"გზა ცივილიზებული სახელმწიფოსკენ" მხარდამჭერი ფონდისლაიდერი

საერთო ძალისხმევით უნდა შევძლოთ – „ქართული TV“ -ს რეორგანიზაციის სამ ეტაპიანი პროგრამა

მეცნიერთა დიდ ჯგუფთან შეთანხმებით და ამ საქმეს კოორდინაციას უწევდა ქვეყნის განვითარების კონცეფციის “გზა ცივილიზებული სახელმწიფოსკენ“ მხარდამჭერი ფონდის სამეთვალყურეო საბჭო და დირექტორატი, შედგა  დიდი მოღვაწეების, ბატონების მერაბ ბერძენიშვილის, რეზო  ჩხეიძის, „ქართული ერთობის დარბაზის“  საბჭოს წევრების: ანზორ ერქომაიშვილის, გიგა ბათიაშვილის, გივი თოიძის, არნოლდ გეგეჭკორი, ტარიელ ხარხელაური, რომან რურუა , თემურ გუგუშვილი, ომარ მხეიძე  დაფუძნებული  ტელეკომპანია „ქართული ტვ“ -ს რეორგანიზაციის სამ ეტაპიანი პროგრამა .

დღეს, 17 ივნისს ამოქმედდა  პირველი ეტაპი, რომელიც დასრულდება 1 სექტემბრისთვის.

საერთო ძალისხმევით უნდა შევძლოთ, რომ მეორე ეტაპზე მაუწყებლობა იყოს მთელ მსოფლიოზე; მესამე ეტაპი უნდა დავიწყოთ 2020 წლის 1 იანვრიდან.

ყოველი მოაზროვნე და მორალური ადამიანის  ადამიანური ვალდებულებაა, რომ საქართველოში არსებობდეს მართალი ტელევიზია, როგორს ამის თაობაზე ოცნებობდნენ ამ საქმის სათავეებთან მდგომი სახელმწიფო კაცები.

ჩვენი დიდი სურვილია, გავხდეთ ამ ტელევიზიის მაყურებლები, სხვების ჩართვაც შევძლოთ ამ პროცესში, კრიტიკური თვალით შევხედოთ ყველაფერს და პირველი ეტაპის ბოლოს ერთობლივი გადაწყვეტილებით დავამტკიცოთ მეორე ეტაპის სრული პროგრამა.

ჩვენ ყოველთვის პატივისცემით ვიხსენებთ ამ დიდი კაცების მიერ მიღებულ დიდ ქართულ პროგრამულ დოკუმენტს „მოქმედების მანიფესტი – ერთი სამშობლო, ერთიანი ერი,გაერთიანებული სახელმწიფო“ ვიხსენებთ ბატონი რეზო ჩხეიძის გულიან წერილსა და მიმართვას ქართველი ხალხისადმი, ვიხსენებთ მეცნიერთა მიერ შედგენილ პროგრამულ კონცეფციას „გზა ცივილიზებული სახელმწიფოსკენ“ და გელათში მიღებულ  პროგრამას: „ახალი განზომილება – რა შევცვალოთ, რომ გადავრჩეთ“.

ყველაფერი ამის განხორციელება შეუძლია „მორალურ გუნდს“, რომლის წევრობა საპატიოცაა და საპასუხისმგებლოც. საპატიო -იმიტომ, რომ ხარ იმ მამულიშვილთა შორის, ვინც ამ საქმეზე ფიქრობს, საპასუხისმგებლო , იმიტომ, რომ რაც ამ პროგრამებში წერია, უნდა შევასრულოთ, და უიმედობაში მყოფ ქართველ ხალხს, საქართველოს მოქალაქეებს, საქართველოს შვილებს, ჩვენს მეგობრებს იმედი დავუბრუნოთ.

“ქართული TV” – ს ყურება შესაძლებელია მაგთი – 46 არხზე.სილქნეტ –  259 ზე.
ტელევიზია ასევე გადაიცემა MYVIDEO – ზე.

იხ.. ტელევიზია “ქართული TV” ლაივი 

„მოქმედების მანიფესტი – ერთი სამშობლო, ერთიანი ერი,გაერთიანებული სახელმწიფო“

„ახალი განზომილება – რა შევცვალოთ, რომ გადავრჩეთ“.

გზა ცივილიზებული სახელმწიფოსკენ“

რეზო ჩხეიძე: კიდევაც დაიზრდებიან

პ.ს. შემოგვიერთდით.  დაგვიმეგობრდით ფეისბუქის პროფილზე “გზა ცივილიზებული სახელმწიფოსკენ” და გაწევრიანდით ჯგუფში “მორალური გუნდი”

Facebook Comments
3 (60%) 1 vote
მეტი

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *