სოციალური ქსელებიქართველთა მსოფლიო კონგრესი

ლუარა ნიჟარაძე: გზა ცივილიზებული სახელმწიფოსკენ “- ეს ერთადერთი გზაა რომლის ირგვლივაც უნდა გაერთიანდეს ქართველი ერი და რომელი გზითაც უნდა იაროს საქართველომ.

მივესალმები საქართველოში ქ.ქუთაისში გელათის ტაძარში ყოველთა ქართველთა,საქართველოს შვილთა და საქართველოს მეგობართა მსოფლიო კონგრესის გახსნას.

💢ვუერთდები საქართველოს მამულიშვილთა – მეცნიერების,მწერლების,ხელოვნების თუ საზოგადოების სხვა სფეროს ღირსეულ წარმომადგენელთა ეროვნულ სულისკვეთებას.დღეს არ არის ქიშპობის და ურთიერთშურისძიების დრო ,დღეს ყოველთა ქართველთა გაერთიანების დროა, ჩვენი ეროვნული თვითმყოფადობის გადასარჩენად-
“რაც მტრობას დაუნგრევია ,სიყვარულს უშენებია”.

💢დიდი მადლობა ბ.ნ თეიმურაზ შაშიაშვილი ს ამ ეროვნული სულისკვეთების გაღვიძებისათვის . მისსავე პათოსს დავესესხები-“დუმდე დღეს ღალატის ტოლფასია”.

💢ისე როგორც თავის დროზე დიდმა მეფეთა-მეფე დავითმა ,აღაშენა და გააერთიანა,გააძლიერა საქართველო, დღეს ყოველი ჭეშმარიტი ქართველის წმინდათაწმინდა ვალია, თავისი ერთი წილი აგური დადოს საქართველოს ერთიანობისათვის და ძლიერებისათვის აღმშენებლობის საქმეში.

💢ჩვენ, ქართველი ემიგრანტები საქართველოსთვის ,იქ ვდგავართ, სადაც საქართველოს გადარჩენას ვხედავთ.სწორედ ემიგრანტებმა იციან დღეს ყველაზე მეტად რას ნიშნავს გტკიოდეს სამშობლო.ოცდაათი წელია გაედინება საქართველოდან ქართველები და ამას დასასრული არ უჩანს.ვინ იცის სად მიდიან,ან როდის დაბრუნდებიან,ან საერთოდ დაბრუნდებიან…????რატომ მიდის საქართველოდან ქართველები….???.კითხვები რომელზედაც ხელისუფლება ვერ სცემს პასუხს.

👉 ემიგრანტების დასაბრუნებლად არ კმარა ლოზუნგები “ერთად სახლში”…

👉საჭიროა შეიქმნას საქართველოშივე ადგილზე დარჩენილთა დასამკვიდრებლად და თითოეული ემიგრანტის დასაბრუნებლად, დასაქმების შესაძლებლობა სათანადო ანაზღაურებით .

👉რომელ ქართველ ქალს ურჩევნია მიატოვოს ქმარშვილი და წლობით გადაიხვეწოს უსასრულობაში ოჯახის დასახმარებლად და გადასარჩენად,რომელ შვილს ურჩევნია ბედის ანაბარად მიატოვოს გულზე მჯიხის ცემით მოხუცი მშობლები. ეს ყველაფერი საქართველოს ოცდაათწლიანი ეკონომიკური და პოლიტიკური კრახის შედეგია.

💢ქვეყნის სწორად მართვის შემთხვევაში, საქართველოს აქვს შესაძლებლობა ამ მძიმე მდგომარეობიდან გამოსასვლელდ.ქართული სულის,ქართული მეობის, ქართული ზეობის გადასარჩენად “გზა ცივილიზებული სახელმწიფოსკენ “- ეს ერთადერთი გზაა რომლის ირგვლივაც უნდა გაერთიანდეს ქართველი ერი და რომელი გზითაც უნდა იაროს საქართველომ.

მინდა ვუსურვო თითოეულ ქართველს ერთიან, ძლიერ ,სამართლიან სახელმწიფოში ცხოვრება და ქართველ ემიგრანტებს შინ მშვიდობით დაბრუნება.

პატივისცემით,
ლუარა ნიჟარაძე
8.02.2019 წ. იტალია,ფლორენცია.

Facebook Comments
5 (100%) 1 vote
მეტი

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *