"გზა ცივილიზებული სახელმწიფოსკენ" მხარდამჭერი ფონდიქართველთა მსოფლიო კონგრესი

ლევილის კონგრესში მონაწილე ჯგუფის სამუშაო შეხვედრა ” გზა ცივილიზებული სახელმწიფოსკენ” ფონდის ოფისში

17 მაისს, ” შედგა სამუშაო შეხვედრა ” გზა ცივილიზებული სახელმწიფოსკენ” ფონდის ოფისში ყოველთა ქართველთა ,საქართველოს შვილთა და საქართველოს მეგობართა მსოფლიო კონგრესის მონაწილე ჯგუფის ნაწილთან,რომლებიც მიემგზავრებიან 26 მაისს საფრანგეთში ლევილის ქართველთა მამულში ,რათა მონაწილეობა მიიღონ ლევილის კონგრეს-სესიაში.

განხილული იქნა პროგრამული ნაწილის ძირითადი საკითხები და მონაწილეთა სადისკუსიო რეგლამენტი. ეს კონგრესი მნიშვნელოვანია რამდენადაც ემთხვევა საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ,მოხდება საფრანგეთის ქართულ დიასპორასთან შეხვედრა ,კიდევ ერთხელ გავიხსენებთ ქართველ მამულიშვილებს რომლებმაც დაწერეს ქართული ისტორია და ამ ისტორიის მემკვიდრენი გახდნენ.

განხილული იქნება დიასპორიის პრობლემური საკითხები და მათი გადაჭრის რეალური გზები.რათა დავუბრუნოთ წართმეული იმედი საქართველოში დაბრუნებისა და ვაგრძნობინოთ, რომ ემიგრანტები გახლეჩილი საქართველოს ნაწილინი არიან და უნდა მოხდეს საქართველოში დარჩენილთა და საქართველოს ფარგლებს გარეთ გასულ ქართველთა გაერთიანება.

Facebook Comments
შეაფასეთ
მეტი

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *