"გზა ცივილიზებული სახელმწიგოსკენ" მხარდაჭერის ფონდი"გზა ცივილიზებული სახელმწიფოსკენ" მხარდამჭერი ფონდი

ჩვენი ქვეყნის მრავალსაუკუნოვანი ისტორია წარმოუდგენელია ბაგრატოვანთა სამეფო სახლის გარეშე

ფონდ "გზა ცივილიზებული სახელმწიფოსკენ" პრეს-ცენტრის განცხადება

26 მაისს, ლევილში, „ქართული ერთობის დარბაზის“, „მეცნიერთა კონგრესის – ეროვნული თანხმობისთვის“ და ფონდ „გზა ცივილიზებული სახელმწიფოსკენ“ ერთობლივ ღონისძიებაზე უსიამოვნო გაუგებრობა მოხდა. მშვიდობის ფონდის თავმჯდომარის, ფერდინანდ ლორთქიფანიძის მიერ ბატონიშვილ ალექსანდრე ბაგრატიონისთვის პატივდების სიგელით დაჯილდოებისას ქართველთა სათვისტომოს თავმჯდომარემ, ვინმე ბ-მა კეკელიძემ მკვეთრ ფორმაში გამოხატა პროტესტი იმ მოტივით, რომ თითქოს ხსენებული დაჯილდოება რაიმე ფორმით აღნიშნავდა საქართველოში სამეფო დინასტიის აღდგენის მოთხოვნას.

ამასთან დაკავშირებით ვაცხადებთ.
ჯერ ერთი ჩვენთვის გაუგებარია პიროვნების, თუნდაც (სამეფო გვარისა) დაჯილდოების დაკავშირება ისეთ მნიშვნელოვან საკითხთან, რასაც მთელი ერი უნდა წყვეტდეს და მეორე, ჩვენთვის აბსოლუტურად მიუღებელია განსხვავებული, თუნდაც საპირისპირო პოზიციისადმი ასეთი მკვეთრი, უხეში დამოკიდებულება. ეს არ არის არც ქართული, არც ქრისტიანული, არც ცივილიზებული გზა. ეს მით უფრო არ შეშვენის ქართველთა სათვისტომოს ხელმძღვანელს, ვისი მთავარი მიზანი უნდა იყოს ქართველობის გაერთიანება და არა დაპირისპირება.

რაც შეეხება ბაგრატოვანთა დინასტიას.

ჩვენი ქვეყნის მრავალსაუკუნოვანი ისტორია წარმოუდგენელია ბაგრატოვანთა სამეფო სახლის გარეშე. ამ გვარის ცხრასაუკუნოვანი მეფობა არის მაგალითი გმირობის, სიბრძნის და მოწამეობრივი ცხოვრებისა . ბაგრატოვანთა გვარი საყოველთაოდ არის აღიარებული, როგორც მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული სამეფო დინასტია.
რაც შეეხება საკონსტიტუციო მონარქიას, ის მხოლოდ ქართველი ხალხის საყოველთაო შეთანხმების საგანი უნდა გახდეს, აქვე აღვნიშნავთ, რომ არაერთი მაგალითი გვაქვს წარმატებული, აყვავებული ქვეყნებისა სადაც სწორედ კონსტიტუციური მონარქიაა და რომლებიც არიან ჭეშმარიტი დემოკრატიული ღირებულებების მატარებელნი.

კიდევ ერთხელ ვიმეორებთ: ჩვენ პატივს მივაგებთ ჩვენი ქვეყნის წარსულს, ისტორიას, ფასეულობებს და დინასტიას, რომელმაც ცხრა საუკუნის მანძილზე ღირსეულად ატარა ღვთისგან და ერისგან დაკისრებული უმძიმესი მისია და ხაზგასმით აღვნიშნავთ, ჩვენთვის უმთავრესია განსხვავებული შეხედულებების ქართველთა ერთიანობა, ურთიერთ გატანა და სხვათა აზრის პატივისცემა. ჩვენი დევიზი ხომ ბიბლიური ჭეშმარიტებაა: “მთავარში – ერთობა, სადავოში – თავისუფლება და ყველაფერში – სიყვარული”.

საზოგადოებრივი პროექტის “გზა ცივილიზებული სახელმწიფოსკენ” მხარდამჭერი ფონდის
პრეს-ცენტრი
28.05.2019წ

Facebook Comments
შეაფასეთ
მეტი

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *