სოციალური ქსელები

ლუარა ნიჟარაძე: 15 წელია ვარ ევროპაში და არაფერი მიზიდავს ევროპული, ჩემი სუფთა წმინდა ქართული მირჩევნია და ჩემი პატარა ოდა ,სვანური ფეჩით,ღუმელში რომ შეშა ტკაცუნობს…

ჩემს საყვარელ მეგობრებს

რა კარგები ვართ ქართველები,რამდენი ინტელექტია,რამდენი სილამაზე,რამდენი სიყვარული…გონი და ნიჭი,ერთგულება,თავგანწირვა,ურთიერთპატივისცემა- ოჯახის,ახლობლის,მეგობრის მიმართ.

სამშობლოს და ეროვნულობის მცნება ბევრში საკუთარ მეობაზე მაღლა რომ დგას.დიდი მადლობა ჩემს ახლობლებს ,მეგობრებს,ნაცნობებს ვინც სითბოს სიყვარულს მიზიარებს,განსაკუთრებული მადლობა იმათ, ვინც არ მიცნობს ფიზიკურად და არც იცის ვინ ვარ,მხოლოდ ვირტუალურად მხედავს,აღმიქვამს და გრძნობს ჩემეულ სტილს,მეობას ,სიყვარულს
რამდენი რამ შეგვიძლია ჩვენ ,ერთმანეთს მივცეთ და გავუზიაროთ,სითბო,სიყვარული,თანადგომა….
სიტყვით თუ საქმით..

ჯერ სიტყვა ითქმის ტყვიაზე უფრო ძლიერად რომ ჭრის,სიტყვით ვასულდგმულებთ,ვამხნევებთ;ვაფასებთ ,ვავსებთ ,ვკურნავთ ერთმანეთს…სიტყვა ყველა წამალზე უკეთესია…

სიტყვითვე ვკლავთ და ვანადგურებთ ერთმანეთს,სიტყვა ტყვიაზე ძლიერად ჭრის და კლავს…..

განა ვინმე ცას გამოვეკიდებით,განა ვინმეს რამე მიგვაქვს ამქვეყნიდან სითბოსი და სიყვარულის,ცრემლის გარდა…

რატომ არ შეიძლება ვიყოთ ყველა ეთიკურები,უფრო მოზომილი,უფრო ტაქტიანი ერთმანეთის მიმართ,რა საჭიროა სიძულვილი და ბოღმა რომელიც პირველ რიგში გვღუპავს ჩვენ და მერე სხვას.,სიძულვილი და ბოღმა ეშმაკთან წილნაყარია,სიყვარული თავად ღმერთია და იქ იღებს სათავეს,მარადიულობაში მხოლოდ სიყვარული გადაგვარჩენს…

რამდენი კარგი ვირტუალური მეგობარი მყავს,არაჩვეულებრივი ადამიანობის ნიმუშები,მიუხედავად პოლიტიკური აზრთასხვადასხვაობისა არ ვლანძღავთ ერთმანეთს,ვეხმიანებით,მოვიკითხავთ,მოვეფერებით…ესაა ურთიერთპატივისცემა და ჯანსაღი ხედვა…

…კი 15 წელია ვარ ევროპაში და არაფერი მიზიდავს ევროპული,არც მხიბლავს ზიზილპიპილოები,ჩემი სუფთა წმინდა ქართული მირჩევნია და ჩემი პატარა ოდა ,სვანური ფეჩით,ღუმელში რომ შეშა ტკაცუნობს…

წუხელ რუსთავი 2.ზე “დედეს” ვუყურე..მადლობა მარიამ ხაჭვანს ამ ფილმის შექმნისთვის….რა სიალალეა,რა უბრალოება,რა სიყვარული და ჰარმონია…ჩემში ყველა გრძნობა გაცოცხლდა ამ საათნახევარში,ყველა სვანური და უშგულური სითბო და სიამაყე….

….მე ის ვარ იქ ბავშვობაში უშგულში “კალოშებით” და “ვალინკებით”რომ დავრბოდი და თავს ბედნიერად და ლაღად ვგრძნობდი…ის იყო ცხოვრების ბედნიერების შეგრძნება…მთის ზედაპირზე ასული, სუფთა ჰაერს ჯანსაღად და და ღრმად ჩავისუნთქავდი ხელებს ზეცისკენ აღვაპყრობდი და მიყვარდა სამყარო,ვგრძნობდი ბედნიერებას….
ჩვენ ყველანი ვრჩებით ჩვენს დიდ ბავშვობაში , ბავშვურ სიწრფელესა და სიყვარულში,და ამიტომ ცხოვრების სირთულეებს ადვილად ვერევით…

…..გამიგრძელდა სიტყვა….
…..მიყვარხართ ჩემო ქართველებო….
……ვერ გავცვლი მე ჩემს საქართველოს….
არცერთი ქვეყნის მოქალაქეობა არ მინდა საქართველოს გარდა…

Facebook Comments
1 (20%) 1 vote
მეტი

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *