"გზა ცივილიზებული სახელმწიფოსკენ" მხარდამჭერი ფონდისლაიდერი

დიდი მადლობა ყველას, ვინც  შეუერთდება ამ დიდი ეროვნული განწყობის პროცესს

ძვირფასო მეგობარო

მეცნიერთა დიდმა ჯგუფმა მრავალწლიანი დაძაბული მუშაობის შემდგომ, შექმნა ქვეყნის განვითარების კონცეფცია, „გზა ცივილიზებული სახელმწიფოსკენ“ და პროგრამული დოკუმენტი „ახალი განზომილება – რა შევცვალოთ, რომ გადავრჩეთ“. ეს დოკუმენტები მიიღო „ყოველთა ქართველთა, საქართველოს შვილთა და მეგობართა“ კონგრესის გელათის სესიამ მიმდინარე წლის 8 თებერვალს, გელათის მეცნიერებათა აკადემიის ისტორიულ კომპლექსში, 8 თებერვალს, დავითობას.

ჩვენ მიერ შემუშავებულ კონცეფციასთან დაკავშირებით, უწმიდესმა და უნეტარესმა, საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა ილია მეორემ ბრძანა, რომ ყველაფერი ეს ჰაერივით სჭირდება ჩვენს ქვეყანას და მისი რეალიზაციის აუცილებელი პირობაა ხალხის, ეკლესიისა და ხელისუფლების ერთობა.

ამ განწყობით  და  პროგრამული დოკუმენტებით მივმართეთ ქვეყნის უმაღლეს ხელისუფალთ, მივდივართ საფრანგეთში, ლევილის ქართველთა მამულში, სადაც 26 მაისს,  საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, გაიმართება კონგრესის ლევილის სესია. ორი წლის განმავლობაში ასეთივე სესიები უნდა ჩატარდეს მსოფლიოს 40 ქვეყნის 85 ქალაქში, სადაც 1000- ზე მეტი ჩვენი თანამემამულე ცხოვრობს. ყველაფერი ეს დასრულდეს  თბილისში „ყოველთა ქართველთა, საქართველოს შვილთა და მეგობართა“ მსოფლიო კონგრესით, რომელიც მიიღებს მომავლის საქართველოს პროგრამას, რომელზეც  მეცნიერებათა აკადემიის პატრონაჟით მუშაობა დაწყებული გვაქვს.

ორი წლის განმავლობაში გათვალისწინებულია:

  • „სახელმწიფო კაცების საკრებულოს“ შექმნა, რომლის იდეა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს უწმიდესსა და უნეტარეს ილია მეორეს ეკუთვნის
  • ეროვნული განწყობის, ქართული ტრადიციების, ოჯახის ინტერესების დამცველი მართალი ტელევიზიის შექმნა, რომლის იდეა ეკუთვნით უდიდეს მოღვაწეებს, მერაბ ბერძენიშვილსა და რეზო ჩხეიძეს და მხარდაჭერილია მეცნიერთა კონგრესის ეროვნული თანხობისთვის“  და   ქართული ერთობის დარბაზისმიერ.

გელათშივე გადაწყდა ამ პროგრამული დოკუმენტების და საერთოდ, საზოგადოებრივი პროექტის გზა ცივილიზებული სახელმწიფოსკენ მხარდაჭერის ფონდის შექმნა.  მეცნიერებს მიგვაჩნია, რომ ეს პრინციპული საკითხია და ბევრნი უნდა გავხდეთ ამ პროცესის მონაწილე ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში, როგორც ამას ჩვენი მამულიშვილობა და  სინდისი გვკარნახობს .

სასიხარულოა, რომც ჩვენს მოწოდებას უკვე მოჰყვა უამრავი გამოხმაურება. ხოლო „მორალური გუნდის“ წევრებმა   მიიღეს გადაწყვეტილება,ყოველთვიურად, საწევროს სახოთ ფონდის ანგარიშზე შეიტანონ თანხა  – 5 ლარიდან, 30 ლარამდე.

დიდი მადლობა ყველას, ვინც  შეუერთდება  ამ დიდი ეროვნული განწყობის პროცესს, რომლის წევრი შეიძლება გახდეს მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში მცხოვრები ჩვენი თანამემამულე და ჩვენი ქვეყნის მეგობარი.

 

მეცნიერებათა დოქტორები:

 კობა კობალაძე   – ფონდის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე

ზურაბ ფარესიშვილი -ფონდის  სამეთვალყურეო საბჭოს წევრი

ლუარა ნიჟარაძე -ფონდის  გენერალური დირექტორი

ფერდინანდ ლორთქიფანიძე – ფონდის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი, ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე, საქართველოს საერთაშორისო მშვიდობის ფონდის პრეზიდენტი

პ.ს.  ვაქვეყნებთ საზოგადოებრივი პროექტის – გზა ცივილიზებული სახელმწიფოსკენ მხარდამჭერი ფონდის ანგარიშებს.

ანგარიში ლარებში: სს ლიბერთი ბანკი GE66LB0115181809573000;

USD: Liberty Bank GE39LB0115181809573001;

EUR: სს ლიბერთი ბანკი GE12LB0115181809573002

ბანკის კოდი:LBRTGE22

Facebook Comments
შეაფასეთ
მეტი

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *