"გზა ცივილიზებული სახელმწიფოსკენ" მხარდამჭერი ფონდიმეცნიერთა კონგრესისლაიდერი

სტუმრობა მცხეთაში ცნობილი მეწარმისა და მეცენატის, ყოფილი პოლიციელის, დავით ზეიკიძის მიწვევით

დღევანდელი სტუმრობა მცხეთაში თბილისის პოლიციის სამმართველოს ყოფილ უფროსის ბ. ნ დავით ზეიკიძის მიწვევით შედგა, შეხვედრას ფონდის “გზა ცივილიზებული სახელმწიფოსკენ” გამგეობის წევრებთან ერთად, პოლიტიკოსი თეიმურაზ შაშიაშვილიც ესწრებოდა. 
ბ.ნი დავითი ამჟამად დიდი ქართული საწარმოს “ლიდერფულდის” დირექტორი გახლავთ.ეს არის უნიკალური ქართული სტანდარტების /რომელიც არაფრით ჩამოუვარდება საქართველოში გაფეტიშებულ ევროპულ სტანდარტებს/ ძვირფასად მოწყობილი ძეხვის საწარმო,სადაც 700 პიროვნებაა დასაქმებული.ხელფასები 700 ლარიდან იწყება და უტოლდება 2000-3000 ლარს.საწარმოში დასაქმებულთათვის არის უფასო სასადილო. მკაცრად არის დაცული სისუფთავე ,საწარმოს დათვალიერების შემდეგ ადამიანი იგრძნობ დიდ კმაყოფილებას, რომ ეს არის ნამდვილი, პატიოსანი, ღირსეული პიროვნების ხელით შექმნილი,რომელმაც იცის პატიოსნებისა და შრომის ფასი. ბ.ნ მა დავითმა იქვე სახელდახელოდ გაგვასინჯა ადგილობრივი წარმოების ძეხვი,სოსისი,მოხარშული კალბასი . მაღალი ხარისხის და არაჩვეულებრივი გემოს შესანიშნავი ქართული პროდუქტი ,რომელიც უტოლდება ყველაზე მაღალხარისხიან ნებისმიერი ქვეყნის პროდუქტს.ამ პროდუქტის გატანა ხდება როგორც შიდა ბაზარზე ასევე ექსპორტზე.
ლიდერფულდის წარმოება არის მომგებიანი სახელმწიფოსთვის.რამდენადაც მისი წარმოება ხდება ადგილზე ,ფასი გარედან შემოტანილ პროდუქტებზე უფრო დაბალია და ხარისხი კი მაღალი.მოგების წილი შედის სახელმწიფო ბიუჯეტში.სწორედ ასეთ ადგილობრივი წარმოება უნდა განვითარდეს ქვეყანაში .ამაზე უნდა იყოს სახელმწიფო ორიენტაცია, ადგილობრივ პროდუქტზე.
გვეგონა ბ.ნ დავითს გავაოცებდით ,სინამდვილეში თვით ბ.ნმა დავითმა გაგვაოცა.იგი არა მარტო საუკეთესო მეწარმე არამედ ნამდვილი ჭეშმარიტი მაღალი ბუნების ეროვნული ადამიანია,რომელსაც კალამი ბევრ ვაი-პოეტსა და მწერალზე უკეთ უჭრის ,არის მაღალი ინტელექტის ქართულად მოაზროვნე ტრადიციული დიდი ოჯახის დიდი ბაბუა.პოლიციელმა მეწარმემ საკუთარი რამდენიმე ლექსიც წაგვიკითხა და ბევრ სხვა საინტერესო ქართულ საკითხებზეც გვესაუბრა.ისეთი დიდ პოლიტიკოსი როგორიც ბ.ნი თემურია გაოცებას ვერ მალავდა ამ დიდებული ადამიანის მრავალმხრივი შრომის უნარითა ენერგიით.
ბ.ნმა თემურიმ მოკლედ მიმოიხილა ქართულ-საზოგადოებრივი პროგრამები “გზა ცივილიზებული სახელმწიფოსკენ“და “ახალი განზომილება”. ვიზიტი საკმაოდ ნაყოფიერი ურთიერთთანამშრომლობის შეთანხმებით დასრულდა. ასეთი აზროვნების ადამიანებია სახელმწიფოს ძლიერების ბერკეტიც. ქვეყანას ,რომელსაც ჰყავს ასეთი ერისშვილები ტელევიზიები გადაცემებს სწორედ ასეთ ადამიანებს ისტორიებს უნდა უძღვნიდეს. დასასრულს ბ.ნმა დავითმა საკუთარი შემოქმედებით დაგვასაჩუქრა. ეს გახლავთ ლექსების კრებული”რითმებით ვკინძავ სტრიქონებს”და დეტექტიური ნაწარმოები “გენერალი მგლის ხროვაში”.

7 მაისი, 2019 წელი

Facebook Comments
შეაფასეთ
მეტი

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *