"გზა ცივილიზებული სახელმწიფოსკენ" მხარდამჭერი ფონდიქართველთა მსოფლიო კონგრესი

ლუარა ნიჟარაძე: ყველა ქართული და ეროვნული ძალა სწორედ დღეს უნდა დადგეს ერთად …

სამშობლოვ ჩემო დარდო -წუხილო…

საქართველოზე ფიქრები თავს ისე დამტრიალებს, როგორც მოქუფრულ ცაზე შავ ღრუბელთა მონაცვლეობა.
რამდენმა წელმა გაიარა მუდმივად შორეული ცის უკიდეგანო სივრცეში ყურებასა და, საქართველოს ძებნაში ამ უსასრულო სივრცეში.
შორეული, მშობლიური ნოსტალგიით დატვირთული ყოველდღიურობა, მძიმე მარწუხებით ბოჭავს სულს, რომელსაც ოთხკედელში გამომწყვდეული უჰაერო სუნთქვა ამძიმებს.
ეს ჩემეული განცდა ეუფლება ალბათ ორმილიონამდე საქართველოს ფარგლებს გარეთ იძულებით გასულ ქართველ ემიგრანტებს, რომელთაც უკან დასაბრუნებელი გზა თითქოსდა მოჭრილი აქვთ.
საქართველოს ცაზე ახალი პოლიტიკური გადაადგილებები კარგს არაფერს უქადის უკვე უფსკრულისპირას მდგარ ჩვენს ბედკრულ საქართველოს.

ბოლო ათეული წლები ქართული პოლიტიკა ,გარე ძალების მიერ იმართება და არაქართულ ინტერესებს ემსახურება.
პრორუსული და პროამერიკული ძალები ერთიპოლუსიდან მეორეში გადაადგილდებიან ,და პირიქით.ამ თამაშს ეწირება ქართველი ერი და ქართული ეროვნული თვითმყოფადობა.

საქართველოში ფეხს იკიდებს ყოველივე არაქართული,არაეროვნული,არატრადიციული კულტურა და ზნეობა, რომელიც თითქოსდა სატანური ძალისხმევით ვრცელდება ქართულ ტერიტორიაზე და ჩვენს თვალწინ ანადგურებს ჩვენსავე მეობას.
წინა ხელისუფლების ერთპარტიულმა ,თუ დღევანდელი ხელისუფლების ოლიგარქიულმა მმართველობამ ,ნიადაგი მოუმზადა გარე ძალებს დაეპატრონონ ჩვენს “სისხლით მორწყულ ქართულ მიწას” ,და ხელი შეუწყვეს საერთოდ საქართველოს დაშლის, დანაწევრების, გათიშვის, დასუსტების მიზანს და უუნარო სახელმწიფო სტატუსის მქონე ქვეყნად გადაქცევას.
თითქმის ყველა სფეროში მკვიდდრდება უზნეობა,უკულტურობა,შური,სიძულვილი,მტრობა,ერთმანეთის ლანძღვა – გადაბრალება,ცილისმწამებლური ინფორმაციები.

იქ სადაც დაკნინებულია პრეზიდენტის ინსტიტუტი და ქვეყნის პრეზიდენტს სრული უპატივცემლობით ვექცევით (არ აქვს მნიშვნელობა ვინ არის პრეზიდენტი,ის შენი ქვეყნის პრეზიდენტია )ანუ იმის თქმა მინდა რომ შენს ქვეყანას არ სცემ პატივს ,რას უნდა ელოდოს ასეთ ქვეყანაში ჩვეულებრივი მოქალაქე ,ან როგორ წარმოჩნდება საქართველო მსოფლიოს თვალში, რომელსაც ქვეყნის პრეზიდენტი წარმოადგენს…???

რა ჰქვია ტელევიზიიდან გაბუნია -გვარამიას უცენზურო სიტყვით ქვეყნის მდგომარეობის შეფასებას, რაც ჩემთვის საქართველოს მოქალაქისთვის ,მოსმენისთანავე შეურაცხმყოფელი იყო.???

რას ნიშნავს აფხაზავას საუკეთესო მასწავლებლად აღიარება,რომელსაც პედაგოგის პროფესიაც კი არა აქვს,რათქმა უნდა მას როგორც პიროვნებას ნამდვილად არ ვაკნინებ,მაგრამ არის თუარა ეს იმ უამრავი წარმატებული პედაგოგის შეურაცხყოფა ,რომელიც ღირსეულად ემსახურება წლების განმავლობაში თაობების აღზრდას და მათ საქმიანობას არასდროს არცერთი ტელეარხი ყურადღების ღირსადაც არ ხდის…???

რას ნიშნავს ვაი პოეტების , ვაი მწერლების წინა პლანზე წამოწევა ,მათი გაფეტიშება,უშინაარსო ნაშრომების გამოცემა,პრეზენტაცია,სასწავლო პროგრამებში მათი ნაწარმოებების შეტანა, მწერლის ან პოეტის სტატუსის მინიჭება,მაშინ როდესაც ნამდვილი პოეტები და მწერლები ლამის ისე არიან ჩრდილში მივიწყებული და გაღარიბებული ,რომ ლუკმა პურიც კი უჭირთ..???

ჟურნალისტიკის სფერო და მედია სივრცე ხომ იმდენად პოლიტიზირებულია,რომ საერთოდ გასულია საერო და ქვეყნისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობის თემების გაშუქების აუცილებლობიდან,რომ აღარეფერი ვთქვათ მათ სასაუბრო ლექსიკაზე.საბედნიეროდ არსებობენ ნამდვილი პროფესიონალები ,ვინც არ ღალატობს ჟურნალისტურ ეთიკას და სიმართლეს ემსახურებიან,თუმცა ისინი უმცირესობაში არიან მოქცეული.

ქართულმა ენამ სამეტყველო თუ საყოფაცხოვრებო მომსახურეობაში იმდენად შეითვისა უცხოური სიტყვები, რომ ლამისაა წალეკოს ენობრივი სიწმინდე.

გულისყურით ვუსმენდი ნაციონალური მოძრაობის მერვე ყრილობაზე მიხეილ სააკაშვილის გამოსვლას,მინდოდა მერწმუნა მისი სიტყვები ისე როგორც იმ დარბაზში მსხდომთ სჯეროდათ, რომლებიც ფეხზე მდგარი აპლაუზებით ამკობდნენ მათი ლიდერის ესოდენ გულისამაჩუყებელ სიტყვას,”მალე შევხვდებით თბილისში ერთმანეთს”…

რა არის ეს თუ არა გათამაშებული სცენარიდან მიღებული პასუხის შედეგად გამოწვეული თვითდამაჯერებლობა…????
ოლიგარქის მოლაპარაკებაზე წასვლა და რუსული(და არა ქართული )პოზიციების დათმობა ისევ ამერიკისათვის.
9 წლიანი მმართველობა თურმე არ აღმოჩნდა საკმარისი იმ “გრანდიოზული”პროგრამების განსახორციელებლად რაც ჩამოთვალა,თუმცა უნდა ვაღიარო ყველა ეს პროგრამა მართლაც ხატოვნად ჟღერს, მხოლოდ ამერიკიდან ვალის სახით შემოსული მილიარდების ფონზე კარგავს მიზიდულობას.

ამ დროს არაფერი უთქვამს შიდა წარმოების ხარჯზე გაზრდილი კაპიტალის და დასაქმების შესახებ,სოციალური სამართლიანობის და უამრავი სხვა ერისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობის მქონე პროგრამების შესახებ…ეტყობა გამორჩა ესოდენ გარედან აქტიურად ჩართულს შიდა პოლიტიკის მიმოხილვა…???

ნიშნავს თუ არა არსებული ხელისუფლების თვინიერი მიმყოლი პოლიტიკა სადავეების ლმობიერად მიშვებას ..
?????

….ბევრი რამის განხილვას დიდი დრო და სერიოზული ანალიზი სჭირდება…
მე აქ გავჩერდები და ერთს ვიტყვი მხოლოდ:

რომ ყველა ქართული და ეროვნული ძალა სწორედ დღეს უნდა დადგეს ერთად …
წინააღმდეგ შემთხვევაში საფრთხე ემუქრება ყოველივე ქართულს და თვით ერთიან ძლიერ დამოუკიდებელ საქართველოს.!!!!

ლ.ნ.
იტალია,ფლორენცია,2019 წ.26 მარტი

Facebook Comments
1 (20%) 1 vote
მეტი

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *