"გზა ცივილიზებული სახელმწიფოსკენ" მხარდამჭერი ფონდიქართული ერთობის დარბაზი

ეს დიდი ბედნიერებაცაა და უდიდესი პასუხისმგებლობაც!

 

19 იანვარს, ნათლიღებას,  სადღესასწაულო წირვის აღვლენისა და წყლის კურთხევის შემდეგ, სამების ტაძრის საკურთხეველში, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს გადაეცა „ქართული ერთობის დარბაზის“, „მეცნიერთა კონგრესის ეროვნული თანხმობისთვის“ და „საქართველოს ხალხთა ასამბლეის“ ინიციატივითა და საქართველოს მეცნიერთა დიდი ჯგუფის მონაწილეობით შექმნილი და წიგნად გამოცემული ქვეყნის განვითარების კონცეფცია:„გზა ცივილიზებული სახელმწიფოსკენ“ .

კონცეფცია პატრიარქის ლოცვა-კურთხევით შეიქმნა. მას წამძღვარებული აქვს პატრიარქის სიტყვები:“რასაც  თქვენ ფიქრობთ და რის გაკეთებასაც აპირებთ, ეს ჰაერივით სჭირდება საქართველოს“.

კონცეფციის მთავარი მიზანია: ხალხის, ეკლესიისა და ხელისუფლების ერთობა!

ეს  ორ წელზე გათვლილი პროგრამაა, რომელიც ითვალისწინებს მსოფლიოს 40 ქვეყნის 85 ქალაქში და  საქართველოს რეგიონებში „ყოველთა ქართველთა, საქართველოს შვილთა და საქართველოს მეგობართა კონგრესის სესიების ჩატარებას, რომელიც 2020 წლის შემოდგომაზე დასრულდება თბილისში ამავე სახელწოდების მსოფლიო კონგრესით. კონგრესი დაამტკიცებს მომავლის საქართველოს პროგრამას, რომელიც დაფუნებულია ძველ ქართულ და მსოფლიოს დემოკრატიული ქვეყნების გამოცდილებაზე დაყრდნობით და „სახელმწიფო კაცების საკრებულოს“.

კონცეფცია ეყრდნობა თაობათა,საქართველოსა და საქართველოს გარეთ მცხოვრებ მამულიშვილთა ერთიანობისუმთავრეს იდეას, რომლის ინიციატორებიც ახალგაზრდები არიან.

პატრიაქმა ლოცვა -კურთხევა მისცა 8 თებერვალს, დავით აღმაშენებლის დღეს, გელათში, გელათის მეცნიერებათა აკადემიის ისტორიულ კომპლექსში „ყოველთა ქართველთა, საქართველოს შვილთა და საქართველოს მეგობართა მსოფლიო კონგრესის“ გახსნას, რაც ნიშნავს კონგრესის ორწლიანი ციკლის დაწყებას.

კონცეფცია „გზა ცივილიზებული სახელმწიფოსკენ“ პატრიარქს ინიციატორთა და ავტორთა სახელით(ახალგაზრდობის წარმომადგენლებთან ერთად), გადასცა  „ქართული ერთობის დარბაზის“ აღმასრულებელი საბჭოს წევრმა, გელათის მეცნიერებათა აკადემიის წევრმა თეიმურაზ შაშიაშვილმა.მათ პატრიარქს მოახსენეს, რომ წიგნად გამოცემული კონცეფციის იმ ეგზემპლიარს, რომელიც მას გადაეცა, ხელს აწერენ 300-მდე კულტურისა და მეცნიერების ცნობილი მოღვაწეები და ახალგაზრდების ჯგუფი,  რომ ახალგაზრდობის დიდმა ნაწილმა ეს ხელმოწერა 19 აგვისტოს, ფერიცვალებას, ხარაგაულში, რკინის ჯვარზე სწორედ იმ ადგილზე გააკეთა, სადაც პირველი საუკუნის 30-იან წლებში ანდრია პირველწოდებულმა და სვიმონ კანანელმა რკინის ჯვარი აღმართეს.

„ეს დიდი შეხვედრა იყო, მით უფრო რომ ის შედგა ნათლისღების ბრწყინვალე დღესასწაულზე, შედგა სამების ტაძრის საკურთხეველში. ეს ბედნიერებაცაა და უდიდესი პასუხისმგებლობაც ყველა იმ ორგანიზაციისა და პიროვნების, რომელთაც ევალებათ საქართველოს განვითარების კონცეფციის „გზა ცივილიზებული სახელმწიფოსკენ“ პროგრამით გათვალისწინებული ღონისძიებების შესრულება“, – აღნიშნეს პატრიარქთან შეხვედრის მონაწილეებმა.

 

გზა ცივილიზებული სახელმწიფოსკენ

პრეს-ცენტრი

21.01.2019წ

Facebook Comments
შეაფასეთ
მეტი

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *