"გზა ცივილიზებული სახელმწიფოსკენ" მხარდამჭერი ფონდიმორალური გუნდი

გაწევრიანდით “მორალურ გუნდში”!

მეგობრებს –

ვინც თვალს ადევნებთ აქტივობას “გზა ცივილიზებული სახელმწიფოსკენ” გთხოვთ გაწევრიანდით “მორალურ გუნდში”რომელიც წარმოადგენს მთავარ ძალას იმ მიზნობრივი პროგრამების განსახორციელებლად რაც გათვალისწინებულია წიგნებად გამოცემულ ორ განზომილებაში”გზა ცივილიზებული სახელმწიფოსკენ”და “ახალი განზომილება”,ეს არის სამოქმედო კონცეფცია- პროგრამა ქართული იდეოლოგიით,ქართული გზით ,რომლითაც უნდა იაროს საქართველომ.
თითოეულ ჩვენთაგანზეა დამოკიდებული როგორ საქართველოში გვინდა ცხოვრება,რა გავაკეთოთ ერთად იმისათვის, რომ გადავარჩინოთ ჩვენი ეროვნულობა,რომელსაც ასე ებრძვიან გარე ძალები შიდა ქართული ძალებით.

ჩვენ არა ვართ ის გუნდი ვინც ქაოსისაკენ წაიყვანს ქვეყანას,ჩვენ ვართ გუნდი რომელიც ითანამშრომლებს ყველასთან ,ვისთვისაც უპირველესია სამშობლო.ვისაც გათვითცნობიერებული აქვს რეალური მძიმე მდგომარეობა და პირად კეთილდღეობაზე მაღლა აყენებს სამშობლოს ინტერესებს.ჩვენ არ ვაპირებთ თანამშრომლობას ისეთ ძალებთან ვინც იმართებიან გარედან,ვისაც დანაშაული მიუძღვის ერის წინაშე და ვინც გამდიდრდა ქართველი ერის გაღარიბების ხარჯზე.ამიტომაც ჰქვია “მორალური გუნდი”.
მორალისტთა აქტივობა შეცვლის ამ ქვეყანას და ჩვენ შევძლებთ ერთად გადავიდეთ სწორი განვითარების რელსებზე სამართლიანი ძლიერი სახელმწიფოს ასაშენებლად.

მორალური გუნდის წევრობა ნიშნავს საკუთარ თავზე აიღო პასუხისმგებლობა შენი ქვეყნის უკეთესი მომავლისათვის აკეთო ის, რაც გევალება როგორც საქართველოს მოქალაქეს,როგორც ქართველს .ნიშნავს იბრძოლო უკეთესი სახელმწიფოს შესაქმნელად,შემოიკრიბო შენს ირგვლივ თანამოაზრეები,გახადო ისინი მორალური გუნდის წევრი,მონაწილეობა მიიღო სახელმწიფო კაცების საკრებულოს შექმნაში,პიროვნებათა პარლამენტის ჩამოყალიბებაში,გახდე მართალი ქართული ტვ.ს აქციონერი,ხმა მიაწვდინო ქართულ ემიგრაციას და იყო დელეგაციის ერთერთი წევრი . აქტიური მონაწილეობა მიიღო ყველა იმ პროცესში რასაც ქართული გზით სიარული ჰქვია.

ამავდროულად ჩვენი გუნდი უარს აცხადებს ყოველგვარ გარედან შემოსულ დაფინანსებაზე,რადგან ეს მიზნებიდან გადახვევას ნიშნავს.შექმნილია ფონდი ამ პროგრამების მხარდასაჭერად ,ამ ფონდმა სწორედ მორალური გუნდიდან შემოსულ საწევრო გადასახადების ხარჯზე უნდა იარსებოს ,რაც თვეში შეადგენს სიმბოლურ თანხას 5 -35 ლარის ოდენობით.იხდი საწევრო გადასახადს ნიშნავს აკონტროლებ ფონდის ბიუჯეტს და აქტიურად ხარ ჩართული ყველა პროცესში.

ყოველი შემოსული თეთრიც კი ასახვას ჰპოვებს საერთო სიაში, რომელიც შემდგომში წიგნად აიკინძება.და გადაეცემა ისტორიას.და მეორე, გახარჯული თანხები საჯაროდ განიხილება 2020 წლის შემოდგომაზე, ყოველთა ქართველთა საქართველოს შვილთა და საქართველოს მეგობართა მსოფლიო კონგრესზე.
დიდი მადლობა ყველას ვინც ითანამშრომლებს და თავის წილ აგურს დადებს საქვეყნო და საერო საქმეში.

მადლობა ყველა იმ ადამიანს ვინც უკვე აქტიურად თანამშრომლობს ,ვინც გაიზიარა მორალური გუნდის პრინციპები და ყოველთვიურად იხდის გადასახადს.ჩვენ ერთი გუნდი ვართ.და გუნდის თითოეული წევრი თავად ხდება პროცესების ხელმძღვანელი.
აქვე ვაქვეყნებთ ფონდის ანგარიშებს:

ანგარიში ლარებში: სს ლიბერთი ბანკი GE66LB0115181809573000

USD: Liberty Bank GE39LB0115181809573001

EUR: სს ლიბერთი ბანკი GE12LB0115181809573002

ბანკის კოდი:LBRTGE22

ჩვენ ძლიერი გუნდი ვართ!!!

Facebook Comments
შეაფასეთ
მეტი

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *