სოციალური ქსელები

ლელა კუხიანიძე:მე სიყვარული მასწავლეს მხოლოდ და არა სიძულვილიი!

ამ ბოლო დროს ანუ პრეზიდენტის ინაუგურაციაზე მიწვევის გამო ადამიანებმა უკადრებელი იკადრეს და მკადრეს.
მე, ვარ აპოლიტიკური და ვაკეთებ იმ საქმეს რისი პროფესიონალიც ვარ და მიყვარს. ვაკეთებ და გავაკეთებ იმას რის აუცილებლობასაც ვხედავ.
მაქვს უამრავი იდეა ,პროექტები რომლის შესაძლებლობები გამაჩნია და ვარგებ დღევანდელობას.ვიმყოფები ისეთი ადამიანების გარემოცვაში ძირითადად, რომლებიც ჩემსავით გზააბნეული ემიგრანტია და სხვის ქვეყანაში თვალების ცეცებით ეძებს რა აკეთოს,როდის და როგორ, რომ არ დაიკარგოს. მყავს დიდი ოჯახი , ერთი ქმარი ( მკბენარებისგან განსხვავებით) სამი ვაჟკაცი და მაქვს შემოქმედებითად დატვირთული ყოველდღიური საქმიანობა.
ფაქტიურად დროს არ ვიტოვებ მოვეშვა და მოვდუნდე. ვსწავლობ სტოგჰოლმის უნივერსიტეტში, რომ ხელოვნებათმცოდნეობა გადავაბარო და ადგილი დავიმკვიდრო სტოგჰოლმის სამხატვრო მუზეუმში. კიდევ ერთხელ ვიმეორებ ,არც იმის დრო მაქვს მძულდეს ვინმე და მე თუ არც ვინმეს ვემტერები და საბოლოოდ შემორიგება მინდა ურთიერთ დაძაბული ადამიანებისა, ეს არის ჩემი ბუნება და არავის არ აქვს უფლება მიმითითოს, რატომ ვარ მიმტევებელი.
განა აგრესიულობით, მტრობით და ძაგებით შექმნილა რამე ?
არა და არა, მე მინდა შემოვირიგო მტრულად განწყობილიც კი. ცხადია, ეს განაპირობა ორ პარტიულობამ ჩვენს ქვეყანაში. ეხლა , ისეთი ქაოსია ,რომ სიყვარულის და ერთმანეთის მოსმენის მეტი ვერაფერი გვიშველის. რა დროს ვინმეს განდიდებაა,როცა ქვეყანა იცლება მოსახლეობისაგან და ერთმანეთის გაუთავებელ ამბიციებში ჩაფლულნი, ხელს უშლიან სწორად სანახავ გზას.
მე, ხმა სალომე ზურაბიშვილს მივეცი, კომისიაშიც გახლდით და ბევრ საღად მოაზროვნე ადამიანების შეხვედრა მომიწია. ყველამ იცით ლელა კუხიანიძე მისი ქვეყნის ერთგულია და მის სამსახურში იქნება ბოლო ამოსუნთქვამდე.
ეხლა, თანამდებობაზე მოიაზრებენოოო ამბობთ: მე ჯერ არ მსმენია მაგრამ თქვენგან უფრო გაიგებს საკუთარ მომავალს ადამიანი,იმდენად ცხოვრობთ სხვისი ცხოვრებით.მე მაქვს თანამდებობა: უზღვავი ადამიანების სიყვარული,რომელიც არ მოსულა თავისთვის და თუ მე რაიმე პოზიციას დავიჭერ ჩემს სამშობლოში, სწორედაც ,რომ სიყვარულს ჩავდებ ყველგან იმიტომ,რომ სიყვარული და საქმის ცოდნა იმარჯვებს ყველგან, ყველაფერში.
და ბოლოს , ნაციონალური მოძრაობისაა თუ ოცნების , ცუდია თუ კარგი, მტერია თუ მოყვარე მე ეს არასოდეს გამირჩევია აქ, ამ სხვის მიწაზე….ჩემი ხართ და მორჩა.
ამიტომ თქვენი კაცთმოძულეობა, მუდმივი სიძულვილი და ზიზღი ჩამოიხსენით …მძიმეა იგი და ტვირთიც ამავდროულად.
რა ვიცი ხატებით სავსე გაქვთ სახლი, ლოცულობთ, მოძღვრები გყავთ და მუხლს იყრით ,თაყვანს სცემთ ათივე მცნებას და ამავდროულად მაინც აგრესია და სიძულვილი მოდის თქვენგან . ( ალბათ მე ვერ განვითარდი მე საბრალო თქვენს დონემდე)

მე , სიძულვილისგან ძალიან შორს ვარ, ძალიან შოორს.
ჩიტივით სიმსუბუქე და ჰაეროვნება ? ძალიან მომიხდა და მომწოოონს, იყოს ჩემთან , ისევ თქვენთვის დავხარჯავ, გპირდებით !

Facebook Comments
შეაფასეთ
მეტი

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *