"გზა ცივილიზებული სახელმწიფოსკენ" მხარდამჭერი ფონდიმეცნიერთა კონგრესიმორალური გუნდი

ჩვენ უდიდეს მნიშვნელობას ვანიჭებთ თქვენთან თანამშრომლობას!

 

მეგობრებო,

გიდასტურებთ პატივისცემას და გაცნობებთ,რომ ქვეყნის განვითარების კონცეფციის: “გზა ცივილიზებული სახელმწიფოსკენ” მხარდამჭერი ფონდის ოფისი განთავსებულია თბილისში , საბურთალოს რაიონში , ბოჭორიშვილის 37 ა – ში (სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორია)

ჩვენთვის დიდი პატივი იქნება, გვეწვიოთ ოფისში, თქვენთვის მისაღებ ნებისმიერ დროს, დილის 11 საათიდან,საღამოს 22 საათამდე ,შაბათ-კვირის და სხვა დასვენების დღეების ჩათვლით..

თქვენ გექნებათ საშუალება შეხვდეთ კონცეფციის ავტორებს,პროგრამულ დოკუმენტებზე მომუშავე ჯგუფების წევრებს , გაგვიზიაროთ თქვენი მოსაზრებები ქვეყნის საჭირბოროტო საკითხებზე, უშუალოდ ჩაერთოთ პროგრამების შემუშავების პროცესში..

თქვენ გადმოგეცემათ (უსასყიდლოდ) წიგნად გამოცემული ქვეყნის განვითარების კონცეფცია “გზა ცივილიზებული სახელმწიფოსკენ” და მიმდინარე წლის 8 თებერვალს გელათის სესიაზე მიღებული პროგრამული ნაშრომი “ახალი განზომილება – რა შევცვალოთ, რომ გადავრჩეთ”.

ჩვენ უდიდეს მნიშვნელობას ვანიჭებთ თქვენთან თანამშრომლობას და იმედით უყურებთ მეცნიერებისა და მორალური ადამიანების ერთობით ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანას, რაც უპირველესია ,ქვეყნის პოტენციალის მაქსიმუმზე მომუშავე გუნდის ფორმირებას.

ვიცით ერთი,ამ მიწის,ამ წყლის,ამ ჰაერის,ამ სითბოს,ამ ბუნებრივი რესურსების,ამ ადამიანური,გეოგრაფიული და ინტელექტუალური პოტენციალის ქვეყანაში – ასე არ უნდა ვცხოვრობდეთ !

ამისთვის აუცილებელია ხალხის,ეკლესიისა და ხელისუფლების ძალთა კონცენტრირება მთავარზე – ვიცხოვროთ ნიჭის ძალაუფლების,რწმენისა და ბედნიერებუთ სავსე სამშობლოში..

მეგობრული განწყობით:

● კობა კობალაძე -.ფონდის დამფუძნებელი და სამეთვალყურეო საბჭოს თავჯდომარე;

● ლუარა ნიჟარაძე – ფონდის გენერალური დირექტორი ;

● ზურაბ ფარესიშვილი – ფონდის დამფუძნებელი ;

● ფერდინანდ ლორთქიფანიძე – ფონდის დამფუძნებელი;

პ.ს. აქვე ვაქვეყნებთ ჩვენ ტელეფონებს,ელექტრონულ მისამართს,ფეისბუკგვერდებს და ,რაც მთავარია, ვებგვერდის მისამართს,როmელიც არის განახლებადი და მოგაწვდოთ სრულ ინფორნაციას ,როგორც მუშაობის მიმდინარე პროცესთან;ასევე უკვე მიღებულ პროგრამებთან დაკავდირებით
www.civilizebuli.ge
e.mail.:civilizebuli@gmail.com
tel.:555 93 75 48
551 25 66 52

Facebook Comments
შეაფასეთ
მეტი

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *