სლაიდერიქართველთა მსოფლიო კონგრესი

26 მაისს – ლევილის ქართველთა მამულში

 გამგზავრების მსურველთა სიის შედგენა სრულდება 12 მაისს

ქვეყნის განვითარების კონცეფციის „გზა ცივილიზებული სახელმწიფოსკენ“ მხარდამჭერი ფონდი გილოცავთ გიორგობის ბრწყინვალე დღესასწაულს.

ჩვენ ვაგრძელებთ მიმდინარე წლის 8 თებერვალს, დავითობას  გელათის მეცნიერებათა აკადემიის ისტორიულ კედლებში დაწყებული „ყოველთა ქართველთა, საქართველოს შვილთა და საქართველოს მეგობართა“ კონგრესის  გადაწყვეტილებას და ყველა მსურველთან ერთად მივემგზავრებით პარიზის ლევილის ქართველთა მამულში, რათა გავმართოთ კონგრესის ლევილის სესია.

გელათის შემდგომ ლევილში გამგზავრება ჩვენთვის პრინციპული საკითხია. უპირველესად გამოვხატავთ მადლიერებას იმ ადამიანების მიმართ, რომლებმაც ქვეყანას დამოუკიდებლობა მოუტანეს და დამოუკიდებელ საქართველოზე ფიქრში დაასრულეს თავიანთი ცხოვრება და დაკრძალული არიან ლევილის ქართველთა სასაფლაოზე.

სწორედ ჩვენი მეგობარი სახელმწიფოს, საფრანგეთის შემწეობითა და მხარდაჭერით  და ქართული სულით შექმნილ წმინდა ადგილზე, ჩვენ  კიდევ ერთხელ დავადასტურებთ ერთგულებას დიდი ქართული იდეალებისადმი .

ჩვენ ვიცით, რომ ამ დღეს ლევილში იკრიბება არა მარტო პარიზისა და საფრანგეთის, არამედ ევროპის სხვა ქვეყნებში მცხოვრები ქართველობა, იკრიბებიან ბაგრატოვანთა გვარის წარმომადგენლები, საქართველოს დამოუკიდებლობის აღმდგენთა შთამომავალნი. ამ საქმის ორგანიზატორები არიან საქართველოს საელჩო საფრანგეთში და ქართული დიასპორის ხელმძღვანელობა

ჩვენ შევუერთდებით მათ, რათა ჯანსაღი განწყობის საუბარი შევძლოთ მომავლის საქართველოზე. გვსურს რომ კონგრესის ლევილის სესია იყოს ხალხის, ეკლესიისა და ხელისუფლების ერთიანობის დამადასტურებელი.

„ყოველთა ქართველთა, საქართველოს შვილთა და საქართველოს მეგობართა“ კონგრესის ლევილის სესიას ჩვენ წარვუდგენთ  მეცნიერთა მიერ შემუშავებულ და წიგნებად გამოცემულ საქართველოს განვითარების კონცეფციას „გზა ცივილიზებული სახელმწიფოსკენ“ და გელათის კონგრესის პროგრამულ დოკუმენტს „ახალი განზომილება – რა შევცვალოთ, რომ გადავრჩეთ“. ამავდროულად,  უცხოეთში მცხოვრებ ქართველებს წარვუდგენთ ჩვენს მოსაზრებებს დიასპორასთან მუშაობასთან და ჩვენი უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეთა   სამშობლოში დაბრუნებასთან დაკავშირებით

ერთი კვირის განმავლობაში (24 მაისი – 1 ივნისი), ჩვენ გვექნება შეხვედრები როგორც ჩვენს თანამემამულეებთან, ასევე ჩვენს მეგობრებთან საფრანგეთსა და ბენელუქსის ქვეყნებში. ამ დიდ ქართულ მოგზაურობაში მონაწილეობის მიღება შეუძლია ყველა მსურველს.

ინფორმაციისთვის: მგზავრობა თბილისი – პარიზი – თბილისი,  სასტუმრო პარიზის ცენტრში ერთჯერადი ( დილის) კვებით ღირებულება შეადგენს 600 ევროს. დაინტერესებულთ ინფორმაციის მიღება შეუძლიათ საიტის www.civilizebuli.ge , ელ. ფოსტის: civilizebuli@gmail.com, ტელეფონის 555 93 75 48 , 595 41 27 72; ფეისბუქის გვერდის”გზა ცივილიზებული სახელმწიფოსკენ“ საშუალებით.

წამსვლელთა სიის ფორმირება სრულდება 12 მაისს.

 

ქვეყნის განვითარების კონცეფციის

„გზა ცივილიზებული სახელმწიფოსკენ“

მხარდამჭერი ფონდის

პრეს-ცენტრი

6.05.2019წ

Facebook Comments
შეაფასეთ
მეტი

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *