ლიდერებს და აღმასრულებელ ხელისუფლებას ბუმერანგივით ბრალდებებით, ნაციონალური მოძრაობის ლიდერები. თავის დროზე ნაციონალური მოძრაობის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებები უნდა გასამართლებულიყო და დასჯილიყვნენ დამნაშავეები. საქართველოში დანაშაულებრივ ქმედებებზე დაუსჯელიბის სინდრომს მიჰყავს პოლიტიკა ქუჩაში. ეს ალბათ მარტო ქართულ სინამდვილეში ხდება , მუდმივად ქუჩიდან მოდიან ჯერ პოლიტიკაში და შემდგომ აღმასრულებელ ხელისუფლებაში.ა მიტომაც ვერ შევდექით როგორც სახელმწიფო.
აქამდე ნაცმოძრაობა ცდილობდა საკუთარი სახის დამალვას, თუმცა მიხვდნენ რომ არ გამოუვიდათ და დღეს საბოლოოდ გადაწყვიტეს გამოჩენა. ხელიხელჩაკიდებულნი მიუყვებიან რუსთაველის ქუჩას.

რაც ვერ შეძლეს ცხრა წლის განმავლობაში, ახლა ცდილობენ ისევ ძალისმიერი მეთოდებით მობრუნდნენ და ვინ იცის რა აქვთ შემდგომში ჩაფიქრებული. ქვეყნისთვის სიკეთე რომ არა, ამას თავიანთი მოწოდებებიც მიგვანიშნებს.
რუსეთისგან ოკუპირებულად საქართველო ვინ აქცია, თუ არა ნაციონალურმა მოძრაობამ და მათმა ლიდერმა მიხეილ სააკაშვილმა, თუ ამაზეც უარს იტყვიან, არა ჩვენ დროს არ მოხდაო, არც გამიკვირდება, ცდილობენ ისტორიაც ისე გააყალბონ, როგორც კანონები გააყალბეს ქვეყანაში და სათავისოდ მოირგეს.
აქციეს საქართველო რუსეთისგან ოკუპირებულად და ისევ თვითონ გაჰკივიან “ოკუპანტი “რუსეთიო, ვითომ მათ ბატკანიც არ დაუკლავთ ამ საქმეში. ისევ თვითონ იწვევენ რუსეთს აგრესიისთვის საქართველოზე. დაფიქრდით, განა ეს ასე არ არის????

ანუ ქვეყანა ნაცმოძრაობის გარეშე ვერ ან არ იმართება და ამას უშვებს მმართველი პარტია- ოცნება.
ქვეყანა მძიმე პოლიტიკურ და ეკონომიურ კრიზისშია.

ხალხი ,ვინც რეალურად უნდა იყოს აღელვებული შექმნილი მდგომარეობით, დუმს და არაფერში ერევა,ხშირად არჩევნებზეც არ მიდის უმრავლესობა, თითქოს ქვეყნის ბედი დინებას მიუშვეს…
ცხადზე უცხადესია ამ ორი პარტიის მმართველობამ შეიწირა ქვეყანა.საფრთხე უდგას საქართველოს სახელმწიფოებრიობას და ყოველივე ქართულს.

გადაწყვეტილად ვაცხადებ: სისტემური მმართველობა უნდა შეიცვალოს მთლიანად და უარი ეთქვას ნაციონალურ მოძრაობას და ოცნებასაც .
ქართველმა ხალხმა ეს თუ არ გავაკეთეთ, ქვეყანა აღარ გვექნება.

მზად ვარ ვიდგე ქუჩაშიც თუ სხვა გზა არ არის, მაგრამ მხოლოდ იმ ადამიანების გვერდზე, ვისაც ნამდვილად აღელვებს ქვეყნის ბედი და საქართველო.

საქართველოს დღეს გონიერი და პატრიოტი ადამიანების შველა სჭირდება.
ვაჩვენოთ ძალა ქართველმა ხალხმა.!

Facebook Comments
შეაფასეთ
მეტი

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *