"გზა ცივილიზებული სახელმწიფოსკენ" მხარდამჭერი ფონდისლაიდერი

რიგითი სამუშაო შეხვედრა” გზა ცივილიზებული სახელმწიფოსკენ”ფონდის ოფისში. აქ საინტერესო წინადადებებს მოისმენთ

რიგითი სამუშაო შეხვედრა” გზა ცივილიზებული სახელმწიფოსკენ”ფონდის ოფისში.

აქ საინტერესო წინადადებებს მოისმენთ. შეგიძლიათ ყველა გვესტუმროთ ვინც გაცნობილი ხართ საზოგადოებრივი პროექტის “გზა ცივილიზებული სახელმწიფოსკენ” პროგრამულ ნაწილებს.ვინც ჯერ კიდევ არ იცნობთ აქ თქვენ უფასოდ გადმოგეცემათ ქართული გზით საქართველოს გადარჩენის პროგრამები.რთული გზაა გასავლელი,თუმცა იოლად ვის უვლია ,ვისაც სამშობლო გულით უტარებია და ფულზე არ გაუყიდია.

საქართველოს გადარჩენის ერთადერთი გზა ქართული გზაა,და სწორედ ამ გზაზე შემდგარ ადამიანთა ერთობით მივალთ საბოლოო გამარჯვებამდე.ვინც ჯერ კიდევ ვერ ითავისებს ეროვნულ ღირებულებებს და ეროვნულ ფასეულობებს თუ რა მნიშვნელობა აქვს ძლიერი სახელმწიფოსათვის, იმას ვერც ის გაუგია რა არის მისი ამქვეყნიური არსი,სამშობლო ხომ თითოეული ჩვენთაგანის ოჯახია,და ისე როგორც არ გვეპატიება ქრისტიანული ოჯახური სიწმინდეების ღალატი ,არც სამშობლოს ღალატი გვეპატიება.ღალატია ,როცა ხედავ რომ რაღაცა ვერ არის კარგად შენს ქვეყანაში და შენ დუმხარ,განზე დგები და ელოდები საით ჩაგივლის ქარავანი.ღალატია ,როცა ფულისთვის რწმენას ყიდი და იქ დგები სადაც შენს სამშობლოს ებრძვიან.ღალატია, როცა აქებ იმას ვინც შენი ქვეყანა ამ დღეში ჩააგდო.ღალატია, როცა უარესისგან ისევ უარესს ირჩევ.

“განა ამისთვის იბრძოდნენ წარსულში მამა-პაპანი,დღეს შვილმა აღარ იცოდეს შენი” სამშობლო სად არის”…ჰოდა ეს დღე უდგას ჩვენს ქვეყანას,გვათითოკაცებენ,გვდევნიან ქვეყნიდან იძულებით ლუკმა-პურის საშოვნელად,უდედოდ გვაზრდევინებენ შვილებს,უპატრონოდ გვატოვებინებენ მოხუცს მშობლებს ,რომლებიც ჩვენს დაბრუნებას ვერც კი მოესწრებიან.ცრემლსაც ვერ დავღვრით მათ სასაფლაოზე ,რადგან ის ცრემლი უკვე გამშრალია,ბოლო გზაზეც რომ ვერ გავაცილეთ იქ გაგვეყინა ცრემლები ალბათ.

სად ხართ ქართველნო ,რატომ ვდუმვართ და გუნდრუკს ვუკმევთ ფულით შემოსულ უცხოთა ჯარს,უომრად რომ დაგვიმორჩილეს.რჯულს გვიგინებენ,ენას გვიბილწავენ,მამულს გვართმევენ ,სკოლებში განათლებას გვიკნინებენ,ერს აშიმშილებენ გაზლუქული ძეველი თუ ახალი პარტიები მილიონობით თანხას ითვისებენ ბიუჯეტიდან,და პარლამენტის სხდომებზე ან ძინავთ ან ტელეფონს ეთამაშებიან,ამ უკანონო ქვეყანაში კანონებს სათავისოდ ირგებენ და ჩვენ “ხალხს გვაშტერებენ”.

“გზა ცივილიზებული სახელმწიფოსკენ” მეცნიერთა ჯგუფმა ხალხის წერილი გაუგზავნა პრემიერ მინისტრს,პრეზიდენტს,პარლამენტის თავმჯდომარეს ათასობით ადამიანის ხელმოწერით და ამაზე პასუხი არ მიგვიღია….ეს რომ სხვა რომელიმე დემოკრატიულ ქვეყანაში მომხდარიყო აქამდე ყველა ხელისუფალი თანამდებობიდან განთავისუფლებული იქნებოდა,ჩვენ კი პასუხის ღირსადაც არ გვხდიან,მაშ რამ დაგვადუმა….???
მოდით ჩვენთან შემოგვიერთდით და ერთად გავარღვიოთ დუმილის ტალღა.

” გზა ცივილიზებული სახელმწიფოსკენ”ფონდის გენერალური დურექტორი.
ლუარა ნიჟარაძე.

მისამართი.თბილისი, ვახტანგ ბოჭორიშვილის ქ.37 ა.საკონტაქტო ტელეფონი .555937548.

Facebook Comments
შეაფასეთ
მეტი

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *