"გზა ცივილიზებული სახელმწიფოსკენ" მხარდამჭერი ფონდიმედია

ლუარა ნიჟარაძე: უიმედობის ნიჰილიზმა დაადუმა ხალხი. თქვენ კი იძახით რაც მოგესურვებათ!

ფონდ “გზა ცივილიზებული სახელმწიფოსკენ” გენერალური დირექტორი ლუარა ნიჟარაძე ეხმაურება საქართველოს პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის განცხადებას:  “უმუშევრობა ბოლო 15 წლის რეკორდულ ნიშნულამდე შემცირდა”

“გეთანხმებით ბ.ნო მამუკა,ჩვენს ქვეყანაში უმუშევრები აღარ არიან?!ის ვინც უმუშევარი იყო ორმილიონამდე ადამიანი ქვეყნის გარეთ იძულებით დევნილი გახდა ,სამუშაოს საძებნელად გადაიხვეწა.ახალგაზრდები ან სკოლაში სწავლობენ, ან ქვეყანას ტოვებენ ისე ,რომ უმაღლეს სასწავლებლებში არც დადიან და არც ამთავრებენ,პენსიონერები სულს ძლივს ითქვამენ ორასლარიანი პენსიით და ნახევრად შიმშილობენ.უმუშევარ მამაკაცთა რიცხვი ოჯახშია დასაქმებული ,უდედოდ დარჩენილ შვილებს უვლიან.

ამ ფონზე პარტიების, პარლამენტარების და სხვა სახელმწიფო ხელისუფალთა ხელფასები კოლოსარულ ციფრებს აღწევს.რეკორდული მაჩვენებელია ნამდვილად თქვენი და თქვენი წინამორბედის “ნაყოფიერი”მუშაობის შედეგად მიღებული. ხალხიც დუმს,აღარავინ გეკამათებათ ისე სჯერათ თქვენეული ტყუილ-მართალი,ან შიშით არიან დადუმებული ვაითუ ის მცირედიც დაკარგონ რაც აქვთ,ან კიდევ უიმედობის ნიჰილიზმა დაადუმა ეს ხალხი.თქვენ კი იძახით რაც მოგესურვებათ,ვინმე გეკამათებათ…????”, –  აცხადებს ფონდ “გზა ცივილიზებული სახელმწიფოსკენ” გენერალური დირექტორი 

იხ.

 

Facebook Comments
შეაფასეთ
მეტი

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *