"გზა ცივილიზებული სახელმწიფოსკენ" მხარდამჭერი ფონდისლაიდერიქართველთა მსოფლიო კონგრესი

უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი: იქმნება საზოგადოებრივი პროექტის:“ გზა ცივილიზებული სახელმწიფოსკენ“ მხარდამჭერი ფონდი

ჩვენი თანამემამულეების მეცნიერების დოქტორ, ლუარა ნიჟარაძის, კულტურის მოღვაწის, ლელა კუხიანიძის, და განათლების დამსახურებული მუშაკის, ქეთევან ქებულაძის წინადადებამ, საზოგადებრვი პროექტის „გზა ცივილიზებული სახელმწიფოსკენ“ დაფუძნების თაობაზე, დიდი მხარდაჭერა მიიღო, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ემიგრანტებში.

ყველა  მიიჩნევს რომ მეცნიერთა მიერ შემუშავებული ქვეყნის განვითარების კონცეფცია „გზა ცივილიზებული სახელმწიფოსკენ“ და მიმდინარე წლის 8 თებერვალს, დავით აღმაშენებლის ხსენების დღეს, გელათის კონგრესზე მიღებული პროგრამული დოკუმენტი „ახალი განზომილება – რა შევცვალოთ, რომ გადავრჩეთ“ საერთო-სახალხო მხარდაჭერას იმსახურებენ. ეს პროცესი უნდა გაძლიერდეს. ამ კუთხით განსაკუთრებული მნიშვენლობა აქვს „ყოველთა ქართველთა, საქართველოს შვილთა და საქართველოს მეგობართა მსოფლიო კონგრესის“ ჩატარების იდეას, რომელიც ითვალისწინებს მსოფლიოს 40 ქვეყნის 85 – ზე მეტ ქალაქში სესიების ჩატარებას და მომდევნო წლის შემოდგომაზე,  თბილისის კონგრესზე „მომავლის საქართველოს პროგრამის“ მიღებას, ასევე ისეთი მნიშვნელოვანი პროექტების როგორიცაა:

ხალგაზრდობის ინიციატივა „თაობათა ერთიანობის შესახებ“,
სახელმწიფო კაცების საკრებულო“
პიროვნებათა პარლამენტის“
სახალხო და მართალი ტელევიზია
„ვქირაობ ხელისუფლებას“

ორშაბათს, 14.00 საათზე, საინივიატივო ჯგუფი: მეცნიერებათა დოქტოტები, პროფესორები: კობა კობალაძე და ზურაბ ფარესიშვილი; კულტურის დამსახურებული მოღვაწე ფერდინანდ ლორთქიფანიძე აფუძნებს საზოგადოებრივი პროექტის: „გზა ცივილიზებული სახელმწიფოსკენ“ მხარდამჭერ ფონდს.

Facebook Comments
4 (80%) 1 vote
მეტი

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *